სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ალექსანდრე ბილიხოძე 1963-1993წწ   21/09/93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი ავაზა დაბ. თბილისი. ალექსანდრე ბილიხოძე 1963-1993წწ   21/09/93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი ავაზა დაბ. თბილისი. ალექსანდრე ბილიხოძე 1963-1993წწ   21/09/93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი ავაზა დაბ. თბილისი. ალექსანდრე ბილიხოძე 1963-1993წწ   21/09/93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი ავაზა დაბ. თბილისი. ალექსანდრე ბილიხოძე 1963-1993წწ   21/09/93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი ავაზა დაბ. თბილისი.

1963-1993 წწ. გარდ. 30 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბილიხოძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

ალექსანდრე ბილიხოძე 1963-1993წწ 21/09/93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი ავაზა დაბ. თბილისი.

ალექსანდრე (სანდრო) ბილიხოძე დაიბადა 1963 წლის 16 მაისს ქ. თბილისში.


მამა მშენებელი ინჟინერი იყო,დედა ინგლისური ენის სპეციალისტი.კეთილშობილ ოჯახში იზრდებოდა. სანდროს ფიზიკურ სილამაზესთან ერთად ფაქიზი სული და გამჭრიახი გონება ჰქონდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მთელი ოჯახის სიმძიმე მას დააწვა, მაგრამ სულიერად არ დაცემულა.დაოჯახდა. ორი შვილის დაბადებას მოესწრო, მესამე ქალიშვილი კი მისი დაღუპვის შემდეგ მოევლინა ქვეყნიერებას.


სანდრომ I ექსპერიმენტული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში

განაგრძო სამთო ფაკულტეტზე. მუშაობდა საქენერგოს სამმართველოში. სამსახურიდან მივლინებული იყო მიუსერაში მშენებლობაზე. აფხაზეთის საოცარი სიყვარული სწორედ აქედან ჩაესახა გულში.


კეთილი, სათნო, მეგობრებისა და ახლობლების მოსიყვარულე, ერთგული,ბრძოლაში კი ნამდვილი ვაჟკაცი, თავდაუზოგავი – ასე ახასიათებენ სანდროს თანამებრძოლები.

სანდრო მოხალისედ ჩაეწერა ბატალიონ „ავაზაში“, როცა სამშობლოს გაუჭირდა. ალბათ მოსალოდნელ უბედურებას უგრძნობდა გული მის ერთადერთ დას, ხანმოკლე შვებულებით ჩამოსულს მოკრძალებით შეაპარა: „სანდრო, ჩვენ შენს მეტი პატრონი არავინა გვყავს, წვრილი ოჯახის პატრონი ხარ, იქნებ ამჯერად მაინც შეიკავო თავი და აღარ წახვიდეო“, „რას ამბობთ, როგორ მაკადრეთ, იმ ბიჭებს რა პასუხი გავცე, ფრონტის ხაზზე რომ არიან და მელოდებიან, რა ვუთხრა ჩემს შვილებს, რომ გაიზრდებიან? ჯან-ღონით სავსე ვარ და სახლში ვიჯდე?“ – უპასუხა ძმამ.

1993 წლის 21 სექტემბერს, სოხუმის დაცვის დროს, გმირულად დაიღუპა მამაცი ვაჟკაცი.

ალექსანდრე ბილიხოძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“



ნარგიზა ლომთაძე




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.07.2021
ბოლო რედაქტირება 12.11.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0