სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვახტანგ მიხელიძე 1956 -92 წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ.  დუნთა საჩხერე ვახტანგ მიხელიძე 1956 -92 წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ.  დუნთა საჩხერე ვახტანგ მიხელიძე 1956 -92 წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ.  დუნთა საჩხერე
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მიხელიძე სია

საჩხერე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

46       ბეჭდვა

ვახტანგ მიხელიძე 1956 -92 წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. დუნთა საჩხერე

ვახტანგ მიხელიძე 1956 -92 საჩხერე, პაოლო იაშვილის ქ. M6, მყუდრო, ლამაზი ქუჩა, უჩვეულო სიწყნარე, ვარდობისთვის ნიავი საამოდ აშრიალებს. ფოთლებს, იქნებ წარსულს იგონებენ, ამ ქუჩაზე გაზრდილი ვაქკაცის ისტორიას ყვებიან, რომელიც 1956 წლის მკათათვეში დაიბადა და მთელი სიცოცხლე აქ გაატარა, აქ აიდგა ენა, აქ დაიძახა პირველად “დედა აქ ისწავლა კაცთმოყვარეობა. შექმნა მშეენიერი ქართული ოჯასი და მამულს სამი ბოკვერი დაუტოვა. ბიჭები უკვე ვაჟკაცობენ,; განსაკუთრებით უფროსი,  რომელსაც მამის თვალები გამოჰყოლია.

ეზოში, ძელსკამზე, ვასტანგის ჭარმაგი მამა ზის და მე და ჩემს მეგობარ ბადრი. ცუხიშვილს გვესაუბრება: ბავშვობიდანვე მოუსვენარი იყო, შრომა უყვარდა, გატაცებული იყო სპორტით, თამაშობდა ფეხბურთს. 1973 წელს დაამთავრა საჩხერის მესამე საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა.

დაიწყო საჩხერის სამკერვალო ფაბრიკაში. 1975 წელს გაიწვიეს საბჭოთა. არმიაში. მშობლიურ სოფელში დაბრუნების შემდეგ დაამთავრა საავტომობილო სკოლა და მიიღო მძღოლის პროფესია. სხვადასხვა დროს მუშაობდა საჩხერის განათლების განყოფილებაში მძღოლად, სახანძრო ნაწილში, საჩხერის ცენტრალური საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების მანქანაზე, მაგრამ ეს შრომითი ბიოგრაფიის. მხოლოდ მშრალი ციფრები და სტატისტიკაა. ვახტანგს დამთავრებული ჰქონდა

ქორეოგრაფიული სტუდია, ცეკვავდა ბრწყინვალედ, მეგობრები იგონებენ: “ცეკვის დროს საოცარი გარდასახვის მოწმენი ვსდებოდით, გვიჭირდა დაჯერება, რომ ეს

ჩვენი ვასტანგი იყო. თვალებიდან ცეცხლს აკვესებდა და არწივივით ფრთაგაშლილი დაქროდა.

ვახტანგი აფსაზეთში კონფლიქტის დაწყებისთანავე მოხალისედ წავიდა ფრონტზე. იცოდა, სამშობლოს უჭირდა, ოჯასს გამოემშვიდობა, დაკოცნა თავის ბოკვერები და ომის ქარცეცხლიანი გზის ავტომობილით გაკაფვა სცადა. ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს სნაიპერის ტყვიამ იმსსვერპლა. 46 წლის ვაჟკაცი. მეგობრებმა ჩამოასეენეს მშობლიურ საჩსერეში და სოფელ დუნთაში საგვარეულო სასაფლაოზე მიუჩინეს სამყოფელი. ვასტანგის სამი ვაჟკაცი დედასთან და ბაბუასთან ერთად გმირი მამის საფლავის სშირი სტუმრები არიან.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0