სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10641

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ხვიჩა ჩაფიძე ვიტალის ძე 1966-93წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი დაბ. სოფ. რცხილათი, ჭიათურა ხვიჩა ჩაფიძე ვიტალის ძე 1966-93წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი დაბ. სოფ. რცხილათი, ჭიათურა ხვიჩა ჩაფიძე ვიტალის ძე 1966-93წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი დაბ. სოფ. რცხილათი, ჭიათურა

1966-1993 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჩაფიძე სია

ჭიათურა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

ხვიჩა ჩაფიძე ვიტალის ძე 1966-93წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი დაბ. სოფ. რცხილათი, ჭიათურა

ხვიჩა ჩაფიძე ვიტალის ძე 1966- 09 ივნისი 1993წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი დაბ. ჭიათურა რიგითი


ხვიჩა ჩაფიძე დაიბადა 1966 წლის 2 სექტემბერს სოფ. რცხილათში, 1972 წელს სწავლა დაიწყო რცხილათის 8-წლიან სკოლაში. 1980 წელს დაამთავრა 8 კლასი და სწავლა გააგრძელა ქ. ტყიბულის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში. აღნიშნული სასწავლებელი დაამთავრა 1983 წელს და მუშაობა დაიწყო ტყიბულის ლენინის სახ. შახტში ელმავლის მემანქანედ. 1984 წელს გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. 1986 წელს დაბრუნდა დემობილიზაციით და მუშაობა კვლავ შახტში გააგრძელა. იმავე წელს დაოჯახდა და სამუშაოდ გადმოვიდა ქ. ჭიათურა-ზესტაფონის სარემონტო საწყობში.


1990 წლიდან მუშაობას იწყებს ქ. ჭიათურის შინაგან საქმეთა განყოფილების არასაუწყებო დაცვაში – დაცვის მუშაკად.

1993 წლიდან მოხალისედ წავიდა ეროვნულ გვარდიაში. მსახურობდა ორხევის ბატალიონში. დაიღუპა 1993 წლის 9 ივლისს სოფელ ტამიშთან.

დაკრძალულია მშობლიურ სოფელში. დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“

ჩაფიძე ხვიჩა ვიტალის ძე

  დაიბადა ჭიათურის რაიონის სოფ. რცხილათში 1966 წლის 2 სექტემბერს. მისი ოჯახი კეთილი, მრავალსულიანი და მშრომელი იყო, ჰყავდა მშობლები, ხუთი  ძმა და ორი და. ხვიჩამ ბავშვობა სოფელში გაატარა. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სოცელქითა და სამართლიანობით.

1972 წელს მან სწავლა დაიწყო.სკოლაში სწავლისას გამოირჩეოდა სანიმუშო ყოფა-ქცევით, მასწავლებისა და ამხანაგების მიმართ პატივისცემით. მას ბევრი მეგობარი ჰყავდა.

1980 წელს დაამთავრა 8 კლასი და სწავლა გააგრძელა ტყიბულის # 19 პროფ. სასწავლებელში.

1983 წელს დაამთავრა  ტყიბულის # 19 პროფ. სასწავლებელში და მუშაობა დაიწყო ტყიბულის ლენინის სახელობის მაღაროში ელმავლის მემანქანედ.

1984-86 წლებში მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური. ჯარში მან მოიპოვა უფროსებისა და მეგობრების პატივისცემა და სიყვარული. ჯარის შემდეგ ხვიჩამ გააგრძელა მუშაობა ტყიბულის მაღაროში 1987 წლამდე.

1987 წელს დაქორწინდა ქალბატონ თამარ ბედინაშვილზე და ჰყავს 2 ქალიშვილი, მეგი და მაგდა.

1990 წელს მუშაობა დაიწყო  ჭიათურის შინაგან საქმეთა განყოფილების არასაუწყებო დაცვაში მანამ, სანამ არ წავიდა აფხაზეთში, სამშობლოს დასაცავად.

1993 წლის მარტიდან  გადავიდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პირველი საარმიო კორპუსის ორხევის  ასეულში რიგით გვარდიელად.

ხვიჩა ბოლოს,1993 წლის 2 ივლისს იმყოფებოდა თავის ოჯახში, მან 2 ივლისის მოვლენებს გულჩათხრობილი უყურებდა ტელევიზორს. მეორე დღესვე, დილით დაემშვიდობა ოჯახს და წავიდა საბრძოლველად...

ხვიჩა ჩაფიძე დაიღუპა  გმირულად 1993 წლის 9 ივლისს ტამიშთან.

ხვიჩა ჩაფიძე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 18 დეკემბრის ბრძანებულებით დაჯილდოვდა   მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ სიკვდილის შემდეგ.

წყარო მარინა ნაჭყებია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.07.2021
ბოლო რედაქტირება 04.07.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0