სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
კახაბერ აბრამიშვილი 1972-02/07/93წწ. გარდ. აფხაზეთი შავნაბადა დაბ. სოფ. სარეკი საჩხერე იმერეთი კახაბერ აბრამიშვილი 1972-02/07/93წწ. გარდ. აფხაზეთი შავნაბადა დაბ. სოფ. სარეკი საჩხერე იმერეთი კახაბერ აბრამიშვილი 1972-02/07/93წწ. გარდ. აფხაზეთი შავნაბადა დაბ. სოფ. სარეკი საჩხერე იმერეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი აბრამიშვილი სია

საჩხერე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

კახაბერ აბრამიშვილი 1972-02/07/93წწ. გარდ. აფხაზეთი შავნაბადა დაბ. სოფ. სარეკი საჩხერე იმერეთი

კახაბერ აბრამიშვილი დაიბადა 1972 წლის 6 იანვარს საჩხერის რაიონის სოფელ სარეკში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ

ჭიათურის ტექნიკური სასწავლებელი დაამთავრა მემანქანის სპეციალობით.

1992 წლის ნოემბერში გაიწვიეს საქართველოს ეროვნული გვარდიის I საარმიო კორპუსის „შავნაბადას“ ბატალიონში. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ ბრძოლებში აფხაზეთში. ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიჭრა და ხანმოკლე შვებულებით დაბრუნდა, მაგრამ გამოჯანმრთელებას არ დაელოდა და ისევ ფრონტის ხაზს მიაშურა. წასვლის წინ ასე მიმართა დედას: „ქალად რომ გაგეზარდე, შენს გვერდით დავრჩებოდი, რადგან ბიჯი ვარ, მეც და ჩემისთანა ვაჟკაცებიც ახლა ვჭირდებით ჩვენს ქვეყანას და თუ საჭირო იქნება, შევეწირებით კიდეც, ჩვენი პატარების ბედნიერებისათვის. უნდა შეეგუო, დედი, ასეთი ბედის ვყოფილვარ...“

ლამაზი ყმაწვილის სხეულში სულიც ლამაზი და სპეტაკი ტრიალებდა. სამშობლოსათვის გულანთებულმა ვაჟკაცმა თავისი უმანკო სიცოცხლე გმირულად დაასრულა 1993 წლის 2 ივლისს მტერთან უთანასწორო ბრძოლაში.



XXX

თუ ჩვენ ერთი-მეორეს დავუწყეთ ხოცვა, რაღათ გვინდა ან ეროვნული თავისუფლება და ან რომელიმე სოციალური იდეალის განხორციელება: ერთი-მეორის შინაგან ბრძოლაში გაჟლეტილ ერს აღარც პირველი ეჭირვება და აღარც მეორე.

გრიბოლ– რობაშიძე


კახაბერ აბრამიშვილი 1972-1993

კასაბერ აბრამიშვილი დაიბადა 1972 წლის 6 იანვარს საჩსერის რაიონის სოფელ სარეკში.

1989 წელს დაამთავრა სარეკის საშუალო სკოლა, გატაცებული იყო სპორტით. 1999 წლის ნოემბერში გაიწვიეს სამსედრო-სავალდებულო სამსასურში, მსასურობდა პირველი. საარმიო კორპუსის შავნაბადას- ბატალიონში სპეცდანიშნულების სწრაფი რეაგირების ოცეულში.

იბრძოდა აფხაზეთის რეგიონში, დაიჭრა ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს. განკურნების შემდეგ, 1993 წლის მარტში კვლავ დაუბრუნდა საკუთარ ნაწილს.

კახაბერ აბრამიშვილი დაიღუპა 1993 წლის 2 იელისს ოჩამჩირის რაიონში სოფელ ტამიშთან. დაკრძალულია სოფელ სარეკში. დაჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისათვის

მოგონება (სტილი დაცულია)

ჩემი კახა თავისი თვისებებით, გაგებით და სასიათით დედის უსყვარლესი შვილი იეო. სულიერად და ფიზიკურად შლიერი, დიდთან დიდი იეო, მატარასთან – პატარა. მან თავისი გაგებით, მატარებისთვის გასწირა თავისი სმეტაკი სული. „ამ ბავშვებს დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო უნდა პქონდეთო“ – ამბობდა.

კახა ყველასთვის საყვარელი, დიდბუნებოვანი, უწეინარი, დაუზარელი, ენარგიის მქონე იყო. უევარდა ამხანაგები, ეველაზე მეტად თავისი პატარა ძმიშვილები. საკუთარი ოჯახი არ ჰქონია.

კახას შესახებ. ბევრის მოგონება შეიძლება. იგი მთელ ოცეულთან ერთად დაიღუპა სოფელ ტამიშთან საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს. დაღუპულთა ცხედრები ჩვენმა მზარემ რამდენიმე კვირის შემდეგ დაიბრუნა. ნაწილის ბიჯებმა ჩამოასვენეს ჩემი ვაჟკაცი ბიჯი, მას მოუკვდეს გამწარებული დედა. ნუ დამცინებთ, თუ აზრიანად და დალაგებულად არ იეოს დაწერილი, კახამ თავისი სიკვნილით ეველანაირი სულიერი სიმდიდრე წამართვა.


დედა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0