სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ალექსანდრე ჩიტაძე 1993. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. გორი ქართლი ალექსანდრე ჩიტაძე 1993. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. გორი ქართლი ალექსანდრე ჩიტაძე 1993. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. გორი ქართლი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჩიტაძე სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

ალექსანდრე ჩიტაძე 1993. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. გორი ქართლი

ალექსანდრე ჩიტაძე

შენი ახლობლები, შენი მეგობრები შენში ბავშვობიდანვე ნიჭიერ მეცნიერს, მაძიებელ ფიზიკოსს ხედავდნენ. აკი ტრიუმფითაც ჩააბარე მისაღები გამოცდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე...

ვინ დაგაცალა.. შენს საყვარელ საქმეს შენებურად სიღრმისეულად ჩაწვდებოდი... საბჭოთა ჯარისკაცის ფარაჯა ჩაგაცვეს და იმპერიის სადარაჯოზე დაგაყენეს 2 წლით.

იქაც პატიოსნად მოიხადე შენი ვალი და დავაჟკაცებული დაუბრუნდი თავისუფლებისათვის საბრძოლველად აბობოქრებულ საქართველოს.

ჩამოხვედი და თავდაუზოგავად გადაეშვი ეროვნული მოძრაობის აზვირთებულ ტალღებში.

მიტინგები, პიკეტები, შიმშილობის აქციები, არალეგალური პრესა, ყველგან წინა ხაზზე იყავი.

განსაკუთრებით არალეგალური პრესის ორგანიზაციაში გამოჩნდა შენი უნარი.თურმე ერთდროულად ნიჭიერი ჟურნალისტი და პოლიგრაფისტი ყოფილხარ...

შენს მეგობრებთან ერთად გამოუშვი ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის გაზეთის „თავისუფლება“ და საქართველოს მოქალაქეთა ლიგის გაზეთის „საქართველოს თავისუფლება“ პირველი ნომრები, საქართველოს ეკონომიკური ასოციაციის გაზეთი „ბიზნესის პულსი“.

შენი წილი სისხლი სამაჩაბლოში გაიღე.

სადაც არ უნდა ყოფილივავი, შენი ფიქრი მაინც შენი მშობლიური ქალაქის გორისაკენ იყო მიმართული. სულ იმის ცდაში იყავი, რაღა გაგეკეთებინა მისთვის.

ამ დღეებში დაგეგმილი გქონდა „იბერვიზიის“ გორის ფილიალის პრეზენტაცია,სტუდიისა, ასე რუდუნებით რომ ამზადებდი უმაღლესი ტექნიკისა და პროფესიონალიზმის დონეზე.

მაგრამ აფხაზეთიდან ღალატის ზარმა დაგვზაფრა, ყველაფერი მიატოვე. სამშობლოს ერთიანობის დასაცავად გაეშურე.

თითქოს მიხვდაო მუხანათი მტერი, თუ რა ძალა მიემართებოდა მათ წინააღმდეგ, მიწაზე ფეხის დადგმა არ გაცალეს, ჰაერშივე მოგაგებეს რაკეტები...

მხოლოდ ოცდაშვიდ შემოდგომას მოესწარი, მაგრამ ისე დაიხარჯე სამშობლოს კეთილდღეობისათვის ზრუნვასა და ბრძოლაში, ზოგის რამდენიმე სიცოცხლეს გადაიწონის.

ერთ რამეზე მაინც განსაკუთრებით დაგვწყვიტე გული  ვერ დაოჯახდი,სამშობლოს ვერ დაუტოვე შენებურად გულანთებული მემკვიდრეები.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.08.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 01.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0