ხვიჩა ბიძინაშვილი„დედა, მე თუ არ წავედი, ის თუ არ წავიდა, თუ არავინ წავედით, მაშ, ვინღა დაიცავს ჩვენს მიწა-წყალს?“ – ამ სიტყვებით გამოემშვიდობა თვალცრემლიან მშობელს ხვიჩა ბიძინაშვილი და... ომში წავიდა.
ბიოგრაფიიდან: დაიბადა 1972 წლის 18 ოქტომბერს სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში მერაბ და ციცინო ბიძინაშვილების ოჯახში. 1991 წელს ეროვნული გვარდიის რიგებში შევიდა, მსახურობდა ტყიბულის მე-17 ბატალიონში, შემდეგ – შინაგან ჯარებში. შშშ შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკის პირველი ასეულის მებრძოლი რიგითი.
ცხინვალიდან დაწყებული იბრძოდა ყველგან, სადაც კი სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრა. გმირულად დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს სოფელ კინდღთან აფხაზური მხარის მიერ გადმოსროლილ დესანტთან უთანასწორო ბრძოლების დროს. მხოლოდ 48 დღის შემდეგ მოხერხდა ქართველი მეომრების ცხედრების გამოტანა,მათ შორის ხვიჩა ბიძინაშვილისაც.
ბიძნაშვილი ხვიჩა მერაბის ძე (18 ოქტომბერი 1972-2 ივლისი 1993) შშშ შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკის პირველი ასეულის მებრძოლი რიგითი. გარდაიცვალა სოფ. კინდღი(ოჩამჩირე). გადმოსვენებულია და დაკრძალულია სოფელ ტიბაანში