სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
ვლადიმერ ლურსმანაშვილი 1909-87წწ ომის გმირი (1941-1945)  დაბ. სოფ. ჩხერი, ხარაგაული, იმერეთი.

1909-1987 წწ. გარდ. 78 წლის

მაქს.წარმატება 33 წლის

ბმულის კოპირება

ომის გმირი 1941-45 წწ

გვარი ლურსმანაშვილი სია

ხარაგაული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

365       ბეჭდვა

ვლადიმერ ლურსმანაშვილი 1909-87წწ ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფ. ჩხერი, ხარაგაული, იმერეთი.

ლურსმანაშვილი ვლადიმერ სამსონის ძე  დაბადების დგილი: სოფელი ჩხერი, ხარაგოულის რაიონი.


1941 წელს მობილიზაციით გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. იყო 392-ე ქართული მსროლელი დივიზიის 802-ე მსროლელი პოლკის 1-ბატალიონის მეთაურის მოადგილე პოლიტნაწილში.  1942 წლის 30 ოქტომბრს ერთ-ერთი დასახლებული პუნქტისათვის ბრძოლაში წინ წაუძღვა იერიშზე გადასულ ასეულს და ხელჩართულ ბრძოლაში მოსპო მტრის 24 ჯარისკაცი და ოფიცერი(სულ გაანადგურა 50-ზე მეტი ფაშისტი ჯარისკაცი), რისთვისაც მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. 1964 წლიდან პოლკოვნიკი.



ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1940-)

 გმირი ვლადიმერ სამსონის ძე ლურსმანაშვილი


დაიბადა ხარაგაულის სოფელ ჩხერში 1909 წელს. საშუალო სკოლა დაამთავრა ხარაგაულში, დამთავრების შემდეგ ამავე სკოლაში მოღვაწეობდა მასწავლებლად და პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1935 წელს. შემდეგ ომის დაწყებამდე მოღვაწეობდა ჭიათურაში.


1941 წელს მობილიზაციით გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. იყო 392-ე ქართული მსროლელი დივიზიის 802-ე მსროლელი პოლკის 1-ლი ბატალიონის მეთაურის მოადგილე პოლიტნაწილში.


1942 წლის 30 ოქტომბრს ერთ-ერთი დასახლებული პუნქტისათვის ბრძოლაში წინ წაუძღვა იერიშზე გადასულ ასეულს და ხელჩართულ ბრძოლაში მოსპო მტრის 24 ჯარისკაცი და ოფიცერი, სულ მის ანგარიშზე 50-მდე მოკლული ჰიტლერის ჯარისკაცი ითვლება, ბრძოლებში დაჭრილია ორჯერ.


კაპიტან ვლადიმერ სამსონის ძე ლურსმანაშვილს, გერმანელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტზე სარდლობის საბრძოლო დავალებათა სანიმუშოდ შესრულებისათვის და ამასთან მამაცობისა და გმირობის გამოჩენისათვის, სსრ კავშირის უმარლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1942 წლის 13 დეკემბერს ბრძანებულებით მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება და გადაეცა ლენინის ორდენი და მედალი "ოქოს ვარსკვლავი" 1964 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.


გარდაიცვალა 1987 წელს 78 წლის ასაკში.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1942 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (2 ორდენი)
  • ლენინის ორდენი


წყარო-nplg.gov.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 13.12.2022
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 06.06.2023
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0