სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზურაბ ედიშერაშვილი 1955-92წწ. გარდ. სოფ.ეშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ახალქალაქი კასპი ქართლი ზურაბ ედიშერაშვილი 1955-92წწ. გარდ. სოფ.ეშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ახალქალაქი კასპი ქართლი ზურაბ ედიშერაშვილი 1955-92წწ. გარდ. სოფ.ეშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ახალქალაქი კასპი ქართლი

1955-1992 წწ. გარდ. 37 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ედიშერაშვილი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

ზურაბ ედიშერაშვილი 1955-92წწ. გარდ. სოფ.ეშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ახალქალაქი კასპი ქართლი

ზურაბ ედიშერაშვილი დაიბადა 1955 წლის 2 ნოემბერს კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში.


დაამთავრა სოფლის საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი.

მუშაობდა კასპის რაიონის წყალთა მეურნეობის სისტემაში, სატუმბო სადგურის უფროსად. შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს „საქშავზღვათევზდაცვის“ სამმართველოს სახელმწიფო ინსპექტორად.

გმირულად დაიღუპა 1992 წლის 1 სექტემბერს სოფ. ეშერაში.

დაკრძალულია მშობლიური სოფლის სასაფლაოზე.

ზურაბ (გოგი) ედიშერაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით. ,


 

(1955 წლის 2 ოქტომბერი, კასპის რაიონის სოფელი ახალქალაქი - 1992 წლის 1-ლი სექტემბერი, სოფელი ეშერა აფხაზეთში) - ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენოსანი.
1997 წლის 10 აპრილს ქ. კასპის ცენტრში, გიორგი სააკაძის ძეგლის მიმდებარე მოედანზე, გაიმართა წვევამდელთა სარაიონო შეკრება. საქართველოს იმჟამინდელმა სამხედრო კომისარმა გენერალ-ლეიტენანტმა ნოდარ თათარაშვილმა ახალქალაქელ გიორგი ედიშერაშვილს, გადასცა ...მამისეული ჯილდო.

ვინ იყო ახალბედა ჯარისკაცის გმირი მამა? გთავაზობთ ერთ ისტორიას, ჩემივე საგაზეთო წერილის მიხედვით, რომელიც კასპის "განთიადის" ფურცხლებზე გამოქვეყნდა 1992 წლის 5 სექტემბრის ნომერში:
ა მ ბ ა ვ ი ერთი დილისა
მებრძოლები უკანასკნელ ტყვიას არ ისვრიან, თავისთვის ინახავენ, საგანგებო შემთხვევისათვის, მტრის ხელში თუ ჩაცვივდებიან, თავი რომ არ იცოცხლონ... ეს ომის დაუწერელი კანონია.
პირველი სექტემბრის დილა თენდებოდა ბზიფის ხეობაში. მთათა კენწეროების ტყვეობას თავი გამოარიდეს და ბარად ჩამოანათეს მზის მოციალე სხივებმა...
აი, ბუნება კი არასოდეს ემორჩილება ბრძოლის კანონებს.

სწორედ იმ სისხამ დილით, გამთენიისას, გაჩაღდა ფიცხელი შეტაკება, გავარდა ტყვია და ეხოდ გახმიანდა ხეობის სიღრმეში. ერთურთს შეებნენ მოწინააღმდეგენი.
--გოგი, არიქა, ბიჭო, ტყვიები გამომელია, იქნებ მიშველო რამე! - ხუთიოდე მეტრით მოშორებული ერთი მებრძოლი საშველად შეეხმიანა მეორეს. გოგი ედიშერაშვილს არ უყოყმანია, წამოიწია და ის იყო, მისკენ წაიწია ტყვია-წამლის მისაწოდებლად, კიდურებში მოიცელა. ჩანს, სნაიპერის ნასროლი არ გაცუდებულა...
ჰოდა, გაუსროლელი, გამოუყენებელი დარჩა ერთი, მთლად უკანასკნელი ტყვია...
"უფლება აქვს, შეინახოს და ატაროს ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი..." მან, ვისაც ამგვარი რამ ეწერა პირადობის დამადასტურებელ ერთ-ერთ საბუთში, ზედმიწევნით იცოდა იარაღის ფასი, იგი ხომ ბუნების დამცველთა რიგებში იდგა, როგორც სახელმწიფო ინსპექტორი, იარაღი არასოდეს უხმარია ტყუილუბრალოდა და გაუმართლებლად...
ახლა უბრალო ბრაკონიერთან კი არ ჰქონდა საქმე, აშკარა მტერთან მოუხდა შეტაკება...
ნადირობის ტრფიალი პირისპირ შებმია ტყეში დათვს და უჯობნია, ახლა უძლური აღმოჩნდა მოწინააღმდეგესთან და სისხლისაგან დაიცალა. ნეტავი, რას ფიქრობდა სხეულის აგონიის ბოლო წუთებში, ვინ ენატრებოდა, რა აგონდებოდა?
ახალქალაქში, ერთ პატარა ქუჩაზე, ერთი პატარა სახლის პატარა ეზოში, დიდი გლოვის ზარი დატრიალდა...
პატრონის ხელშეუხებლად დარჩა რამდენიმე წლის წინ ნაყიდი შიფერი, ბლოკით სანახევროდ ამოყვანილი კედლები - მამისეული ხის სახლის გაახლება სურდა...
წამოსწრებული ვაჟიშვილების მამამ ეს საშური საქმეც კი კვლავ სახვალიოდ გადადო, ჯერ საქართველოს გადარჩენის მძიმე დღეებიაო და თანასოფლელ მოხალისეთა 20-კაციან რაზმში, აბა, როგორ გამოაკლდებოდა...
გვჯერა, მათგან შინ მშვიდობით დაბრუნებულნი, ძმადშეფიცულნი და ვერცხლნაჭამნი, აუცილებლად დაასრულებენ გამოკლებული ძმის მიერ წამოწყებული ახალი სახლის მშენებლობას...

ინფორმაცია აღებულია ამირან ტალახაძე 12 თებერვალი 1953 წელი ცხოვრობს კასპი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.07.2021
ბოლო რედაქტირება 06.09.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 11.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0