მამასახლისი გოჩა შაქროს ძე დაიბადა 1963 წლის 1 იანვარს ბაღდათის რაიონის დაბა ვანში.
1993 წლის 24 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წარმოებულ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის განკარგულებით გაგზავნილ იქნა თანამშრომელთა ჯგუფი, მათ შორის გ. მამასახლისი.1993 წლის 1 მარტს, სოფელ ლაბრაში საომარი მოქმედებების დროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების პოზიციებზე მასიური შემოტევებისას, პოლიციის თანამშრომლები დაიქსაქსნენ, რის შემდეგაც გ. მამასახლისი და მისი თანამებრძოლი ვ. დეისაძე უკან აღარ დაბრუნებულან. ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ჩაითვალნენ. დღეისათვის
სასამართლოს წესითაა დადგენილი მათი გარდაცვალება.პოლიციის უფროსი სერჟანტი გოჩა მამასახლისი ყოველთვის მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობითა და
პროფესიულად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რის გამოც დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლოდა თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას
შორის.ოჯახი და მეგობრები დღესაც იმედით გაჰყურებენ შორეთს, რადგან იმედი უკანასკნელი კვდება. ან ვის შეუძლია წაართვას ახლობლებს იმედისა და მოლოდინის უფლება?
ვაჟა დეისაძე 1964-93წ. დაკარგ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ქვემო გომი კასპი ქართლი