ვახტანგ ჯანჯულია დაიბადა 1952 წელს. ცხოვრობდა ქ.ოჩამჩირეში.
საბრძოლო მოკვლევაში ვკითხულობთ: ვახტანგ ჯანჯულია, მეორე საარმიო კორპუსის ს/ნ 20254 რიგითი,მონაწილეობას იღებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.თავიდან იარაღით ხელში იბრძოდა აფხაზი სეპარატისტების წინააღმდეგ.დაიჭრა. განკურნების შემდეგ დარჩა ჰოსპიტალში უფროს მძღოლად. თავისი სიცოცხლის ფასად მან ბევრი დაჭრილი
გადაარჩინა სიკვდილს. გამოჰყავდა დაღუპულები. 1993 წლის 2 ივლისს მტერმა ცაგერა-ტამიშის მიმართულებით შეტევა დაიწყო. მან იარაღით გაუწია წინააღმდეგობა, ჩახოცა რამოდენიმე მათგანი. საშუალება მისცა თანამებრძოლებს, იერიშზე გადასულიყვნენ. არც ერთი დაჭრილი არ დაუტოვებია ბრძოლის ველზე. მეორე დღეს ვახტანგს დასვენება ეკუთვნოდა, მაგრამ 5 ივლისამდე სასწრაფო დახმარების მანქანას არ მოშორებია. ეს დღე მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. მტერმა სასწრაფო დახმარების მანქანა ააფეთქა და სხვებთან ერთად ვახტანგიც აფეთქდა. მასზე მოგონება და მისი გმირული შემართება მუდამ დარჩება თანამებრძოლებში.
ვახტანგის მოხუც მშობლებს სეპარატისტებმა სახლ-კარიც დაუნგრიეს.თავშესაფრის ძებნისას, ერთი თვის შემდეგ მისი დაღუპვიდან, მამამისი ბატონი ალექსანდრე ავტოავარიაში დაიღუპა.
სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის # ხარისხის ორდენით.