სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10630

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნუკრი (სიმონ) ცისკაძე 1956-20/09/93წწ. გარდ. 37 წლის სოფ. თავისუფლება სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი ნუკრი (სიმონ) ცისკაძე 1956-20/09/93წწ. გარდ. 37 წლის სოფ. თავისუფლება სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი ნუკრი (სიმონ) ცისკაძე 1956-20/09/93წწ. გარდ. 37 წლის სოფ. თავისუფლება სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი ნუკრი (სიმონ) ცისკაძე 1956-20/09/93წწ. გარდ. 37 წლის სოფ. თავისუფლება სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი ნუკრი (სიმონ) ცისკაძე 1956-20/09/93წწ. გარდ. 37 წლის სოფ. თავისუფლება სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი

1956-1993 წწ. გარდ. 37 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ცისკაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

44       ბეჭდვა

ნუკრი (სიმონ) ცისკაძე 1956-20/09/93წწ. გარდ. 37 წლის სოფ. თავისუფლება სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი

გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე

სიმონ ცისკაძე დაიბადა 1956 წლის 12 ნოემბერს ქ.თბილისში. მე-16 საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა მონღოლეთში. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.


აქტიურად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. იყო მაშველთა კორპუსის „მხედრიონის“ წევრი, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. როგორც რიგითი ჯარისკაცი,


ყველგან და ყოველთვის გვერდით ედგა თანამებრძოლებს. სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაცვისას შეგნებული ჰქონდა დაუნდობელ მტერზე შურისგების აუცილებლობა. არავის გაჰკვირვებია სიმონის აფხაზეთში წასვლა, რადგანაც აფხაზეთი მისთვის ახალი სატკივარი არ გახლდათ, ჯერ კიდევ 1978 წელს დღიურში წერდა: „როგორ დავეცით, რას დავემსგავსეთ, ვინ ვართ, რანი ვართ, სად არის საქართველო, ვინ გვართმევს აფხაზეთს? – ღმერთო, შენ დაიფარე ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მამული, ღმერთო!..“მერე კი სწორედ ამ განწყობამ ათქმევინა: „ხშირად მინატრია, ნეტა ახლა დრო იყოს კრწანისის, შამქორის... აბჯარს ავისხამდი და სხვებთან ერთად, მოძღვარს მოვუსმენდი დაჩოქილი“. ეს წინასწარმეტყველური სიტყვებია. სიმონი იგივე ნუკრი თავისტვის სწერდა დღიურებს და ლექსებს.


1993 წლის 20 სექტემბერს სოხუმის მისადგომებთან, სოფ. თავისუფლებაში, წმ. მიქაელის სასაფლაოსთან წარმოებულ თავდაცვითი ბრძოლის დროს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. პეტეფს შენატროდა და ეს მაინც აუსრულდა... ბედნიერ მომავალზე ოცნება ოცნებად დარჩა... სიმონის დაღუპვიდან 8 თვის შემდეგ ოჯახს მისი ვაჟკაცი, პატარა ნუკრი ცისკაძე მოევლინა, რომელიც მძიმე სინამდვილეში გაიზრდება –დაბადებიდანვე ობლობა, მაგრამ კაცურკაცის შვილობა იქნება მისი ცხოვრების თანამგზავრი.

სიმონ ცისკაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.



 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.08.2021
ბოლო რედაქტირება 15.01.2023
სულ რედაქტირებულია 6





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0