სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
შერმადინ შერმადინი 1974-93წწ. გარდ. ტამიში აფხაზეთი თეთრი არწივი დაბ. სოფ. თეზი კასპი ქართლი

1974-1993 წწ. გარდ. 19 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი შერმადინი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

57       ბეჭდვა

შერმადინ შერმადინი 1974-93წწ. გარდ. ტამიში აფხაზეთი თეთრი არწივი დაბ. სოფ. თეზი კასპი ქართლი

შერმადინ შერმადინი დაიბადა 01 იანვარი 1974 წელს კასპის რაიონის სოფელ თეზში.1993 წლის 04 ივლისი დაიღუპა სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში.


დაკრძალულია მშობლიური სოფლის სასაფლაოზე.

შერმადინ შერმადინი

დაიბადა 1974 წლის 1 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ თეზში. ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის პირველი ბრიგადაში; იყო გოჩა ყარყარაშვილის სახელობის ცალკეული ასეულის, ‘’თეთრი არწივის’’ მებრძოლი. დაიღუპა 1993 წლის 4 ივლისს, ტამიშში.

დავით ცინცაძე- თანამებრძოლი_ “ჩვენთან, სამხედრო ნაწილში გავიცანი,18 წლის იყო. მოხალისედ მოვიდა. ძალიან წესიერი, პატიოსანი, მეგობრული, მებრძოლი, შეუდრეკელი სულის, ერთგული ბიჭი იყო. ნაწილში ყველას გამორჩეულად უყვარდა. 2 ივლისს, ტამიშში, რუსული დესანტის გადმოსხმიდან თითქმის ერთ საათში, ჩვენი ასეული უკვე ადგილზე იყო. შერმადინიც ჩვენთან ერთად იმყოფებოდა, ბრძოლაში იყო ჩაბმული და თავისზე უფროს და უფრო გამოცდილ მებრძოლებს, ვაჟკაცობაში ტოლს არ უდებდა. პირველ დღეს, 2 ივლისს, ბრძოლის ველიდან დანაკარგის გარეშე გამოვედით. შემდეგ, უკვე, 4 ივლისს, ცენტრალური მაგისტრალის გაწმენდას ვაწარმოებდით 11- ე ბრიგადასთან და მის მეთაურთან, დავით თევზაძესთან ერთად. ყველა მხრიდან გააფთრებული ბრძოლები გრძელდებოდა. რუსულ დესანტთან საბრძოლო მოქმედებები ახლო მანძილზე მიმდინარეობდა. შერმადინს ბრძოლის ველი წამით არ მიუტოვებია და ყველაზე ცხელ წერტილებში ჩვენთან ერთად იყო. ტამიშის ხიდთან, შეტევაზე როცა გადავდიოდით, ამ დროს, თავის არეში მოხვდა სნაიპერის ტყვია, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა... ადგილზევე დაიღუპა.. 6-ში საღამოს კი მოვახერხეთ მისი მშობლიურ სოფელში ჩამოსვენება... ნათელი დაადგეს მის სულს! ღირსეული ქართველი და მეომარი კაცი იყო!”

კობა შერმადინი- ძმა_  “ჩემზე 2 წლით უფროსი იყო. ბავშვობიდან გამორჩეული გახლდათ, ყველას არ გავდა. დიდი, კეთილი გული ჰქონდა, დიდი სიყვარული და თანადგომა შეეძლო, ალალი, მართალი იყო, ბოროტების ნატამალიც არ გააჩნდა... როგორც კი ომი დაიწყო, მალევე წავიდა აფხაზეთში. მე მაშინ 16 წლის ვიყავი, შერმადინი კი _ 18. სამი ძმა ვართ, მამა ადრე გარდაგვეცვალა და დედამ, მარტომ გაგვზარდა. არც ერთ დედას არ უნდა, თავისი შვილის სიცოცხლეს საფრთხე რომ დაემუქროს. დედაჩემმაც რამდენიმეჯერ სთხოვა ჩემს ძმას, არ წახვიდეო, მაგრამ მივხვდით, რომ მაინც არ დაიშლიდა, მაინც წავიდოდა იქ, სადაც მისნაირი ვაჟკაცები მიდიოდნენ. ლაჩრები ომში არ მიდიან და სამშობლოსთვის ნასროლ ტყვიას მკერდს არ უშვერენ! მე არც გამკვირვებია, ქართული მიწის დასაცავად წასვლა რომ გადაწყვიტა. ისიც ვიცოდი, რომ ვერავინ, ვერც დედა გადააფიქრებინებდა_ ჩემი მეგობრები, ჩემი ბიჭები იქ არიან და მე სახლში დავრჩე და შორიდან ვუყურო, ჩვენს მიწაზე ქართველების სისხლს როგორ ღვრიანო?! ომის დაწყებიდან დაღუპვამდე მხოლოდ ორჯერ ჩამოვიდა, ისიც რამდენიმე დღით და ისევ ბრძოლის წინა ხაზზე ბრუნდებოდა. მესამედ რომ წავიდა, უკვე ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა_ტამიში მისი სიცოცხლის ბოლო ბრძოლა იყო...

სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური




ინფორმაცია აღებულია ამირან ტალახაძე 12 თებერვალი 1953 წელი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.08.2021
ბოლო რედაქტირება 25.12.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0