კობა შუბითიძე ელდარის ძე 1974 წლის 2 აგვისტო ხობის რაიონი სოფელი საგვიჩიო დაიღუპა 2004 წლის 17 აგვისტოს წვერიახოზე შეტაკებების დროს
მსახურობდა პირველი ქვეითი ბრიგადის მე 12 "კომანდოს " ბატალიონში
იყო მესამე ასეულის მესამე ოცეულისპირველი ათეულის მეთაური
კობა შუბითიძე დაიბადა 1974 წლის 2 აგვისტო ხობის რაიონში, სოფელ საგვიჩიოში. მსახურობდა პირველი ქვეითი ბრიგადის მე 12 "კომანდოს " ბატალიონში. იყო წარმატებული სამხედრო პირი. 2004 წლის 6-დან 17 აგვისტომდე, სამაჩაბლოს მოვლენების დროს კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა. 17 აგვისტოს ღამის პირველ საათზე, წვერიახოზე ერთ-ერთი შეტევის დროს დაიღუპა სამსახური გაიარა. შემდეგ სხვადასხვა სამსახურებში მუშაობდა, მათ შორის იყო პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ოპერატორი, მაგრამ, რატომღაც, ვერ იპოვა თავისი საქმე. 2002 წელს, როდესაც წვრთნისა და აღჭურვის ამერიკული პროგრამა იწყებოდა, მთხოვა, რომ დავხმარებოდი საბუთების შეგროვებასა და ჩაბარებაში. გაიარა წვრთნისა და აღჭურვის სრული კ შეიქმნა სერჟანტთა სკოლა, სადაც გაიარა ათეულის მეთაურის , ოცეულის სერჟანტთა კურსი და ასეულის სერჟანტთა კურსის გასავლელად ემზადებოდა.
2004 წლის 5 აგვისტოს წაიყვანეს გორში, 17 აგვისტომდე იყო წვერიახოზე. მისი ოცეულის მეთაური დაჭრილი იყო და თვითონ ასრულებდა ოცეულის მეთაურისა და ოცეულის სერჟანტის მოვალეობას. 16 აგვისტოს ჩანაცვლება მოხდა. ახალი ბატალიონი უნდა შეეყვანათ და მეორე ბატალიონი გამოეყვანათ, მაგრამ ნაღმტყორცნების შეტევის შედეგად, ახალ ბატალიონში, მსუბუქად დაჭრილები ჰყავდათ. სამედიცინო ჯგუფი გამოიძახეს, ძალიან დიდი შეტევა იყო, რის გამოც მედიკოსები ვერ ახერხებდნენ ასვლას. ამიტომ, რამოდენიმე ჯარისკაცი, მათ შორის კობაც, გადავიდნენ ახალი პირადი შემადგენლობის შესამოწმებლად, რომ გაეგოთ, ჰქონდათ თუ არა მათ სირთულე. ნახეს, რომ არ იყვნენ მძიმედ დაჭრილები... უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ, რათა გაეკეთებინათ მოხსენება დაჭრილ ჯარისკაცებთან დაკავშირებით. იმდენად მასიური ცეცხლი იყო, გადმოსვლა ვერ შესძლეს, რის გამოც, იძულებული გახდნენ, ტყვიამფრქვევიდან ღია პოზიციებზე გაეხსნათ ცეცხლი, რომ მათი გადმოსვლა დაეფარა ცეცხლს და დაჭრილები უსაფრთხოდ გადმოეყვანათ. მართლაც გადმოვიდინენ, გააკეთეს მოხსენება, რომ არ იყო სამედიცინო დახმარება საჭირო; დაჭრილებს უკვე ჩატარებული ჰქონდათ პირველადი სამედიცინო დახმარება. სწორედ ამ მოხსენების დროს განხორციელდა გასროლა, რომლის დროსაც კობა სასიკვდილოდ დაიჭრა... ტყვიამ გულში გაუარა... იგი ადგილზე დაიღუპა...
კობა შუბითიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის III ხარის ორდენით
ძმა პაატა შუბითიძე დაბ. 1976 წელს სოფელი საგვიჩიო ხობი
ინფორმაცია მოგვაწოდა მერაბ ბადრის ძე შუბითიძემ. დაბადებულია ფოთში 1983 წელს