სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10630

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გივი ჩიტაიშვილი 1968-1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი. გივი ჩიტაიშვილი 1968-1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი. გივი ჩიტაიშვილი 1968-1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი.

1968-1993 წწ. გარდ. 25 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჩიტაიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

44       ბეჭდვა

გივი ჩიტაიშვილი 1968-1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი.

გივი ჩიტაიშვილი არ დავიწყნება გმირისა დაიბადა 09 ნოემბერი 1968 წელი გარდაიცვალა 28 სექტემბერი 1993 წელი



ვახტანგ გორგასლის VI ხარისხის ორდენი ისე მიენიჭა, რომ ადრესატი მას არც შეხებია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულმა გმირმა სიკვდილის შემდეგ მიიღო იგი.

„უმძიმესი იყო სოხუმთან ბრძოლა და ისიც ახალდაბაში. სწრაფი რეაგირების 28-ე ბატალიონი სოხუმის მისადგომებს

იცავდა. ოცეულის მეთაურის გივი ჩიტაიშვილის საზრიანი მოქმედებით სეპარატისტთა და დაქირავებულ „ბოევიკთა“ შემოტევა არაერთხელ იქნა მოგერიებული , მტერს ქალაქისკენ გასვლის საშუალებას არ აძლევდა. იმავდროულად გადამღობი ცეცხლით გზას უხსნიდა ჩოლოყაშვილის ბატალიონის დაჭრილი მებრძოლების სამშვიდობოზე გაყვანას.


პირველი საბრძოლო წრთობა ოცმეთაურმა სამაჩაბლოსა და, კერძოდ,გაგრასთან უმძიმეს ბრძოლებში მიიღო. დაჭრილი თბილისშიც ჩამოვიდა.მშობლები, შვილი – პატარა თემო მოინახულა და ისევ უკან გაბრუნდა. იქ მისი თანამებრძოლები ვაჟკაცურად ებრძოდნენ მოძალადეებს, და მას აქ რა გააჩერებდა, ისევ უკან გაბრუნდა ოცმეთაური. იდგა 1993 წლის ავბედითი სექტემბერი. სწრაფი რეაგირების ბატალიონი უკან არ იხევდა. პირიქით, მედგარი შემართებით დაჭრილებისათვის დერეფანი გახსნილი იყო. პირველ ტანკს უკან მიჰყვებოდა ოცმეთაური, ამ დროს გამოსროლილმა ჭურვმა გააყრუა მიდამო,ნამსხვრევი მეთაურს მოხვდა. ოდნავ ჩამუხლულ გივი ჩიტაიშვილთან სწრაფად გაჩნდნენ მისივე მებრძოლები, ცეცხლის ხაზიდან გამოიყვანეს სისხლისაგან დაცლილი მეთაური, ქუთაისში გადმოაფრინეს, მაგრამ... მამამაც ვერ ჩაუსწრო ცოცხალს.

და დარჩა ამბად მამაცი მეთაურის – თბილისელი ბიჭის გივი ჩიტაიშვილის საგმირო საქმე – ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი, რომელიც მისი ადრესატის გმირობაზე გვიამბობს მუდამ.

თამარ ირემაძე


 


ფოტო მოგვაწოდა ლევან ჟვანიამ დაბადებულია სოხუმი აფხაზეთი გადაღებულია თბილისში კუკიას სასაფლაო


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.08.2021
ბოლო რედაქტირება 23.01.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 07.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0