სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
რომან (ტახუნია) ლეთოდიანი გარდ. 1950-1993წწ გარდ. 43 წლის, აჩადარა აფხაზეთი დაბ. გულრიფში აფხაზეთი რომან (ტახუნია) ლეთოდიანი გარდ. 1950-1993წწ გარდ. 43 წლის, აჩადარა აფხაზეთი დაბ. გულრიფში აფხაზეთი რომან (ტახუნია) ლეთოდიანი გარდ. 1950-1993წწ გარდ. 43 წლის, აჩადარა აფხაზეთი დაბ. გულრიფში აფხაზეთი

1950-1993 წწ. გარდ. 43 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ლეთოდიანი სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

394       ბეჭდვა

რომან (ტახუნია) ლეთოდიანი გარდ. 1950-1993წწ გარდ. 43 წლის, აჩადარა აფხაზეთი დაბ. გულრიფში აფხაზეთი

რომან (ტახუნია) ლეთოდიანი დაიბადა 07 სექტემბერი 1950 წელს სოხუმში გარდაიცვალა 19 სექტემბერი 1993 წელს სოფ. აჩადარა, სოხუმში 


რომან პიმენის ძე ლეთოდიანი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, 1992 წლის 15 აგვისტოს, იარაღით ხელში სათავეში ჩაუდგა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სანისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის | მოტომსროლელი ბატალიონის პირველ ასეულს. სიმამაცით, მებრძოლი სულით გამორჩეული ვაჟკაცი მონაწილეობდა ყველა საომარ ოპერაციაში რომელიც მიმდინარეობდა ტყვარჩელში, აჩადარაში, ტამიშში, გუმისთაზე, მანიაში, შრომასა და ზეგანზე. 1993 წლის ივნისში აჩადარის საბრძოლო პოზიციას, სადაც განლაგებული იყო რომანის ასეული, მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურები ეწვივნ პოზიციების შემოვლის დროს დაბომბვა დაიწყო. სტუმრებმა თავი სანგრებს შეაფარეს. რომანი, როგორც მეთაური და ყველა მემარზე მზრუნველი და პასუხისმგებელი, ბიჭების მდგომარბის გასაგებად მებრძოლებისკენ გაეშურა, რა დროსაც ფეხში დაიჭრა, მის წასაყვანად მოსული მანქანა ისე ავსო სტუმრებით, რომ დაჭრილისათვის ადგილი აღარ დარჩა. რომანმა ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღო, მძღოლს სტუმრების წაყვანა სთხოვა, თვითონ კი, თანამებრძოლების დახმარებით, ფეხით წამოვიდა. 


1993 წლის 16 სექტემბერს რომანი ვაჟიშვილის ლაშას გასამხნევებლად იმყოფებოდა თბილისში, რომელიც სამხედრო აკადემიაში მისაღებ გამოცდებს აბარებდა. როცა მოწინააღმდეგემ სამშვიდობო ხელშეკრულება დაარღვია და შეტევაზე გადმოვიდა, დატოვა დედაქალაქი და სოხუმში ჩავიდა.

1993 წლის 19 სექტემბერს, რომანი აჩადარაში, ბრძოლის ველზე უშიშრად მიუძღოდა თანამებრძოლებს. თავდაუზოგავად, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლა „ტახუნიამ“ და გმირულად დაიღუპა.


საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.07.2021
ბოლო რედაქტირება 24.08.2023
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 11.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0