კობა ლაღიძე დაიბადა 1962 წლის 01 აპრილი ქ. თბილისში.
127-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაება შრომით საქმიანობაში. პირნათლად მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური.მუშაობა დაიწყო გარემოს დაცვის რესპუბლიკურ სამმართველოში ექსპედიტორად.
1983 წლიდან სწავლობდა 120-ე სატრანსპორტო ტექნიკურ სასწავლებელში მძღოლ-ავტოშემკეთებლის სპეციალობაზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მუშაობდა ავტოსატრანსპორტო წარმოებაში, სხვადასხვა თანამდებობებზე.
1993 წლის 12 ივლისს კრწანისის სამხედრო კომისარიატმა გაიწვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ვაჟკაცურად იბრძოდა აფხაზეთში. მხედრული ვალის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის უფროსებისგან ხანმოკლე შესვენება
დაიმსახურა. 1993 წლის 23 სექტემბერს უკან უნდა დაბრუნებულიყო და იმ ავადსახსენებელ დღეს, სოხუმში თვითმფრინავის დაშვებისას აფეთქების გამო,მოყვა ავიაკატასტროფაში. მამამისს, როცა ეს საშინელება გაიგო, გული გაუსკდა.
კობას დარჩა მეუღლე და სამი შვილი, რომლებიც იამაყებენ მამის გმირობით.