რევაზი 1949 წლის 5 აპრილს დაიბადა.
ომისტერი – 1955 წლის 15 აპრილს.
ოთარი – 1957 წლის 5 იანვარს.
ძმები გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ცხოვრობდნენ. მშობლები – ქალბატონი ნურა და ბატონი ჭიჭიკო ბედნიერ მომავალზე ოცნებობდნენ, მაგრამ...აფხაზმა სეპარატისტებმა უმოწყალოდ, წამებით დაუხოცეს ვაჟკაცები. 1993 წლის 7 ნოემბერს, როცა სოხუმი უკვე დაცემული იყო, ექსტაზში შესული სისხლისმსმელები მაინც ვერ ისვენებდნენ და სოფელ ნაბაკევში გამდინარე ენგურის შენაკადის სანაპირო ტერიტორიაზე ალყაში მოაქციეს ძმები და საშინელი სისასტიკით ამოხადეს სული. 13 დღის შემდეგ დედამ საკუთარ ეზოში აუზის პირას იპოვა ომისტერის გვამი, ხოლო 29 დღის შემდეგ რევაზისა და ოთარის ნაწამები გვამები ენგურის სანაპირო ტერიტორიაზე ჭაობში ნახეს ჩაფლული.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები.