სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზაზა მარიდაშვილი 1973-92წწ. გარდ. 19 წლის, სოფ. ეშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. გომი კასპი ქართლი ზაზა მარიდაშვილი 1973-92წწ. გარდ. 19 წლის, სოფ. ეშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. გომი კასპი ქართლი ზაზა მარიდაშვილი 1973-92წწ. გარდ. 19 წლის, სოფ. ეშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. გომი კასპი ქართლი

1973-1992 წწ. გარდ. 19 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მარიდაშვილი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

349       ბეჭდვა

ზაზა მარიდაშვილი 1973-92წწ. გარდ. 19 წლის, სოფ. ეშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. გომი კასპი ქართლი

ზაზა მარიდაშვილი დაიბადა 1973 წლის 23 ივლისს კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომში.


1991 წლის დეკემბერში გაიწვიეს საქართველოს შინაგან ჯარში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად.

ზაზა თანასოფლელებთან ერთად იბრძოდა სამაჩაბლოში, სადაც დაიჭრა 1992 წლის ზაფხულში.

1992 წლის ნოემბრიდან ჩაეწერა ეროვნულ გვარდიაში, წავიდა აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

1992 წლის 10 დეკემბერს სოფელ ეშერაში ერთ-ერთი შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა.



(23. 07. 1973. კასპი, სოფ. ქვემო გომი - 10. 12. 1992. აფხაზეთი, სოფ. ეშერა) -                

   მარად 19 წლის ჭაბუკად დარჩენილი კაი ყმა, რომელმაც თავისი ლამაზი სიცოცხლე მამულს ანაცვალა; მამაცი მებრძოლი-გვარდიელი, რომლის საფლავზე, მისივე მშობლიურ სოფელში, საქართველოს ეროვნული დროშა ფრიალებს!..                                                                               

   2020 წლის 23 ივლისს ზაზა მარიდაშვილის დაბადებიდან 47-ე წელი შესრულდებოდა. ამასთან დაკავშირებით უკვდავებას ნაზიარები ჭაბუკის სამარადისო განსასვენებელს პატივი მიაგეს კასპის მუნიციპალიტეტის სახელისუფლებო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებმა - მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლეონიძემ და ვეტერანმა მებრძოლებმა - ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპში გოჩა კობაურმა, კასპის გვარდიული ბატალიონის ყოფილმა ოფიცრებმა, გიორგი ბერიაშვილმა და კობა მაჭარაშვილმა. ცხადია, აქვე იყვნენ ზაზა მარიდაშვილის ოჯახის წევრები - დედ-მამა, უფროსი ძმა, ძმისშვილები, ახლობლები და ნათესავები. პატივგების ცერემონიაში მონაწილეობდა, ასევე, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფ. ქვემო გომში კახა კაციაშვილი. 

    ...ჩვენი მცირე  დ ო ს ი ე: ზაზა მარიდაშვილმა სოფლის სკოლის 8 კლასის შემდეგ დაამთავრა კასპის პროფტექნიკური სასწავლებელი და მუშაობა დაიწყო კასპის ერთ-ერთ სამშენებლო ორგანიზაციაში. 18 წლის შესრულებისთანავე სავალდებულო სამხედრო რიგებში გაიწვიეს. ტანად, წარმოსადეგ ჭაბუკს საოცრად მოუხდა კომუფლირებული სამხედრო "ბუშლატი", მაგრამ, ვაგლახ, თავისი ხელით ვეღარ გაიხადა. 1991 წლის დეკემბრიდან მსახურობდა შინაგან ჯარებში, სამაჩაბლოს სამშვიდობო ძალების რიგებში. 1992 წლის ზაფხულში დაიჭრა, მაგრამ, მომჯობინდა თუ არა, ისევ საბრძოლო მწყობრში დადგა თანამებრძოლების გვერდით. ნოემბრიდან ეროვნული გვარდიის თბილისის 28-ე ბატალიონის მებრძოლია. დეკემბრის დასაწყისში ბატალიონის პირადი შემადგენლობა აფხაზეთში გადავიდა საბრძოლო პოზიციებზე. იმავე თვის 10 რიცხვში ზაზას სნაიპერის საბედისწერო ტყვია დაეწია ზურგში. "საბედისწეროს" ვამბობთ იმიტომ, რომ ჯერაც თბილისში, ერთხელ, თურმე, ბოშა ქალმა სულ ძალისძალად უმკითხავა ხელისგულზე, - ლამაზო ბიჭო, ლამაზო ბიჭო, ძალიან ძნელ გზას ადგეხარ, მაგრამ, ვაი, რომ ზურგში ტყვია უნდა მოგხვდესო! ლამაზ ბიჭს სასაცილოდ არ ეყო ლამაზი ბოშა გოგოს ავი ნიშნი, აკი მანაც სიცილით მიადევნა სანუგეშოდ ნათქვამი, -არა, არა, გეხუმრეო...                                                                 

 მახლას, 92-ის ცივ ზამთარში გამართლდა ბედისწერის უცილობლობა ...და ამაღლდა გმირი ჭაბუკის სული ზეცად, რამდენიმე დღეში სოფელში მოასვენეს ტყვიით განგმირული ზაზას ცხედარი და მშობლიური სოფლის სასაფლაოზე მხედრული დიდების პატივით დაკრძალეს. 

აქედან, ვაჟკაცის განსასვენებლიდან, სულ ახლოში მოჩანს სოფლის უწმინდესი ტაძარი- იოანე ნათლისმცემლის სახელობისა.                                            




ინფორმაცია აღებულია ამირან ტალახაძე 12 თებერვალი 1953 წელი ცხოვრობს კასპი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.07.2021
ბოლო რედაქტირება 23.09.2024
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0