სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გივი ქარსაულიძე 1935-1993წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი. გივი ქარსაულიძე 1935-1993წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი. გივი ქარსაულიძე 1935-1993წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი.

1935-1993 წწ. გარდ. 58 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ქარსაულიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

გივი ქარსაულიძე 1935-1993წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი.

 27 სექტემბერს, სოხუმში, საქართველოს მთლიანობისათვის უთანასწორო ბრძოლაში დაეცა გივი ქარსაულიძე, დივიზია „თბილისელების“ წევრი.იგი დაიბადა 1935 წელს ქ. თბილისში,დაამთავრა თბილისის #14 საშუალო სკოლა, მსახურობდა ყოფილ საბჭოთა არმიაში და ბედის უკუღმართობის გამო,თავისი ქვეყნის ნამდვილმა მამულიშვილმა, მონაწილეობა მიიღო 1956 წელს უნგრეთის ცნობილ მოვლენებში,თავისდაუნებურად იბრძოდა იმათ გვერდით, ვინც დღეს მის სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას ეცილება და მათივე ტყვიით განიგმირა.



მას არავითარი სხვა რეგალიები არ ამკობდა, გარდა კარგი და მართალი კაცისა. მუშაობდა ჩუმად და უხმაუროდ.


ასევე ჩუმად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, როცა სამშობლოს დასჭირდა, ჩადგა მის დამცველთა რიგებში. იგი მესამედ წავიდა აფხაზეთში ხანმოკლე შესვენების შემდეგ და ვეღარ დაუბრუნდა თავის ოჯახს, მეგობრებსა და მის სათაყვანებელ ქალაქს. გივი ქარსაულიძე დააკლდა ქართული ფეხბურთის მრავალრიცხოვან ქომაგთა არმიას. იგი კარგად ახსოვთ ვერისა და მუშტაიდის ბაღის ფეხბურთის „პროფესიონალ“ გულშემატკივრებს.


ასეთი გახლდათ გივი ქარსაულიძე. თავისი ოჯახის წევრებისათვის, ამხანაგებისა და მეგობრებისათვის იგი იყო მაგალითი, თუ როგორ უჩუმრად, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე უნდა ემსახურო შენს ხალხსა და სამშობლოს. ბევრმა გივის ომში მონაწილეობა მისი დაღუპვის შემდეგ გაიგო.


ფოტო მოგვაწოდა ლევან ჟვანიამ დაბადებულია სოხუმი აფხაზეთი გადაღებულია თბილისში კუკიას სასაფლაო


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.07.2021
ბოლო რედაქტირება 23.01.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 07.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0