ირემაშვილი გელა იასონის ძე – დაიბადა 1970 წლის 23 სექტემბერს, კასპის რაიონის სოფელ იდლეთში.
იბრძოდა ნუგზარ მამულაშვილის 43-კაციან ქვეგანაყოფში, რომელიც 1993 წლის ივნისში, „სოხუმჰესის“ დაცვის დროს, მძიმე ტექნიკით აღჭურვილი 350 აფხაზი სეპარატისტის ალყაში მოექცა, 8 საათიანი ბრძოლის დროს დაიღუპა 15 ივნისს (6 ივლისს) 10 თანამებრძოლთან ერთად. (უფროსი ლეიტენანტი, რკინიგზის მე-8 სპეცდანიშნულების ოცეულის მეთაური გმირულად დაიღუპა სოხუმჰესის დაცვისას.)
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით, დაჯილდოვდა (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.
დაკრძალულია კასპის რაიონის სოფელ იდლეთში.
მოგვაწოდა ვანო ჯახუამ ვებ გვერდი kaspi.ge დამფუძნებელი
გელა ირემაშვილი დაიბადა 1970 წელს კასპის რაიონის სოფელ იდლეთში.
უფროსი ლეიტენანტი, რკინიგზის მე-8 სპეცდანიშნულების ოცეულის მეთაური გმირულად დაიღუპა სოხუმჰესის დაცვისას.
სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით. :
ვერ შევუმსუბუქებთ მის ოჯახს გელას დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს.
გადმოსვენებულია კასპის რაიონის სოფელ იდლეთში.