სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10630

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ბოჩია ყოლბაია 1949-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ჭუბურხინჯი გალი აფხაზეთი. ბოჩია ყოლბაია 1949-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ჭუბურხინჯი გალი აფხაზეთი. ბოჩია ყოლბაია 1949-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ჭუბურხინჯი გალი აფხაზეთი.

1949-1993 წწ. გარდ. 44 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ყოლბაია სია

გალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

ბოჩია ყოლბაია 1949-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ჭუბურხინჯი გალი აფხაზეთი.

ბოჩია ყოლბაია დაიბადა 1949 წლის 14 აგვისტოს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში.




სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა აბაშის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში განაგრძო. პირნათლად მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური და 1990 წელს კრასნოდარის პოლიტექნიკური ინსტიტუტიც დაამთავრა.

მუშაობდა მექანიზატორად გალის რაიონის სოფლებში. დაოჯახდა მზიური გულუაზე და 3 შვილს უზრდიდა სამშობლოს. ოჯახი საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა. შინაგან საქმეთა განყოფილებაში დაიწყო სამსახური. იყო პოლიციის მაიორი.


1993 წლის 30 სექტემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს აფხაზმა სეპარატისტებმა სასტიკად აწამეს. ცოცხალ კაცს მარჯვენა მოჰკვეთეს, ხოლო შემდეგ ტყვიით დაცხრილეს.ცას სწვდებოდა დედის, ნაზი აქუბარდიას კივილი, რომელმაც ობლობაში გამოზარდა ერთადერთი პირმშო. ეს არ იყო დედის გოდება, რომლის შვილიც სამშობლოსთვის ომში დაეცა, ქართველი დედა ხომ თავადაც გასძღოლია შვილებს დროშით ხელში მტერთან საომრად. ქართველი დედა ხომ ვაჟკაცებს მამულისთვის აჩენს და ზრდის, მაგრამ ეს იყო დედის სასოწარკვეთილი კივილი, პროტესტი უსამართლობის, ვერაგობისა და ვანდალიზმის წინააღმდეგ მიმართული.


ბოჩია ყოლბაია იყო უაღრესად კეთილი, პატიოსანი, ენერგიული მუშაკი. სიყვარული, პატივისცემა და აღიარება არ მოჰკლებია მეგობრებისგან. თავადაც სიკეთესა და ღიმილს აფრქვევდა. რამდენი სითბო შეემლო მიეცა გარშემომყოფთათვის, რაოდენ დასანანია, რომ ასეთი პიროვნება დღეს ცოცხალთა რიგებში აღარ არის და რომ მას ასეთი მწარე სიკვდილი ერგო. ნათელში ყოფილიყოს მისი სული.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.07.2021
ბოლო რედაქტირება 14.05.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 07.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0