სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10638

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გრიგოლ (გია) ყარსიმაშვილი 1967-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ.  თბილისი გრიგოლ (გია) ყარსიმაშვილი 1967-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ.  თბილისი გრიგოლ (გია) ყარსიმაშვილი 1967-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ.  თბილისი გრიგოლ (გია) ყარსიმაშვილი 1967-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ.  თბილისი

1967-1993 წწ. გარდ. 26 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ყარსიმაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

გრიგოლ (გია) ყარსიმაშვილი 1967-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი


იგი დაიბადა 07 ივლისი 1967 წელს. წარჩინებით დაამთავრა მე-20 საშუალო სკოლა,შემდეგ პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამხედრო სამსახური ლვოვში მოიხადა.სამაგალითო ჯარისკაცი იყო და მთავრობის ჯილდოც ჩამოიტანა. მისი სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს მოხდა ჩერნობილის საქვეყნოდ ცნობილი ტრაგედია.გიამ მონაწილეობა მიიღო იქ ჩატარებულ სამუშაოებში. შემდეგ თბილისი. დაოჯახება. ორი ვაჟკაცი შეეძინა და თითქოს ჩვეულებრივად დასრულდებოდა მისი ბიოგრაფია, რომ არა აფხაზეთის ომი...



1992 წლის ნოემბრიდან იგი მსახურობდა ეროვნული გვარდიის სატანკო მექანიზებულ პოლკში ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე. მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში აფხაზეთის რეგიონში. ოცეულის სული და გული იყო. ყველას გმირობისა და ვაჟკაცობის მაგალითს აძლევდა. თავისზე უმცროსებს წინა ხაზზე არ უშვებდა, ეშინოდა, ყველას სიცოცხლეს უფრთხილდებოდა დედისერთა ბიჭი, სახლში კი ორი პატარა ვაჟკაცი უცდიდა, რომლებიც მოუთმენლად გაჰყურებდნენ ჭიშკარს და ელოდნენ...


უფროსი ლეიტენანტი, სადაზვერვო ოცეულის მეთაური გრიგოლ (გია) თენგიზის ძე ყარსიმაშვილი, სოფელ ბესლახუბაში, წინა ხაზზე ყოფნის დროს 1993 წლის 26 თებერვალს გმირულად დაიღუპა და დაღუპვის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1993 წლის 31 მაისის ბრძანებულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

სამშობლოზე მთელი არსებით შეყვარებული კაცი შეეწირა თავის საქართველოს, თავის თბილისს, რომლის მიწამაც ჩაიხუტა და განისვენებს კუკიის საძმო სასაფლაოზე. 





ფოტო მოგვაწოდა ლევან თეიმურაზის ძე ჟვანიამ დაბადებულია 1985 წელი გულრიფში აფხაზეთი გადაღებულია თბილისში კუკიას სასაფლაო


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.07.2021
ბოლო რედაქტირება 24.03.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0