ავთანდილ გულიშვილი დაიბადა 1974 წლის 25 მაისს გარდაბანის რაიონის სოფელ სამგორში.
რვაკლასდამთავრებულმა სწავლა განაგრძო მარტყოფის პროფსასწავლებელში.
19 წლის გულანთებული ჭაბუკი ირიცხებოდა მოხალისედ თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის (გვარდია) ცალკეული სადესანტო მოიერიშეთა ბატალიონ „ქართულ შევარდენთა ლეგიონში“. ვაჟკაცურად იბძოლა ლაბრა-კინდღის მიდამოებში. ხანმოკლე შესვენების შემდეგ ისევ მიფრინავდა სოხუმში და 1993 წლის 22 სექტემბერს თვითმფრინავის აფეთქების შედეგად უდროოდ დაიფერფლა მისი ლამაზი სიცოცხლე.