სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10637

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნუკრი მამულაშვილი 1944-1993წ. გარდ. 48 წლის, აფხაზეთი  დაბ. სოფ. სკრა, გორი. ნუკრი მამულაშვილი 1944-1993წ. გარდ. 48 წლის, აფხაზეთი  დაბ. სოფ. სკრა, გორი. ნუკრი მამულაშვილი 1944-1993წ. გარდ. 48 წლის, აფხაზეთი  დაბ. სოფ. სკრა, გორი.

1944-1993 წწ. გარდ. 49 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მამულაშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

ნუკრი მამულაშვილი 1944-1993წ. გარდ. 48 წლის, აფხაზეთი დაბ. სოფ. სკრა, გორი.

ნუკრი მამულაშვილი დაიბადა 05 აგვისტო 1944 წელს სოფელი სკრა, გორი



48 წლის ვაჟკაცი კამერით ხელში აფხაზეთში წავიდა, რათა ორსერიიანი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი „მამულის ვალი“ გადაეღო. სოხუმში ნუკრის ფეხში ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა, ფიზიკურად ძლიერმა, ჯანმრთელმა კაცმა ჭრილობა არაფრად ჩააგდო, არ იმკურნალა და 1993 წლის 4 იანვარს გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ ავტოკატასტროფაში დაიღუპა მისი მეუღლე, გეოფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იაინა სულაქველიძე. მათი ერთადერთი,11 წლის ვასიკო ბებიების ამარა დარჩა.


დღე ისე არ გადის, რომ ნუკრი არ გამახსენდეს. ეს გახსენება სევდიანია და , თან მშვენიერი, რადგან მეხსიერება კვლავ მიცოცხლებს მეგობარს. მისი უდროო წასვლით მარტო ოჯახსა და ახლობლებს კი არა, მთელ საქართველოს გამოაკლდა ქომაგი, საიმედო დამცველი. უხმაუროდ და ერთგულად იდგა სამშობლოს სამსახურში, სხვის ფეხის ხმას არასოდეს აჰყოლია, არც გამორჩენის მიზნით გაუკეთებია რამე. ნათელი გონების ვაჟკაცი გახლდათ. მორწმუნე ქრისტიანი და მეომარი. იყო ფაქიზი მწერალი, პრინციპული ჟურნალისტი, სოფლის მეურნე, ბუნების მოამაგე, ადამიანთა სულის მცოდნე. იყო ნამდვილი ქალაქელი და ჭეშმარიტი გლეხი. მოგზაურობა უყვარდა, მაგრამ ტურისტული საგზურებით არ უვლია, ოტელებში არ უცხოვრია, სანატორიუმებში არ დაუსვენია.

ფეხით მოიარა საქართველოს მთა-ბარი, სულ მარტო დადიოდა ციმბირის ტაიგასა და სომხეთის მთებში, განსაკუთრებით ტყე უყვარდა, წიწვიანიცა და ფოთლოვანიც, საერთოდ, ხეები... პირდაპირ მიწაზე იცოდა ძილი; ცივ მდინარეებსა და ტბებში ბანაობდა; კაჟივით მაგარი იყო და ჯანმრთელი. სამშობლოზე დარდი თუ მოერეოდა, სხვა არაფერი...

ადამიანს ერთი დალაპარაკებით ამოიცნობდა ხოლმე და უმალ მიუჩენდა ღირსეულ ადგილს. ბაქიაობას და სიყალბეს ვერ იტანდა. შეყვარებაც იცოდა და შეძულებაც. ჩვენი ქაფს ამოყოლილი ვაი-პოლიტიკოსები იმთავითვე ჰყავდა გაშიფრული.


 

ითამანშრომლა გიორგი თამაზის ძე გელოვანი დაბ 09 იანვარი 1964 წელი დაბადებულია თბილისში და წარმომავლობა მესტია სვანეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.07.2021
ბოლო რედაქტირება 22.05.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 11.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0