ქსოვრელი სერგო დურმიშხანის ძე – დაიბადა 1959 წლის 13 მარტს. კაპიტანი.
იბრძოდა ზურაბ მამულაშვილის 43-კაციან ქვეგანაყოფში, რომელიც 1993 წლის ივნისში, „სოხუმჰესის“ დაცვის დროს, მძიმე ტექნიკით აღჭურვილი 350 აფხაზი სეპარატისტის ალყაში მოექცა. 6 ივლისს, 8 საათიანი ბრძოლის დროს დაიღუპა 10 თანამებრძოლთან ერთად.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის დაჯილდოვდა (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.
ქ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით მისი სახელი მიენიჭა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას.
დაკრძალულია სოფელ იდლეთში.
მოგვაწოდა ვანო ჯახუამ ვებ გვერდი kaspi.ge დამფუძნებელი
სერგო ქსოვრელი დაიბადა 13 მარტი 1963 წელს სოფელი იდლეთი კასპი. დაამთავრა თბილისის მე-14 საშუალო სკოლა.
მუშაობდა რკინიგზის შეიარაღებული დაცვის სამსახურში.
მე-8 სპეცდანიშნულების ქვეგანაყოფის ჩამოყალიბების შემდეგ დაინიშნა ასეულის მეთაურად.
ბევრი რამ ახსოვთ ბავშვებს, მაგრამ არ დაავიწყდებათ, თუ როგორ გამოემშვიდობა ომში წასვლისას:
– აბა თქვენ იცით, ბავშვებო, მე შეიძლება ვეღარ დავბრუნდე, რაც არ უნდა გაგიჭირდეთ, არ იდარდოთ.
იცოდეთ, ფული ხელის ჭუჭყია, დაიბანთ და წყალი წაიღებს, სახელი კი დარჩება.
მე გმირად დავბრუნდები, ეს კი ყველაზე დიდი სიმდიდრეა.“
არ შეუშინდა მტრის ტყვიას...
გმირულად დაეცა სოხუმჰესის დაცვისას...
სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სტახანოვის ქუჩას ეწოდა სერგო ქსოვრელის სახელი.
სერგო მართალი იყო... სახელი დარჩა სამარადისოდ.
გადმოსვენებულია კასპის რაიონის სოფ. კავთისხევში.
ინფორმაცია აღებულია ამირან ტალახაძე 12 თებერვალი 1953 წელი ცხოვრობს კასპი