რაულ ხუფენია დაიბადა 1955 წლის 24 ივლისს გალში.
რაულ ხუფენია გალის სამხედრო კომისარიატის გაწვევით ჩარიცხული იყო 24-ე ბრიგადის „სამურზაყანოს“ 245-ე ბატალიონში რიგითად. იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. თანამებრძოლებში გამოირჩეოდა სამხედრო საქმის ცოდნით.კარგად ფლობდა იარაღს. სარგებლობდა მეთაურისა და მებრძოლების ნდობით, პატივისცემით. იგი იყო დაუზარელი, გამბედავი და კარგი შემსრულებელი მებრძოლი. მისი მხარდაჭერით ყოველთვის სარგებლობდნენ მეგობრები.
მეთაური მას აგზავნიდა დაზვერვაზე, მისგან შეგროვილი დაზვერვის მასალები იყო მართალი და ზუსტი. ” :როცა ბედიის მიმართულებით გართულდა ვითარება, სხვა მებრძოლებთან ერთად რაულიც გააგზავნეს ყველაზე მძიმე უბანზე, 1993 წლის 27 ივლისს. ეს დღე საბედისწერო გამოდგა მისთვის, მკერდისა და თავის არეში მძიმე ჭრილობები მიიღო და ადგილზე დაიღუპა.
დასაფლავებულია გალის რაიონის “მზიურის“ ციტრუსების მეურნეობაში.