სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
როსტომ ქობელაშვილი 1967-1993წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი  დაბ. თბილისი. როსტომ ქობელაშვილი 1967-1993წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი  დაბ. თბილისი. როსტომ ქობელაშვილი 1967-1993წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი  დაბ. თბილისი.

1967-1993 წწ. გარდ. 26 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ქობელაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

23       ბეჭდვა

როსტომ ქობელაშვილი 1967-1993წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი.

როსტომ ქობელაშვილი დაიბადა 1967 წელს. დაამთავრა თბილისის #85 საშუალო სკოლა.სავალდებულო სამხედრო სამსახური



გაიარა გერმანიაში. შემდეგ მუშაობდა ისნის ფაბრიკაში მუშად. პარალელურად სწავლობდა მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში.

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომელი,ლეიტენანტი როსტომ ქობელაშვილი მოხალისედ წავიდა აფხაზეთში.

დედა, ქალბატონი ვალიდა, ამბობს:„ჩუმი, წყნარი, პატიოსანი ვაჟკაცი მყავდა. მის დაოჯახებაზე ვოცნებობდი,საცოლეც ჰყავდა, თავდავიწყებით უყვარდა, როცა უნდა დაოჯახებულიყო, ატყდა აფხაზეთის ომი და ჩემმა შვილმა სამშობლოს სიყვარული დააყენა პირველ ადგილზე. კიდეც შეეწირა მას და ჩემთან ერთად დატოვა აცრემლებული სიყვარული.“

1993 წლის 25 სექტემბერს სოხუმის სატელევიზიო ანძაზე შეტევის დროს გმირულად დაიღუპა.

როსტომ ქობელაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.


 ქობელაშვილი როსტომ

დაიბადა 1967 წელს 15 თებერვალს. დაამთავრა ქ. თბილისის N 85 საშუალო სკოლა. სავალდებულო სამსახური წარმატებით გაიარა გერმანიაში. მუშაობდა ისნის ფაბრიკაში მუშად, პარალელურად სწავლობდა მსუბუქი მრეწვწლობის ტექნიკუმში.

როცა აფხაზეთში ძმათამკვლელი ომი დაიწყო, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომელი, ლეიტენანტი როსტომ ქობელაშვილი მოხალისედ წავიდა აფხაზეთში.

ქობელაშვილი როსტომი უნდა დაოჯახებულიყო, მაგრამ ყველაფერს სამშობლოს სიყვარული დააყენა პირველ ადგილზე. ის ბედნიერ მომავალზე ოცნებობდა.

ქობელაშვილი როსტომ იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის აფხაზეთში ''ავღანელთა'' ბატალიონის შემადგენლობაში. 1993 წლის 25 სექტემბერს კბილებამდე შეიარაღებულ სეპარატისტებთან  და დაქირავებულ გადამთიელებთან უთანასწორო შეტაკებაში ეცემოდა სოხუმი, ბევრმა ვერ მოასწრო ალმოდებული ქალაქიდან გამოსვლა. მათ შორის იყო ქობელაშვილი როსტომი. ამ დღეს სოხუმის სატელევიზიო ანძაზე შეტევის დროს გმირულად დაიღუპა. როსტომი ქობელაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. დაკრძალულია წმინდა ბარბარეს სასაფლაოზე.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.07.2021
ბოლო რედაქტირება 16.10.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 07.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0