ელდარ კახურაშვილი დაიბადა 1973 წლის 29 ივნისს ქ. თბილისში. 144-ე საშუალო სკოლის 8 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის 54-ე პროფსასწავლებელში. მუშაობდა თავისი სპეციალობით.
1993 წლის 15 იანვარს მოხალისედ ჩაეწერა ეროვნულ გვარდიაში.
1993 წლის 25 თებერვალს ზემდეგი ელდარ კახურაშვილი ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს, ოჩამჩირის რაიონის სოფ. ლაბრასთან გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
დაკრძალულია გარდაბნის რაიონის სოფ. კუმისში.