სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნუგზარ კაზალიკაშვილი 1959-23/07/93წწ. გარდ. აფხაზეთი სკორპიონი დაბ. ყაზბეგი მცხეთა მთიანეთი ნუგზარ კაზალიკაშვილი 1959-23/07/93წწ. გარდ. აფხაზეთი სკორპიონი დაბ. ყაზბეგი მცხეთა მთიანეთი ნუგზარ კაზალიკაშვილი 1959-23/07/93წწ. გარდ. აფხაზეთი სკორპიონი დაბ. ყაზბეგი მცხეთა მთიანეთი

1959-1993 წწ. გარდ. 34 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კაზალიკაშვილი სია

სტეფანწმიდა(ყაზბეგი) გამოჩენილი ადამიანები სრული სია

52       ბეჭდვა

ნუგზარ კაზალიკაშვილი 1959-23/07/93წწ. გარდ. აფხაზეთი სკორპიონი დაბ. ყაზბეგი მცხეთა მთიანეთი

ნუგზარ კაზალიკაშვილი სეითის ძე დაიბადა 1959 წლის 20 ივლისს დაბა ყაზბეგში.


7 წლამდე იზრდებოდა ყაზბეგში, შემდეგ კი მამიდამ თბილისში

ჩამოიყვანა და მის აღზრდას შეუდგა.ნუგზარმა დაამთავრა თბილისის 56-ე საშუალო სკოლა და სამრეწველო ეკონომიკური ტექნიკუმი, 1978 წელს დაოჯხდა. მუშაობდა ქარხანა „ელვაში“ ტექნიკოსად. შემდეგ ოქრომჭედლობას მიყო ხელი. თავის საქმიანობას საოქრომჭედლო სალონში ეწეოდა.აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების პირველი თვეებიდანვე ჩაება ბრძოლაში. მონაწილეობდა ურთულეს ოპერაციებში ლაბრასთან. ტამიშთან შეტაკებისას დაიჭრა, მაგრამ გამოჯანმრთელდა თუ არა, ისევ ბრძოლაში ჩაება.


ნუგზარი ჩარიცხული იყო 23-ე მოტომსროლელი ბრიგადის სამთო-მსროლელთა ასეულში. ხანმოკლე პერიოდის მიუხედავად, მან თავი გამოიჩინა, როგორც სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულმა, თავმდაბალმა, დიდი შემართების ვაჟკაცმა.


1993 წლის 23 ივლისს, სოფელ შრომის მისადგომებთან ზეგანის მთაზე,მოწინააღმდეგის ჭარბ ძალებთან შეტაკებისას გამოიჩინა თავი, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში გმირული სიკვდილით დაეცა ბრძოლის ველზე.

ნუგზარ კაზალიკაშვილის სახით საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გამოაკლდა ერთგული ჯარისკაცი, სამშობლოს ჭეშმარიტი პატრიოტი, ოჯახს კი ღირსეული მამა და მეუღლე.

15 წლის მამულაშვილი 17 წლის ჯინჯოლიაში გაცვალეს...სოხუმჰესის დირექტორის ცოლშვილიც გაათავისუფლეს აფხაზებმა..თორმეტ აგვისტოს ქართველთა დელეგაცია ზეგანის მთაზე ავიდა...იქ სადაც ქართველები ომობდნენ ეხლა აფხაზთა სანგრები იყო...დაახლოებით სამოც კაცამდის იყვნენ...კარგად შეიარაღებულები ხეების ჩრდილში ისხდნენ და მასხრობდნენ ერთმანეთში...დიდი ქვაბით ხორცი იხარშებოდა...

კაზალიკაშვილის ცხედარი სპეციალურ ჩასასვენებელში ჩაასვენეს....

მოშორებით კიდევ ორნია თქვენები...

მიწის ორი ბორცვი...სახელდახელოდ გაკეთებულ ხის ჯვრებთან ორი ლოდი დევს....ქუთაისის სამხედრო პოლიცია...ლეჟავა.რაზმაძე.

საფლავები დანაღმულია...

ნაღმი...ф-1 ტიპის ხელყუმბარა აფხაზებმა განაღმეს...

ზეგანის მარჯვენა მხარეს კიდევ ორი უცნობი გვამი იყო...

მიუხედავად აფხაზთა კატიჟისა დარჩით ხორცი მალე მოიხარშებაო ქართველებმა წასვლა არჩიეს...

ქალაქის საავადმყოფოში ცხედრები ცინკებში გადაასვენეს...

მერაბს ნაღვლიანად გაეღიმა...რა იყო? კითხა გურამ ადამიამ...

პატარა რომ ვიყავი და გავიგებდი ჯარიდან ცინკი გამოგზავნესო...შიშისაგან ვკანკალებდი....რას წარმოვიდგენდი რომ ასეთი რამ გადამხდებოდა....

ნაწყვეტი რომანიდან მშრალი სიტყვები.

ითანამშრომლა ავთანდილ კაზალიკაშვილი ძმა

 

ითანამშრომლა იაოგო კაზალიკაშვილი ალექსის ძე დაბადებულია 05 აპრილი 1962 წელს ყაზბეგში (ახლ. სტეფანწმიდა)  სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის დირექტორი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.07.2021
ბოლო რედაქტირება 05.08.2022
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0