პაატა გამჯაშვილი დაიბადა 1968 წლის 15 სექტემბერს თბილისში. დაამთავრა მე-3 საშუალო სკოლა. წარჩინების დიპლომი მიიღო პატენტმცოდნეობისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ.
პაატა 24 წლის ასაკში ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. მსახურობდა საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურში ზემდეგად. იბრძოდა აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობისათვის. გაგრის დაცემისას კონტუზია მიიღო, ხანმოკლე შესვენების შემდეგ კვლავ ფრონტის ხაზზეა – ოჩამჩირე, ლაბრა.
1993 წლის 22 სექტემბერს ისევ მიფრინავდა სოხუმში და იმ თვითმფრინავში იმყოფებოდა, რომელიც ულმობელმა სეპარატისტებმა ააფეთქეს.
პაატას დარჩა მოხუცი მშობლები, შვილი, პატარა პაატა გამჯაშვილი კი მისი დაღუპვის შემდეგ დაიბადა.
პაატა გამჯაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
მხერდრიონელთა სრული სია რომელიც გარდაიცვალა თვითფრინავის აფეთქების დროს