სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში  1698-1917წწ ანბანის მიხედვით
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

15       ბეჭდვა

ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

რუსეთის არმიის ქართველი გენერლები


აბაშიძე გრიგოლ ივანეს ძე, თავადი, გენერალ-მაიორი (1878);, 1820-1890წწ გარდ. 70 წლის, რუსეთის გენერალ მაიორი, ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორი. დაბ. ჯიყოეთი ჭიათურა იმერეთი


აბაშიძე დავით ნიკოლოზის ძე (1821-99), თავადი, გენერალ-მაიორი (1869); Абашидзе Давид Николаевич


აბაშიძე დიმიტრი როსტომის ძე (1856-1920), თავადი, გენერალ-მაიორი (1913), 1914_15 მე-12 მსროლელი დივიზიის მეთაური;


აბაშიძე კონსტანტინე გიორგის ძე (1856-1917), თავადი, გენერალ-მაიორი (1912);


აბაშიძე როსტომ ნიკოლოზის ძე (1816-83), თავადი, გენერალ-მაიორი (1878);


აბელიშვილი (აბელოვი) ალექსანდრე ბესარიონის ძე (1853 -1912), გენერალ-მაიორი (1907).


აბელიშვილი (აბელოვი) ვასილ დავითის ძე (1835-1905), გენერალ-მაიორი (1891), ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1864);


აგიაშვილი გიორგი თეიმურაზის ძე (1831-1911), თავადი, გენერალ-მაიორი (1902);


ავალიშვილი (ავალოვი) ალექსანდრე სიმონიეს ძე (1852-1916), თავადი, გენერალ-მაიორი (1910);


ავალიშვილი (ავალოვი) ზურაბ დიმიტრის ძე (1818-84), თავადი, გენერალ-მაიორი (1877); Авалов (Авалишвили) Зураб Дмитриевич


ავალიშვილი (ავალოვი) ივანე სოლომონის ძე (1796-1860), თავადი, გენერალ-მაიორი (1854), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1841) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1827);


ალექსი-მესხიშვილი (ალექსეევ-მესხიევი) აპოლონ სარდიონის ძე (1850-1909), გენერალ-მაიორი.


ალხაზიშვილი (ალხაზოვი) იაკობ ქაიხოსროს ძე (1826-96), ინფანტერიის გენერალი (1891), 1885-94 კავკასიის III საარმიო კორპუსის სარდალი, „წმ. გიორგის IV (1877) და III ხარისხის (1877), „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენები (1889);

ალხაზიშვილი (ალხაზოვი) ივანე გრიგოლის ძე (1835-1900), გენერალ-მაიორი (1878);


ამაშუკელი ზაქარია ვასილის ძე (1862-1920 შემდ.), გენერალ-მაიორი (1917), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1916);


ამბრაზანცევი (ამბერსაძე) ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1754-1813), გენერალ-ლეიტენანტი (1798), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1803);


მბრაზანცევი (ამბერსაძე) ალექსანდრე სერგის ძე (1841-99 შემდ.), გენერალ-მაიორი (1896);


ამბრაზანცევი-ნეჩაევი (ამბერსაძე) ალექსი სერგის ძე (1832-97), გენერალ-ლეიტენანტი (1881);


ამილახვარი (ამილახორი) გივი ივანეს ძე (1874-1943), თავადი, გენერალ-მაიორი (1917), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1916) და „წმ. გიორგი“ ოქროს იარაღი (1917);


ამილახვარი (ამილახორი) ივანე გივის ძე (1829-1905), თავადი, კავალერიის გენერალი (1896), გენერალ-ადიუტანტი (1901), 1893-97 კავკასიის I საარმიო კორპუსის სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის (1877) და „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენები (1899);


ამილახვარი (ამილახორი ვასილ) ვახტანგ (გ. 1728), თავადი, გენერალ-მაიორი (1725), 1725 წლამდე ზემო ქართლის სადროშოს სარდალი;


ამილახვარი (ამილახორი) ოთარ რევაზის ძე (1756-1827), თავადი, გენერალ-მაიორი (1803), 1801 წლამდე ზემო ქართლის სადროშოს სარდალი.


ამილახვარი (მილოხვაროვი) (ელისეი პოტაპის ძე) ედიშერ პაატას ძე, (გ. 1788), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი;


ამირეჯიბი (ამირაჯიბოვი-კარსკი), მიხეილ ქაიხოსროს ძე (1833-1903), თავადი, კავალერიის გენერალი (1899), 1899-1903 კავკასიის I საარმიო კორპუსის სარდალი, „წმ. გიორგის“ IV (1877), III ხარისხის (1878) და „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენები (1901);


ანდრონიკაშვილი (ანდრონიკოვი), ალექსანდრე ნიკოლოზის ძე, (გ. 1915), თავადი, გენერალ-მაიორი (1907);


ანდრონიკაშვილი (ანდრონიკოვი) ალექსანდრე სიმონის ძე (1871-1923), თავადი, გენერალ-მაიორი (1917), 1917-18 მე-20 საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი, 1918-21 გენერალური შტაბის უფროსი და სამხედრო სკოლის უფროსი, წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1916);

ანდრონიკაშვილი (ანდრონიკოვი) იასე იოსების ძე (1798-1863), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1850), გენერალ-ადიუტანტი (1852);


ანდრონიკაშვილი (ანდრონიკოვი) ივანე ზაალის ძე (1760-1831), თავადი, გენერალ-მაიორი (1825).


ანდრონიკაშვილი (ანდრონიკოვი) ივანე მალხაზის ძე (1793-1868), თავადი, კავალერიის გენერალი (1867), 1849-56 თბილისის გუბერნიის გენერალ-გუბერნატორი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის (1830), III ხარისხის (1853), „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენები (1854) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის);


ანდრონიკაშვილი (ანდრონიკოვი) ნიკოლოზ ილიას ძე (1795-1850), თავადი, გენერალ-მაიორი, (1846) „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1832);


ანდრონიკაშვილი (ანდრონიკოვი) რევაზ ივანეს ძე (1814-77), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1860), გენერალ-ადიუტანტი (1877), 1877 წელს კახეთში განლაგებული ჯარების სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1855);


ანდრონიკაშვილი (ანდრონიკოვი) სპირიდონ ნიკოლოზის ძე (1848-1915), თავადი, გენერალ-მაიორი (1907);


ანდღულაძე გიორგი ბეჟანის ძე (1866-1948), გენერალ-მაიორი (1917), გენერალ-ლეიტენანტი (1920), 1919-20 მე-13 და 34-ე ქვეითი დივიზიების მეთაური, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1917) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1918);


ართმელაძე დავით ადამის ძე (1865-1935), გენერალ-მაიორი (1917), 1917-18 127-ე ქვეითი დივიზიის მეთაური, 1918-21 მეთაურობდა ქართული კორპუსის I და II ქვეით დივიზიებს, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1917) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1916);


არჯევანიძე გიორგი პავლეს ძე (1863-1940), გენერალ-მაიორი (1916), 1916-18 123-ე ქვეითი დივიზიის მეთაური, 1918-21 ქართული არმიის ცხენოსანი დივიზიის მეთაური, 1921-28 ამიერკავკასიის ქვეითი სკოლის უფროსი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1916);


აფხაზი (აფხაზოვი) ივანე ნიკოლოზის ძე (1764-1832), თავადი, გენერალ-მაიორი (1826), 1832 წელს ვარშავის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1813) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1812);


აფხაზი (აფხაზოვი) დავით ილიას ძე (1866-1918 შემდ.), თავადი, გენერალ-მაიორი (1918),


ახვლედიანი იასონ ალექსანდრეს ძე (1852-1940), გენერალ-მაიორი (1910), 1908-11 ყარსის ოლქის სასაზღვრო ჯარების სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1905);


ბაგრატიონ-დავიდოვი (ბაგრატიონ-დავითისშვილი) მიხეილ მიხეილის ძე (1732-81), გენერალ-მაიორი (1779);


ბაგრატიონ-დავიდოვი (ბაგრატიონ-დავითისშვილი) სიმონ მიხეილის ძე (1730-92), გენერალ-მაიორი (1780);


ბაგრატიონი ადარნასე (აფანასი) ლევანის ძე (1707-84), უფლისწული, გენერალ-ანშეფი (1771), 1755-63 ქ. მოსკოვის ობერ-კომენდანტი, „წმ. ანდრია პირველწოდებულის“ ორდენი;


ბაგრატიონი ბაქარ ვახტანგის ძე (1700-50), უფლისწული, მეფე ვახტანგ VI შვილი გენერალ-ლეიტენანტი (1729), გენერალ-პორუჩიკი (1745) 1727-49 მოსკოვის ოლქის არტილერიის სარდალი, „წმ. ანდრია პირველწოდებულის“ (1726) და „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენები (1734);


ბაგრატიონი გიორგი ვახტანგის ძე (1712–86), უფლისწული, მეფე ვახტანგ VI შვილი, გენერალ-ანშეფი (1762), 1756–63 რუსეთ-პრუსიის ომის დროს II დივიზიის სარდალი, „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენი (1758) და ოქროს ხმალი;


ბაგრატიონი ალექსანდრე პეტრეს ძე (1862-1920), გენერალ-მაიორი (1916);


ბაგრატიონი დავით გიორგის ძე (1767–1819), უფლისწული, მეფე გიორგი XII შვილი, 1800-01 ქართლ-კახეთის გამგებელი, გენერალ-ლეიტენანტი (1800), „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენი;


ბაგრატიონი დიმიტრი პეტრეს ძე (1863-1919), გენერალ-ლეიტენანტი (1916), 1917 წელს ცხენოსანი კორპუსის სარდალი, წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1916);


ბაგრატიონი ივანე ვახუშტის ძე (1725-81), გენერალ-პორუჩიკი, (1777) 1774-81 ციმბირის კორპუსის სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენოსანი (1778).


ბაგრატიონი კირილე ალექსანდრეს ძე (1749-1828), გენერალ-მაიორი (1797), „წმ. ანდრია პირველწოდებულის“ ორდენი;


ბაგრატიონი მირიან ირაკლის ძე (1767-1834), უფლისწული, მეფე ერეკლე II შვილი, გენერალ-ლეიტენანტი (1798), გენერალ-ადიუტანტი (1803);


ბაგრატიონი პეტრე ივანეს ძე (1765-1812), ინფანტერიის გენერალი (1809), 1812 წელს II არმიის სარდალი, „წმ. ალექსანდრე ნეველის“ (1799), „წმ. გიორგის“ II ხარისხის (1806), „წმ. ანდრია პირველწოდებულის“ ორდენები (1808) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (მამაცობისათვის 1807);


ბაგრატიონი პეტრე რომანის ძე (1809-76), გენერალ პეტრე ბაგრატიონის ძმისშვილი, გენერალ-ლეიტენანტი (1865), 1870-76 ბალტიისპირეთის გენერალ-გუბერნატორი;


ბაგრატიონი რომან (რევაზ) ივანეს ძე (1778-1834), გენერალ პეტრე ბაგრატიონის ძმა, გენერალ-ლეიტენანტი (1829), „წმ. გიორგის“ IV (1810), III ხარისხის ორდენები (1814) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის);


ბაგრატიონ-იმერეტინსკი ალექსანდრე არჩილის ძე (1674–11), უფლისწული, მეფე არჩილის შვილი, არტილერიის გენერალი (1698), 1700-11 რუსეთის არტილერიის I გენერალ-ფელდცოიხმაისტერი;


ბაგრატიონ-იმერეტინსკი ალექსანდრე გიორგის ძე (1796-1862), გენერალ-ადიუტანტი (1852), კავალერიის გენერალი (1860), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1840);


ბაგრატიონ-იმერეტინსკი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (1837-1900), თავადი, გენერალ-ადიუტანტი (1878), ინფანტერიის გენერალი (1891), 1881-92 მთავარი სამხედრო სამმართველოს უფროსი და მთავარი სამხედრო პროკურორი, 1897-1900 ვარშავის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი და ვარშავის გენერალ-გუბერნატორი, „წმ. გიორგის“ IV (1877), III ხარისხის ორდენები (1877) და ოქროს იარაღი (1877);


ბაგრატიონ-იმერეტინსკი დიმიტრი გიორგის ძე (1799-1845), გენერალ-მაიორი (1836), 1837-45 ულანთა II დივიზიის მეთაური, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1842);


ბაგრატიონ-იმერეტინსკი კონსტანტინე დავითის ძე (1789-44), უფლისწული, გენერალ-მაიორი (1817), 1838 წლამდე მეთაურობდა ჰუსართა I დივიზიას;


ბაგრატიონ-იმერეტინსკი ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე (1830-94), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1880);


ბაგრატიონ-მუხრანსკი ალექსანდრე ირაკლის ძე (1853-1918), გენერალ-მაიორი (1904), გენერალ-ლეიტენანტი (1917), 1917 წელს მე-3 ცხენოსანი კორპუსის სარდალი;


ბაგრატიონ-მუხრანსკი გრიგოლ ივანეს ძე (1787-1861), გენერალ-მაიორი (1850), 1861 წლამდე კავკასიის სასაზღვრო ხაზის მარჯვენა ფლანგის სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1847);


ბაგრატიონ-მუხრანსკი ივანე კონსტანტინეს ძე (1812-95), გენერალ-ლეიტენანტი (1858), 1856-61 მეთაურობდა მე-18 ქვეით დივიზიას, „წმ. გიორგის“ IV (1851), III ხარისხის (1854), „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენები (1871) და ოქროს ხმალი (1844, 1847);


ბაგრატიონ-მუხრანსკი კონსტანტინე ივანეს ძე (1782-1842), გენერალ-ლეიტენანტი (1838);


ბაგრატიონ-მუხრანსკი კონსტანტინე ივანეს ძე (1838-1905), გენერალ-მაიორი (1874);


ბარათაშვილი (ბარატოვი) კონსტანტინე თევდორეს ძე, (1858-1906 შემდ.) თავადი, გენერალ-მაიორი (1906), ოქროს იარაღი (1906);


ბარათაშვილი (ბარატოვი) ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (1865-1932), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1912), კავალერიის გენერალი (1917) 1917-18 რუსეთის საექსპედიციო კორპუსის სარდალი სპარსეთში, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1916) და ორი ოქროს იარაღი;


ბარათაშვილი (ბარატაევი) პეტრე მელქისედექის ძე (პეტრე მიხეილის ძე, 1734-89), თავადი, გენერალ-პორუჩიკი (1786);


ბარათაშვილი (ბარატაევი) სერგი გივის ძე, თავადი, გენერალ-მაიორი;


ბარათაშვილი (ბარატაევი) სიმონ მელქისედექის ძე (სიმონ მიხეილის ძე, 1745-98), თავადი, გენერალ-მაიორი (1789), 1792-96 ყაზანის სამეფისნაცვლოს მმართველი, „წმ. გიორგის“ IV (1785) და III ხარისხის ორდენები (1789). ოქროს ხმალი (მამაცობისათვის 1828);


ბეგთაბეგიშვილი (ბეკტაბეკოვი) ალექსანდრე იასეს ძე (1819-76), თავადი, გენერალ-მაიორი (1869),ოქროს იარაღი (1862);


ბენაშვილი (ბენაევი) ანდრია მიხეილის ძე (1867-1941), გენერალ-მაიორი (1917), 1917_18 32-ე საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი და 105-ე ქვეითი დივიზიის უფროსი, 1918-21 სამხედრო სკოლის უფროსი;


ბუჭყიაშვილი (ბუჩკიევი), ალექსანდრე ბეჟანის ძე (ალექსანდრე ბორისის ძე 1825-1902), გენერალლეიტენანტი (1893), 1887-93 ფინეთის სამხედრო ოლქის არტილერიის სარდალი;


ბუჭყიაშვილი (ბუჩკიევი) დიმიტრი ივანეს ძე (1789-1849), გენერალ-მაიორი (1829), 1829-49 ალექსანდროპოლის ციხესიმაგრის სამხედრო კომენდანტი, „წმ. გიორგის” IV ხარისხის (1830) ორდენი;


ბუჭყიაშვილი (ბუჩკიევი) ვახტანგ ბორისის ძე (1820_1901), გენერალ-მაიორი (1897), „წმ. გიორგის” IV ხარისხის ორდენი (1849);


გაბაშვილი (გაბაევი) ვასილ დავითის ძე (1853-1933), გენერალ-ლეიტენანტი (1913), 1915-16 კავკასიის გრენადერთა დივიზიის მეთაური, „წმ. გიორგის” IV ხარისხის ორდენი (1915) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1917);


გაბაშვილი (გაბაევი) ალექსანდრე გიორგის ძე (1875-1937), გენერალ-მაიორი (1917), წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1915);


გაბაშვილი (გაბაევი) იასონ გიორგის ძე გენერალ-მაიორი (1867), „წმ. გიორგის” IV ხარისხის ორდენი (1859);


გაბაშვილი (გაბაევი) ფრანგისტან ანდრიას ძე (1853-1928), გენერალ-მაიორი (1917), „წმ. გიორგის” IV ხარისხის ორდენი (1915);


გამსახურდია გიორგი ნიკოლოზის ძე (1866-1920 შემდ.), გენერალ-მაიორი (1915), 1919 წელს მეთაურობდა ომსკის სამხედრო ოლქის სახალხო არმიის კავალერიის I დივიზიას, „წმ. გიორგის” IV ხარისხის (1915);


გამსახურდია სერგი ლევანის ძე (1862-1920 შემდ.), გენერალ-მაიორი (1916);


განგებლიშვილი (განგებლოვი) სიმონ გიორგის ძე (1757-1827), გენერალ-მაიორი (1799), 1818 წელს მე-13 ქვეითი დივიზიის მეთაური, „წმ. გიორგის” IV ხარისხის ორდენი (1813);


გარსევანიშვილი (გერსივანოვი) ნიკოლოზ ბორისის ძე (1809-71), თავადი, გენერალ-მაიორი (1855), 1854-55 ყირიმის არმიის შტაბის უფროსი, „წმ. გიორგის” IV ხარისხის ორდენი (1855) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის 1855);


გეგელაშვილი დავით კონსტანტინეს ძე (1852-1935), გენერალ-მაიორი;


გედევანიშვილი (გედევანოვი) ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (1870-1933), თავადი, გენერალ-მაიორი (1916), 1917 წელს 51-ე ქვეითი დივიზიის მეთაური;


გვათუა გიორგი კონსტანტინეს ძე (1829–1919), გენერალ-მაიორი (1912), ოქროს იარაღი (1877).


გველესიანი ალექსანდე ნიკოლოზის ძე (1857-1920 შემდ.), გენერალ-მაიორი (1917);


გოგნიაშვილი (გოგნიევი) ნიკოლოზ რევაზის ძე (1844-1913), გენერალ-მაიორი (1899);


გრუზინოვი ივანე სიმონის ძე, გენერალ-მაიორი (1918);


გოთუა გიორგი სიმონის ძე (1871-1936), გენერალ-მაიორი (1918), „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1915);


გუნცაძე დავით კონსტანტინეს ძე (1861-1925), გენერალ-მაიორი (1914), გენერალ-ლეიტენანტი (1917) 1917-18 მე-12 არმიის სარდალი და 43-ე საარმიო კორპუსის სარდალი, „წმ. გიორგის” IV ხარისხის ორდენი (1916) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1914);


გურგენიძე ივანე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903);


გურიელი გრიგოლ დავითის ძე (1819-92), თავადი, გენერალ-მაიორი (1882);


გურიელი დიმიტრი ქაიხოსროს ძე (1822-82), თავადი, გენერალ-მაიორი (1875);


გურიელი ლევან დავითის ძე (1824-88), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1879);


გურიელი (მამია V) მამია სიმონიეს ძე (1789-1826), თავადი, გენერალ-მაიორი (1811);


გურიელი (გურიალოვი) ივანე სტეფანეს ძე (1770-1818), თავადი, გენერალ-მაიორი (1803), 1816-18 27-ე ქვეითი დივიზიის მეთაური, ოქროს ხმალი (მამაცობისათვის);


გურიელი (გურიალოვი) სტეფანე ქრისტეფორეს ძე (1730-1812), თავადი, გენერალ-მაიორი (1800), „წმ. გიორგის” IV ხარისხის ორდენი (1787);


დადეშქელიანი (დადიშკილიანოვი) ალექსანდრე მიხეილის ძე (1828-87), თავადი, გენერალ-მაიორი (1874);


დადეშქელიანი (დადიშკილიანოვი) გიორგი თენგიზის ძე (1858-1921), თავადი, გენერალ-მაიორი (1917), 1915_17 დაღესტნის გუბერენატორი;


დადიანი გიორგი ლევანის ძე (ეგორ ლეონტის ძე დადიანი, 1683-1765), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი;


დადიანი გრიგოლ გრიგოლის ძე (1798-1851), თავადი, გენერალ-მაიორი;


დადიანი გრიგოლ კაციას ძე (1770-1804), თავადი, გენერალ-მაიორი (1803), „წმ. ალექსანდრე ნეველის” ორდენი;


დადიანი გრიგოლ ლევანის ძე (1814-1901), თავადი, გენერალ-ადიუტანტი (1880), ინფანტერიის გენერალი (1883);


დადიანი დავით ლევანის ძე (1812-53), თავადი, სამეგრელოს მთავარი (1840_53), გენერალ-მაიორი (1845);


დადიანი კონსტანტინე ლევანის ძე (1819-89), თავადი,გენერალ-ლეიტენანტი 1887), „წმ. ალექსანდრე ნეველის” ორდენი;


დადიანი (ლევან V) ლევან გრიგოლის ძე (1793_1846), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1820), 1804-46 სამეგრელოს მთავარი, „წმ. ალექსანდრე ნეველის” ორდენი (1818) და ოქროს ხმალი (1829);


დადიანი (მინგრელსკი) ანდრია დავითის ძე (1850-1910), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1879);


დადიანი (მინგრელსკი) ნიკოლოზ დავითის ძე (ნიკოლოზ I) (1847-1903), თავადი, გენერალ-მაიორი (1878), სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი (1853_66), ოქროს ხმალი (1878);


დადიანი ნიკოლოზ გრიგოლის ძე (1764-1834), თავადი, გენერალ-მაიორი (1804), ,,წმ. ალექსანდრე ნეველის” ორდენი;


დადიანი ოტია ელიზბარის ძე (1836-1915), თავადი, გენერალ-მაიორი (1891);


დევდარიანი ზაქარია დავითის ძე (1832-1901 შემდ.), გენერალ-მაიორი (1901);


დანიბეგაშვილი (დენიბეკოვი) ალექსანდრე იაკობის ძე, გენერალ-ლეიტენანტი (1882), ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1877);


დონაური (დანაუროვი) ალექსი პეტრეს ძე (1830-97), გენერალ-ლეიტენანტი (1885), ოქროს ხმალი (1879);


დონაური (დანაუროვი) მიხეილ ივანეს ძე (1757-1817), გენერალ-მაიორი (1796),1797-99 რუსეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე, „წმ. ალექსანდრე ნეველის” ორდენი;


დუმბაძე ივანე ანტონის ძე (1851-1916), გენერალ-მაიორი (1907), 1907-16 იალტის მთავარმართებელი და იალტის ქალაქის თავი;


დუმბაძე იოსებ ანტონის ძე (1865-1914 შემდ.), გენერალ-მაიორი (1914);


დუმბაძე ნიკოლოზ ანტონის ძე (1854-1927), გენერალ-ლეიტენანტი (1912);


დუმბაძე სამსონ ანტონის ძე (1866-1919 შემდ.), გენერალ-მაიორი (1915), 1917 წელს ომსკის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი;

ერეკლე II (ბაგრატიონი) ერეკლე თეიმურაზის ძე (1720-98), გენერალ-პორუჩიკი (1769), 1744-62 ქართლის მეფე, 1762-98 ქართლ-კახეთის მეფე, „წმ. ანდრია პირველწოდებულის” ორდენი (1769).


ერისთავი (ერისტოვი) ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1873-1955), თავადი, გენერალ-მაიორი (1915), გენერალ-ლეიტენანტი (1917), 1917 წელს კავკასიის III საარმიო კორპუსის სარდალი, 1918_21 საქართველოს სამხედრო ატაშე თურქეთში, „წმ. გიორგის” IV ხარისხის ორდენი (1914) და წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1915);


ერისთავი (ერისტოვი) გიორგი გიორგის ძე (1824-1909), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1890);


ერისთავი (ერისტოვი) გიორგი დავითის ძე (გარდ. 1805), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1800).


ერისთავი (ერისტოვი) გიორგი იასეს ძე (1760-1863), თავადი, ინფანტერიის გენერალი (1846), 1826-28 21-ე ქვეითი დივიზიის მეთაური, „წმ. გიორგის” IV ხარისხის (1804), „წმ. ალექსანდრე ნეველის” (1827) და „წმ. ანდრია პირველწოდებულის” ორდენები (1861).


ერისთავი (ერისტოვი) გიორგი რომანის ძე (1812-91), თავადი, კავალერიის გენერალი (1881), 1849-52 კავკასიის ცენტრალური სასაზღვრო ხაზის ჯარების სარდალი, 1858-61 ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი და ქუთაისის გუბერნიის ჯარების სარდალი, „წმ. ანდრია პირველწოდებულის” (1861) და „წმ. ალექსანდრე ნეველის” ორდენები (1883);


ერისთავი (ერისტოვი) დავით ესტატეს ძე (1843-1910), თავადი, კავალერიის გენერალი (1906), 1895-1901 მე-5 კავალერიის დივიზიის მეთაური, „წმ. გიორგის” IV ხარისხის ორდენი (1881) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1878);


ერისთავი (ერისტოვი) დიმიტრი ალექსის ძე (1797-1858), თავადი, ვიცე-ადმირალი;


ერისთავი (ერისტოვი) ივანე დავითის ძე (1730-1804), თავადი, გენერალ-მაიორი (1798);


ერისთავი (ერისტოვი) ელიზბარ შანშეს ძე (1810-72), თავადი გენერალ-მაიორი (1870);


ერისთავი (ერისტოვი) კონსტანტინე ბიძინას ძე (1836-97), თავადი, გენერალ-მაიორი, 1878_87 გორის მაზრის ჯარების სარდალი;


ერისთავი (ერისტოვი) მიხეილ ბიძინას ძე (1827-94), თავადი, გენერალ-მაიორი (1877);


ერისთავი (ერისტოვი) ნიკოლოზ ბიძინას ძე (1834-1912), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1894), 1878-89 ბათუმის გარნიზონის ჯარების სარდალი, ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1878);


ერისთავი (ერისტოვი) სტეფანე დავითის ძე (1740-1804), თავადი, გენერალ-მაიორი (1798);


ესაძე სპირიდონ იოსების ძე (1813-75), გენერალ-მაიორი (1874), 1865-75 თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი;


ვაშაკიძე ტარასი დავითის ძე (1876-1937), გენერალ-მაიორი (1918) „წმ. გიორგის” IV ხარისხის ორდენი (1916) და საფრანგეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდო „Medaille Militaire“ (1915);


ვაჩნაძე აბრამ გიორგის ძე (1853-1941), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1914), 1913_17 პეტერგოფის სამხედრო კომენდანტი და გარნიზონის ჯარების სარდალი;


ვაჩნაძე ალექსანდრე ივანეს ძე (1844-1901 შემდ.), თავადი, გენერალ-მაიორი (1915);


ვაჩნაძე ალექსანდრე ივანეს ძე (1855-1915 შემდ.), თავადი, გენერალ-მაიორი (1915);


ვაჩნაძე დავითი თამაზის ძე (1844-1901 შემდ.), თავადი, გენერალ-მაიორი (1901);


ვაჩნაძე ლეონტი თამაზის ძე (1858-1916 შემდ.), თავადი, გენერალ-მაიორი (1916);


ვახვახიშვილი (ვახვახოვი) აგათონ გარსევანის ძე (1837-1909), თავადი, გენერალ-მაიორი (1892);


ვეზირიშვილი (ვიზიროვი) დიმიტრი გიორგის ძე (1825-98), თავადი, გენერალ-მაიორი (1879);


ზაალიშვილი (ზაალოვი) მიხეილ ზაქარიას ძე (1858–1914 შემდ.), გენერალ-მაიორი (1914);


ზუმბულიძე (ზემბულატოვი) იაკობ მიხეილის ძე (გ. 1800), გენერალ-მაიორი (1781), 1781-84 ეკატერინბურგის ობერ-კომენდანტი, 1784-94 ორენბურგის ობერ-კომენდანტი, „წმ. გიორგის” IV ხარისხის ორდენი (1770);


თარხან-მოურავი გიორგი იორამის ძე (1841-1911), თავადი, გენერალ-მაიორი (1890), 1881-90 გენერალური შტაბის მთავარი სამობილიზაციო სამმართველოს უფროსი;


თარხან-მოურავი იოსებ დავითის ძე (1819-78), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1866), გენერალ-ადიუტანტი (1871), 1868-76 კავკასიის გრენადერთა დივიზიის მეთაური, „წმ. გიორგის” IV (1854), III ხარისხის ორდენები (1859) და ოქროს იარაღი (1854);


თარხან-მოურავი კონსტანტინე დავითის ძე (1811-69), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1865), 1862-63 ბაქოს გუბერნიის გუბერნატორი, „წმ. გიორგის” IV ხარისხის ორდენი (1851) და ოქროს იარაღი (მამაცობისათვის, 1839);


თარხან-მოურავი რომან დიმიტრის ძე (1806-66), თავადი, გენერალ-მაიორი (1860), „წმ. გიორგის” IV ხარისხის ორდენი (1842) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1829);


თარხნიშვილი (ტარხანოვი) გენადი ნიკოლოზის ძე (1854-1920), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1916), 1912-17 კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების საბინაო სამმართველოს უფროსი;


თაყაიშვილი ვარლამ სიმონის ძე (1857-1934), გენერალ-მაიორი (1905), 1903-05 ბაქოს და განჯის გუბერნატორი;


თეთრუაშვილი (ტეტრუევი) ვასილ გაბრიელის ძე (1872-1915), გენერალ-ლეიტენანტი (გარდაცვალების შემდეგ 1915), „წმ. გიორგის” IV ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ 1916) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1915);


თეთრუაშვილი (ტეტრუევი) ნიკოლოზ გაბრიელის ძე (1864-1920), გენერალ-მაიორი (1916). 1917-18 55-ე ქვეითი დივიზიის მეთაური, 1919 წელს ურალის ცალკეული არმიის ურალ-ასტრახანის კორპუსის სარდალი, „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1916);


თოფურია დიმიტრი სოლომონის ძე (სამსონის ძე) (1861–1924), გენერალ-მაიორი (1915), წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1916);


თულაშვილი (ტულაევი) გიორგი ლევანის ძე (1867-1918 შემდ.), გენერალ-მაიორი (1917).


თუმანიშვილი (ტუმანოვი) ალექსანდრე გიორგის ძე (1821-72), თავადი, გენერალ-მაიორი (1870), 1870-72 მე-20 ქვეითი დივიზიის მეთაური, ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1860);


თუმანიშვილი (ტუმანოვი) გიორგი ალექსანდრეს ძე (1856-1918), თავადი, კავალერიის გენერალი (1916), 1916-17 კავალერიის მე-7 კორპუსის სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1917) და ოქროს ხმალი (1906);


თუმანიშვილი (ტუმანოვი) გიორგი იასეს ძე (1839-1901), თავადი, ინფანტერიის გენერალი (1891).


თუმანიშვილი (ტუმანოვი) გიორგი ნიკოლოზის ძე (1880–1917), თავადი, გენერალ-მაიორი (1917), 1917 წელს სამხედრო მინისტრის თანაშემწე;


თუმანიშვილი (ტუმანოვი) დიმიტრი გიორგის ძე (1821-88), თავადი, გენერალ-მაიორი (1883);


თუმანიშვილი (ტუმანოვი) ისაკ შიოშის ძე (1803-80), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1869), 1860-69 კავკასიის სამხედრო ოლქის საველე ტრიბუნალის თავმჯდომარე, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1848) და ოქროს იარაღი (1856);


თუმანიშვილი (ტუმანოვი) კონსტნტინე ალექსანდრეს ძე (1862-1933), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1916), 1917-18 კავალერიის II კორპუსის სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1917) და ოქროს ხმალი (1906);


თუმანიშვილი (ტუმანოვი) მიხეილ გიორგის ძე (1848-1905), თავადი, გენერალ-მაიორი (1902);


თუმანიშვილი (ტუმანოვი) ნიკოლოზ გიორგის ძე (1848-1918 შემდ.), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1911);


თუმანიშვილი (ტუმანოვი) ნიკოლოზ იასეს ძე (1844-1917 შემდ.), თავადი, ინჟინერ-გენერალი (1907), 1915-16 პეტროგრადის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი, „წმ. ალექსანდე ნეველის“ ორდენი (1911);


თუმანიშვილი (ტუმანოვი) ნიკოლოზ ივანეს ძე (1868-1917 შემდ.), თავადი, გენერალ-მაიორი (1914);


თურქესტანიშვილი (ტურკისტანოვი) (ეგორ ბორისის ძე) გიორგი ბაადურის ძე (1730-95), თავადი, გენერალ-მაიორი (1789), სამხედრო კოლეგიის გენერალ-კონტროლიორი;


თურქესტანიშვილი (ტურკისტანოვი) მიხეილ ბორისის ძე (ბაადურის ძე), (გ. 1791), თავადი, ბრიგადირი (1777), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1777);


იაშვილი ვლადიმერ ვლადიმეის ძე (1815-64), თავადი, გენერალ-მაიორი (1858), 1863_64 ვილნოს სამხედრო გუბერნატორი;


იაშვილი ვლადიმერ მიხეილის ძე (1764-1815), თავადი, გენერალ-მაიორი (1800), ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1794);


იაშვილი ლევან მიხეილის ძე (1772-1836), თავადი, არტილერიის გენერალი (1819), 1816_36 I არმიის არტილერიის სარდალი, „წმ. გიორგის“ IV (1795), III ხარისხის (1808), „წმ. ანდრია პირველწოდებულის“ (1833), „წმ. ალექსანდრე ნეველის“ორდენები (1813) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1806, 1807).


იაშვილი მიხეილ ალექსის ძე (1748-1811), თავადი, გენერალ-მაიორი, სესტრორეცკის და სანქტ-პეტერბურგის დენთის ქარხნების უფროსი;


იმნაძე ევგენი სიმონიეს ძე (1875-1944 შემდ.), გენერალ-მაიორი (1916), 1919_20 ოდესის სამხედრო სასწავლებლის უფროსი, წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1915);


იოსელიანი დიმიტრი ზაქარიას ძე (1820-1900), გენერალ-მაიორი (1882).


იოსელიანი ზაქარია ონისიმეს ძე (1786-1866), გენერალ-მაიორი (1828), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1831) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1813);


ისარლიშვილი (ისარლოვი) იოსებ ლუკას ძე (1862_1915 შემდ.), გენერალ-მაიორი (1914);


კვანჭხაძე ვასილ ალექსის ძე (1858-1919 შემდ.), გენერალ-მაიორი (1913), „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1905);


კვინიტაძე (ჩიქოვანი) გიორგი ივანეს ძე (1874-1970), გენერალ-მაიორი (1917), 1917 წელს ქართული კორპუსის სარდალი, 1918 წელს ამიერკავკასიის რესპუბლიკების სამხედრო მინისტრი და არმიების მთავარასარდალი, 1918-21 ქართული კორპუსის I დივიზიის მეთაური, აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორი, შავი ზღვის სანაპიროს ჯარების სარდალი, სამხედრო სკოლის უფროსი, ქართული ჯარის მთავარსარდლი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1917) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1917);


კობიაშვილი (კობიევი) ალექსანდრე იოსების ძე (1857-1918), გენერალ-მაიორი (1910), 1909_13 იჟევსკის საიარაღო ქარხნის უფროსი;


კობიაშვილი (კობიევი) მიხეილ ანდრიას ძე (1862-1931), გენერალ-მაიორი (1916), „წმ. გიორგის“ იარაღი (1916);


კობიაშვილი (კობიევი) ნიკოლოზ გრიგოლის ძე (1822-80), გენერალ-მაიორი (1868), ოქროს ხამლი (1860);


ლაფერაშვილი (ლაპეროვი) ივანე ნიკოლოზის ძე (1855-1913 შემდ.), გენერალ-მაიორი (1913);


ალექსანდრე ლაშქარაშვილი ალექსანდრეს ძე 1850-იანი წლები რუსეთის გენერალი Лошкарёв (Лашкарев, Лошкарев) Александр Александрович, გენერალ-მაიორი (1862);


ლაშკარევი (ლაშქარაშვილი) ალექსანდრე გრიგოლის ძე (1823–98), გენერალ-ლეიტენანტი (1867), 1860-65 პერმის გუბერნატორი;


ლაშკარევი (ლაშქარაშვილი) ალექსანდრე სერგის ძე, გენერალ-ლეიტენანტი (1833), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1812);


ლაშკარევი (ლაშქარაშვილი) გრიგოლ ალექსანდრეს ძე (გ. 1902), გენერალ-ლეიტენანტი (1878), 1877-78 IV კორპუსის კავალერიის სარდალი, 1878-84 მე-9 კავალერიის დივიზიის II ბრიგადის მეთაური;


ლაშკარევი (ლაშქარაშვილი) გრიგოლ სერგის ძე (1788-1849), გენერალ-ლეიტენანტი (1844), 1833-34 კიევის გუბერნატორი, 1839-49 ვოლინის გუბერნატორი;


ლაშკარევი (ლაშქარაშვილი) ნიკოლოზ გრიგოლის ძე (1822-98), გენერალ-მაიორი (1860);


ლაშკარევი (ლაშქარაშვილი) პავლე სერგის ძე (1776-1857), გენერალ-მაიორი (1814), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1812), ოქროს ხმალი (მამაცობისათვის);


ლაშკარევი (ლაშქარაშვილი) პავლე სერგის ძე, გენერალ-ლეიტენანტი (1879);


ლიონიძე ალექსანდრე სოლომონის ძე, თავადი, გენერალ-მაიორი (1915). ლიონიძე ვასილ დიმიტრის ძე (1864-1929), თავადი, გენერალ-მაიორი (1917);


მაზნიაშვილი (მაზნიევი) გიორგი ივანეს ძე (1870-1937), გენერალ-მაიორი (1918), 1918 წლის ოქტომბერიდან თბილისის გენერალ-გუბერნატორი და I ქართული დივიზიის უფროსი, 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთთან ბრძოლის დროს სარდლობდა თბილისის (სოღანლუღის სექტორი) ფრონტს, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1917), საქართველოს ეროვნული გმირი (2013);


მამაცაშვილი (მამაცევი) იოსებ ქრისტეფორეს ძე (1810-74), გენერალ-მაიორი (1870);


მამაცაშვილი (მამაცევი) კონსტანტინე იოსების ძე (1849-1908 შემდ.), გენერალ-მაიორი (1907);


მამაცაშვილი (მამაცევი) კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე (1814-90), გენერალ-მაიორი (1869), 1869 წელს კავკასიის არმიის არტილერიის სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1854) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1860);


მამაცაშვილი (მამაცევი) ლევან კონსტანტინეს ძე (1863-1916), გენერალ-მაიორი (1916), „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (გარდაცვალების შემდეგ 1916);


მამაცაშვილი (მამაცევი) ქრისტეფორე იოსების ძე (1839-1909), გენერალ-მაიორი (1900);


მანველიშვილი (მანველოვი) ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1824-1906), თავადი, კავალერიის გენერალი (1885), 1869-71 მე-8 კავალერიის დივიზიის მეთაური, ოქრის ხმალი (მამაცობისათვის, 1878);


მანველიშვილი (მანველოვი) ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (1816-89), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1868), ოქროს ხმალი (1855); 


მანსურაძე (მანსურაძევი) ივანე დავითის ძე, გენერალ-მაიორი (1872), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1852) და ოქროს ხმალი (1858);


მარკოზაშვილი (მარკოზოვი) ვასილ ივანეს ძე (1838-1908), ინფანტერიის გენერალი (1897);


მარკოზაშვილი (მარკოზოვი) ივანე პავლეს ძე (1799-1877), გენერალ-მაიორი (1869), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1841).


მარღანია კაცო ბეჟანის ძე (1766-1866), თავადი, გენერალ-მაიორი (1844).


მარღანია მალაქია კვაჯის ძე (1859-1937), თავადი, გენერალ-მაიორი (1913), „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1916);


მაქარაშვილი ილია საყვარელას ძე (1854-1912), გენერალ-ლეიტენანტი (1908), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1878);


მაღალაშვილი (მაგალოვი) დავით იოსების ძე (1820-78 შემდ.), თავადი, გენერალ-მაიორი (1878);


მაღალაშვილი (მაგალოვი) ლევან (ლენკო) ლუარსაბის ძე (1879-1926), თავადი, გენერალ-მაიორი (1917), 1919-21 მეთაურობდა მოხალისეთა ქართულ კორპუსს;


მაყაშვილი (მაკაევი) აბელ გაბრიელის ძე (1860-1920), თავადი, გენერალ-მაიორი (1916), 1918_19 ახალციხის გენერალ-გუბერნატორი, და თბილისის სამხედრო კომენდანტი, 1920 წელს განჯის სამხედრო სკოლის უფროსი, „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1917);


მაყაშვილი (მაკაევი) დიმიტრი სოლომონის ძე (1840-1906), თავადი, გენერალ-მაიორი (1891);


მაყაშვილი (მაკაევი) ვლადიმერ ათანასეს ძე (1839-1911) თავადი, გენერალ-მაიორი (1900);


მაყაშვილი (მაკაევი) ზაალ დიმიტრის ძე (1831-1922), თავადი, გენერალ-მაიორი;


მაყაშვილი (მაკაევი) ივანე რამაზის ძე (1848-1921 შემდ.), თავადი, გენერალ-მაიორი (1907), ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1906);


მაყაშვილი (მაკაევი) ილია ზაქარიას ძე (1857-1917 შემდ.), თავადი, გენერალ-მაიორი (1914), 1917 წელს ციმბირის მე-8 მსროლელი დივიზიის მეთაური, ოქროს ხმალი (1906);


მაყაშვილი (მაკაევი) რევაზ მანის ძე (1805-56), თავადი, გენერალ-მაიორი (1856);


მაყაშვილი (მაკაევი) სოლომონ ზაქარიას ძე (1855-1920), თავადი, გენერალ-მაიორი (1913), ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1906);


მაჩაბელი გიორგი მიხეილის ძე (1862-1917 შემდ.), თავადი, გენერალ-მაიორი (1917);


მაჩაბელი დავით გიორგის ძე (გ. 1776), თავადი, გენერალ-მაიორი (1775), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1774);


მაჩაბელი ვასილ რევაზის ძე (1854_1913 შემდ.), თავადი, გენერალ-მაიორი (1913), ოქროს ხმალი (მამაცობისათვის);


მაჭავარიანი დავით მიხეილის ძე (1864-1924), გენერალ-მაიორი (1917);


მაჭავარიანი სპირიდონ სიმონიეს ძე, 1807-92წწ დაბ. სოფ. ცხრაწყარო, ზესტაფონი, გენერალ-მაიორი (1869);


მაჭავარიანი მიხეილ მერაბის ძე (1838-1902), გენერალ-მაიორი (1899);


მახათაძე ბორის ალექსანდრეს ძე (1865-1912 შემდ.), გენერალ-მაიორი (1909);


მდივანი ზაქარია ასლანის ძე (1867-1933), გენერალ-მაიორი (1915), 1917-18 39-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი და კავკასიის სამხედრო ოლქის მთავარი უფროსი, 1918-21 ბათუმის სამხედრო კომენდანტი და ბათუმის ოლქის ჯარების სარდალი;


მელიქიშვილი (მელიკოვი) დავით ზაქარიას ძე (1856-1909), თავადი, გენერალ-მაიორი (1897);


მელიქიშვილი (მელიკოვი) ივანე ქრისტეფორეს ძე (1779;1850), თავადი, გენერალ-მაიორი (1829), 1827_29 ერევნის სამხედრო კომენდანტი;


მელიქიშვილი (მელიკოვი) ლევან ივანეს ძე (1817-92), თავადი, გენერალ-ადიუტანტი (1861), კავალერიის გენერალი (1869), 1877-78 იყო დაღესტნის ოლქის ჯარების სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის (1845), „წმ. ანდრია პირველწოდებულის“ (1883), „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენები (1871) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1859);


მელიქიშვილი (მელიკოვი) ნიკოლოზ ლევანის ძე (1867-1924), თავადი, გენერალ-მაიორი (1916), „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1915);


მელიქიშვილი (მელიკოვი) პეტრე ლევანის ძე (1862-1934), თავადი, გენერალ-მაიორი (1909);


მიქელაძე ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (1863-1919), თავადი, გენერალ-მაიორი (1914), 1917 წელს ცხენოსანი, ბრიგადას მეთაური. მიქელაძე ალექსანდრე პლატონის ძე (1867-1928), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1915);


მიქელაძე ალმასხან ოტიას ძე (1834-1915), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1895), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1877);


მიქელაძე დიმიტრი ოტიას ძე (1836-1910), თავადი, გენერალ-მაიორი (1906), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1877);


მიქელაძე ვიაჩესლავ არტემის ძე (1875-1951), თავადი, გენერალ-მაიორი (1916), სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი (1934), პროფესორი, 1935-51 ლენინგრადის სამხედრო-მექანიზირებული ინსტიტუტის დირექტორი, წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1916);


მიქელაძე კონსტანტინე ალმასხანის ძე (1866-1914), თავადი, გენერალ-მაიორი (1913);


მიქელაძე ნიკოლოზ რომანის ძე (1841-98), თავადი, გენერალ-მაიორი (1893);


მუსხელიშვილი (მუსხელოვი) ალექსანდრე ივანეს ძე (გ. 1897), გენერალ-მაიორი, ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1878);


მუსხელიშვილი (მუსხელოვი) გიორგი ივანეს ძე (1844-1929), გენერალ-მაიორი (1902);


მუსხელიშვილი (მუსხელოვი) დიმიტრი ივანეს ძე (გ. 1913), გენერალ-მაიორი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1877);


მუსხელიშვილი (მუსხელოვი) ეფრემ სოლომონის ძე (1852-1920), გენერალ-მაიორი (1912), „წმ. გიორგის“ IV ხარიხსის ორდენი (1905);


მუსხელიშვილი (მუსხელოვი) იაკობ ლევანის ძე (1865-1936), გენერალ-მაიორი (1918), 1917 წელს ბათუმის ციხესიმაგრის არტილერიის და მიხეილის საციხოვნო არტილერიის სარდალი;


მუსხელიშვილი (მუსხელოვი) ივანე ლევანის ძე (1859-1940), გენერალ-მაიორი (1914), აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის მამა (1891-1976) „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1915);


მღებრიშვილი (მგებროვი) აბესალომ ივანეს ძე (1845-1916 შემდ.), გენერალ-ლეიტენანტი (1914).


ნათიშვილი (ნატიევი) ალექსანდრე გიორგის ძე (1873-1919), გენერალ-მაიორი (1917), წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1918). 1917 წლის ბოლოს მე-6 საარმიო კორპუსის მეთაური;


ნათიშვილი (ნატიევი) დავით სოფრომის ძე (1859_1940), გენერალ-მაიორი (1917), წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1917);


ნაკაშიძე ალექსანდრე დავითის ძე (1837-1905), თავადი, კავალერიის გენერალი (1897), 1880_97 ელისავეტპოლის გუბერნიის გუბერნატორი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1878) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1878);


ნაკაშიძე ივანე ალექსანდრეს ძე (1848-1919) თავადი, გენერალ-მაიორი (1909);


ნაცვლიშვილი (ნაცვალოვი) დავით მალაქიას ძე (გ. 1915), გენერალ-მაიორი (გარდაცვალების შემდეგ 1915), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ 1916) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1916).


ნაცვლიშვილი (ნაცვალოვი) დიმიტრი დიმიტრის ძე (1837-1911), გენერალ-მაიორი (1896), ოქროს ხმალი (მამაცობისათვის);


ნაცვლიშვილი (ნაცვალოვი) ნიკოლოზ გიორგის ძე (1884-1919), გენერალ-მაიორი (1918), 1918_19 ამურისპირეთის მე-5 კორპუსის სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1916) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1915);


ნემსაძიევი (ნემსაძე) ვლადისლავ, გენერალ-მაიორი (1866);


ნიჟარაძე (ნიჟერაძე) კონსტანტინე კონსტანტინეს ძე (1869-1939), თავადი, გენერალ-მაიორი (1916), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1907);


ნიჟარაძე (ნიჟერაძე) დავით ოტიას ძე (1853-1922), თავადი, გენერალ-მაიორი (1916);


ოდიშელიძე ილია ზურაბის ძე (1865-1925), გენერალ-ლეიტენანტი (1914), 1917_18 მე-15 საარმიო კორპუსის და I არმიის სარდალი, 1917 წელს სარდლობდა მე-3 არმიას, 1917 წელს კავკასიის არმიის სარდალი და 1920 წელს ქართული არმიის მთავარსარდლი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1907);


ოდიშელიძე ზურაბ ალექსანდრეს ძე (1821-92) გენერალ-მაიორი, ოქროს ხმალი (მამაცობისათვის);


ორბელიანი (ორბელიანოვი) ალექსანდრე ივანეს ძე (1847-1919), თავადი, გენერალ-მაიორი (1899);


ორბელიანი (ორბელიანოვი) გიორგი ილიას ძე (1863-1924), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1910);


ორბელიანი (ორბელიანოვი) გრიგოლ დიმიტრის ძე (1804-83), თავადი, გენერალ-ადიუტანტი (1857), ინფანტერიის გენერალი (1862), 1855-59 კასპიისპირეთის ჯარების სარდალი, 1860-62 თბილისის გენერალ-გუბერნატორი, ტფილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებლის დამაარსებელი (1863) „წმ. გიორგის“ IV ხარისხის (1854), „წმ. ანდრია პირველწოდებულის“ (1871) და „წმ. ალექსანდრე ნეველის“ორდენები (1861), ოქროს ხმალი (1847), ოქროს ხმალი (მამაცობისათვის 1857, 1872);


ორბელიანი (ორბელიანოვი) დიმიტრი ზაქარიას ძე (1763-1827), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1827), 1811 წელს მე-20 ქვეითი დივიზიის ბრიგადის მეთაური, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1804);


ორბელიანი (ორბელიანოვი) დიმიტრი თომას ძე (1797-1868), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1856), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1867);


ორბელიანი (ორბელიანოვი) ვახტანგ ვახტანგის ძე (1812-90), თავადი, გენერალ-მაიორი (1860), ოქროს იარაღი (1854);


ორბელიანი (ორბელიანოვი) თომა (თამაზ) დიმიტრის ძე (1769-1815), თავადი, გენერალ-მაიორი (1812);


ორბელიანი (ორბელიანოვი) ივანე დავითის ძე (1822-93), თავადი, გენერალ-მაიორი (1881);


ორბელიანი (ორბელიანოვი) ივანე თომას ძე (1809-66), თავადი, გენერალ-მაიორი (1858);


ორბელიანი (ორბელიანოვი) ივანე კონსტანტინეს ძე (გ. 1892), თავადი, გენერალ-მაიორი (1846);


ორბელიანი (ორბელიანოვი) ივანე მაკარის ძე (1845-1919), თავადი, კავალერიის გენერალი (1906), 1905-06 22-ე და მე-18 საარმიო კორპუსების სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხი ორდენი (1878);


ორბელიანი (ორბელიანოვი) იოანე დავითის ძე (1765-1808), თავადი, გენერალ-მაიორი (1803);


ორბელიანი (ორბელიანოვი) ილია დიმიტრის ძე (1818-53), თავადი, გენერალ-მაიორი (1851), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1845);


იოსებ (სოსიკო) ორბელიანი - გენერალ-მაიორი, დაღესტნის 82-ე ქვეითი პოლკის მეთაური (1865), კავკასიის გრენადერთა დივიზიის უფროსის თანაშემწე (1844), იმპერატორის ამალის ოფიცერი საგანგებო დავალებებში (1872), ალაზნის ხაზის ჯარების სარდალი (1877)


ორბელიანი (ორბელიანოვი) მაკარ თომას ძე (1800-71), თავადი, გენერალ-მაიორი (1856), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის (1848), „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენები და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1837);



ჟღენტი ალექსი სამსონის ძე (1860-1915), გენერალ-მაიორი (1915);




რატიშვილი (რატეევი) ივანე დავითის ძე (გ. 1725), თავადი, გენერალ-მაიორი (1799), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1794);


რატიშვილი (რატიევი) ზურაბ გიორგის ძე (1819-91), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1882);


რატიშვილი (რატიევი) ნიკოლოზ იურის ძე (1731-1803 შემდ.), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1787);


რუსიშვილი-ყორჩიბაშიშვილი (რუსიევი-ყორჩიბაშევი) კონსტანტინე სოლომონის ძე, (1840-1915), თავადი, გენერალ-მაიორი;


სავარსამიძე (სევარსემიძევი) ლეონტი იაკობის ძე (1778-1838), გენერალ-მაიორი (1827), 1826 წელს სარდლობდა ჯარებს სპარსეთის საზღვარზე, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1823);


სალაღაშვილი (სოლოღაშვილი) (სალაგოვი) სიმონ ივანეს ძე (1756-1820), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1800), 1805 წელს გენერალ-აუდიტორატი (სამხედრო-სასამართლო უწყების უფროსი), „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენი;


სარაჯიშვილი (სარაჯევი) ვასილ ალექსანდრეს ძე (1839-1916), თავადი, გენერალ-მაიორი (1901);



საღინაშვილი (საგინოვი) ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-87), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1881), 1865-69 კავკასიის არმიის გენერალ-გევალდიგერი (სამხედრო პოლიციის უფროსი), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1849) და ოქროს ხმალი (1839);


საღინაშვილი (საგინოვი) ივანე ბესარიონის ძე (1834-1909), თავადი, გენერალ-მაიორი (1892), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1878);


 როსტომ ივანეს ძე საღინაშვილი (საგინაშვილი) 1840 - 1902წწ 



სუმბათაშვილი (სუმბატოვი) დავით ალექსანდრეს ძე (1831-1920), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1890), ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1879);


სუმბათაშვილი (სუმბატოვი) მიხეილ ლუარსაბის ძე (1822–86), თავადი, გენერალ-მაიორი (1883);


ტატიშვილი (ტატიევი) ნიკოლოზ როსტომის ძე (გ. 1920), გენერალ-მაიორი (1917), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1917);


ტერიაშვილი (ტერიევი) ზაალ შალვას ძე (1840-1916), გენერალ-მაიორი (1900), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1859);


ფავლენიშვილი (პავლენოვი) ესტატე ალექსანდრეს ძე (1844-1909), თავადი, გენერალ-მაიორი (1898);


ფანჩულიძე (ფაჩულიძევი) ევგენი ალექსის ძე (1853-1917), გენერალ-ლეიტენანტი (1912), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1878);


ფანჩულიძე (ფანჩულიძევი) ივანე დავითის ძე (1759-1815), გენერალ-ლეიტენანტი (1813), „წმ. გიორგის“ IV (1811), III ხარისხის ორდენები (1813) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის);


ფანჩულიძე (ფანჩულიძევი) სიმონ დავითის ძე (1767-1817), გენერალ-მაიორი (1807), „წმ. გიორგის“ IV (1806), III ხარისხის ორდენები (1813) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1812);


ფიცხელაური (ფიცხელაუროვი) ალექსანდრე პეტრეს ძე (1878-1928), გენერალ-მაიორი (1918), გენერალ-ლეიტენანტი (1919), 1918-19 სტარობელსკის რაიონის გენერალ-გუბერნატორი და ჯარების სარდალი, დასავლეთის ფრონტის ჩერტკოვსკის რაიონის სარდალი;


ფურცელაძე გიორგი მიხეილის ძე (1867-1924), გენერალ-მაიორი (1916), 1918_21 ბათუმის ციხის კომენდანტი და ფოთის რაიონის ნაწილების სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1915) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1915);


ფურცელაძე მიხეილ ნიკოლოზის ძე (1834-1912), გენერალ-მაიორი (1903);


ფხეიძე (ფხეიძევი) პავლე დავითის ძე (გ. 1831), თავადი, გენერალ-მაიორი (1822), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1824);


ქავთარაძე (კავტარაძევი) ალექსანდრე ივანეს ძე (1866-1933 შემდ.), გენერალ-მაიორი (1916), წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1916);


ქავთარაძე (კოვტორაძე) ალექსი გაბრიელის ძე (1821-1907), ინფანტერიის გენერალი (1900), 1890_94 IX ქვეითი დივიზიის მეთაური, „წმ. გიორგის“ IV (1854), III ხარისხის ორდენები (1879) და ოქროს ხმალი (1878);


ქავთარაძე ნიკოლოზ ალექსის ძე (1861-1931), გენერალ-მაიორი (1917), 1901-17 ქ. გატჩინოს პოლიცმაისტერი;



დავით ქობულაშვილი  ესტატეს (ევგენის) ძე (1816-1870) გენერალი მოღვ. რუსეთში ქსნის ერისთავი თავადი, გენერალ-მაიორი (1864);


ქობულაშვილი (კობულოვი) ევგენი დავითის ძე (1856-1915), თავადი, გენერალ-მაიორი. ქონიაშვილი (კონიევი) გრიგოლ ალექსანდრეს ძე, გენერალ-მაიორი (1910);


ქორქაშვილი გიორგი პეტრეს ძე (1865-1916), გენერალ-მაიორი (1909), 1910 წელს მეთაურობდა ვიბორგის და სევასტოპოლის საციხოვნო არტილერიებს;


ქუთათელაძე კირილე პეტრეს ძე (1861-1929), გენერალ-ლეიტენანტი (1916), 1909-10 მე-4 სარეზერვო საარტილერიო დივიზიის მეთაური;


ქუთათელაძე სიმონ ივანეს ძე (1858-1918), გენერალ-მაიორი (1914);


ქუთაისოვი (კუტაისოვი) ალექსანდრე ივანეს ძე (1784-1812), გრაფი, გენერალ-მაიორი (1806), 1812 წელს დასავლთის არმიის არტილერიის სარდალი, „წმ. გიორგის“ III ხარისხის ორდენის (1807) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის);


ქუთაისოვი (კუტაისოვი) იპოლიტე ანდრიას ძე (1814-78), გრაფი, გენერალ-მაიორი (1856);


ქუთაისოვი (კუტაისოვი) კონსტანტინე პავლეს ძე (1876-1918), გრაფი, გენერალ-მაიორი (1916), წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1914);


ქუთაისოვი (კუტაისოვი) პავლე იპოლიტეს ძე (1837-1911), გრაფი, ინფანტერიის გენერალი (1900), 1903-05 ირკუტსკის გენერალ-გუბერნატორი;


ღლონტი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1858-1924), გენერალ-მაიორი (1917);


ღოღობერიძე ივანე ალმასხანის ძე (1858-1916), გენერალ-მაიორი (1915), „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (გარდაცვალების შემდეგ 1917);


ყაზბეგი გაბრიელ ნიკოლოზის ძე (გ. 1907), გენერალ-მაიორი;


ყაზბეგი გიორგი ნიკოლოზის ძე (1840-1921), გენერალ-ლეიტენანტი (1907), 1905-06 ვლადივოსტოკის ციხესიმაგრის სამხედრო კომენდანტი, ოქროს ხმალი (1877);


ყაზბეგი ივანე ნიკოლოზის ძე (1860-1944), გენერალ-მაიორი (1916);


ყაზბეგი მიხეილ გაბრიელის ძე (1805-76), გენერალ-მაიორი (1859), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1852);


ყაზბეგი (ჩოფიკაშვილი) გაბრიელ დიმიტრის ძე (გ. 1817), გენერალ-მაიორი;


ყარანგოზიშვილი (კარანგოზოვი) კონსტანტინე ადამის ძე (1852-1907), გენერალ-მაიორი (1904), 1905-07 დროებით ოდესის გენერალ-გუბერნატორი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1878);


ყიფიანი მიხეილ ზაალის ძე (1836-1901), თავადი, გენერალ-მაიორი (1886), კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის სამხედრო მხაზველთა უფროსი;


შალიკაშვილი (შალიკოვი) ივანე იოსების ძე (1813-66), თავადი, გენერალ-მაიორი (1860), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1851);


შალიკაშვილი (შალიკოვი) მიხეილ იაკობის ძე (1831-1909), თავადი, ინფანტერიის გენერალი (1898), 1890-98 ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორი და ჯარების სარდალი;


შალიკაშვილი (შალიკოვი) სიმონ იოსების ძე (1808-63), თავადი, გენერალ-მაიორი (1859), 1858-60 ლეკთა სასაზღვრო ხაზის მარჯვენა ფლანგის ჯარების სარდალი, 1860-63 ზემო დაღესტნის სამხედრო ნაწილის უფროსი.


შალიკაშვილი (ჩალიკოვი) ანტონ სტეფანეს ძე (1754-1821), თავადი, გენერალ-მაიორი (1807), 1818-21 მსუბუქი კავალერიის გვარდიული დივიზიის მეთაური, „წმ. გიორგის“ IV (1808), III ხარისხის ორდენები (1814) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1805);


შალიკაშვილი (ჩალიკოვი) ბორის ანტონის ძე, თავადი, გენერალ-მაიორი (1864), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1851);


შანშიაშვილი (შანშიევი) ნიკოლოზ შანშეს ძე (1862-1933 შემდ.), გენერალ-მაიორი (1915);


შარვაშიძე (შერვაშიძე) გიორგი დიმიტრის ძე (1846-1918), თავადი, გენერალ-ადიუტანტი (1899), 1889-97 თბილისის გუბერნიის გუბერნატორი;


შარვაშიძე (შერვაშიძე) გრიგოლ ალექსანდრეს ძე (1818-98), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1890).


შარვაშიძე (შერვაშიძე) მიხეილ (ჰამუტ-ბეი) გიორგის ძე (1806-66), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1837), გენერალ-ადიუტანტი (1849);


შარვაშიძე (შერვაშიძე) პროკოფი ლევანის ძე (1840-1914), თავადი, გენერალ-მაიორი (1900), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის (1878) ორდენი;


დავით ჩივაძე  ტიმოფეს ძე (1853-1918 ?) რუსეთის გენერალი წარმ. თეთრიწყარო Чивадзе Давид Тимофеевич


ჩივაძე კონსტანტინე ალექსანდრეს ძე (1866-1918 შემდ.), გენერალ-მაიორი (1908), 1918 წელს უკრაინის სახალხო რესპუბლიკის მთავარი სამხედრო იურიდიული სამმართველოს უფროსი და მთავარი სამხედრო პროკურორი;


ჩიკოიძე როსტომ გიორგის ძე (1848-1925), გენერალ-მაიორი (1905);


ჩიქოვანი ბესარიონ პავლეს ძე (1856-1920 შემდ.), თავადი, გენერალ-მაიორი (1914), წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1916);


ჩიქოვანი დავით ნიკოლოზის ძე, თავადი, გენერალ-მაიორი (1909);


ჩიქოვანი ნიკოლოზ მერაბის ძე (1833-92), თავადი, გენერალ-მაიორი (1887), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1878);


ჩოლოყაშვილი (ჩელოკაევი) ბიძინა ოთარის ძე (1829-1902), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1901);


ჩოლოყაშვილი (ჩელოკაევი) გრიგოლ პაატას ძე (1846-1916 შემდ.), თავადი, გენერალ-მაიორი (1904);


ჩოლოყაშვილი (ჩელოკაევი) ილია ზაალის ძე (1823-77), თავადი, გენერალ-მაიორი (1872);


ჩოლოყაშვილი (ჩელოკაევი) ლევან ედიშერის ძე (გ. 1864), თავადი, გენერალ-მაიორი (1858);


ჩრდილელი (ჩერდილელევი) მიხეილ ჩრდილელის ძე (1841-1911), გენერალ-მაიორი (1893), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1878);


ჩხეიძე კონსტანტინე დავითის ძე (1853-1920), თავადი, გენერალ-მაიორი (1910), 1918_20 ბაქოს იუნკერთა სასწავლებლის უფროსი;


ჩხეიძე მიხეილ საჩინოს ძე (1847-1916 შემდ.), თავადი, გენერალ-მაიორი (1907);


ჩხეტიანი ქრისტეფორე პავლეს ძე (1873-1933), გენერალ-მაიორი (1917) „წმ. გიორგის” ოქროს იარაღი (1915) „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1917);


ციციშვილი (ციციანოვი) ივანე დავითის ძე (1865-1921 შემდ.), თავადი, გენერალ-მაიორი (1917), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1916) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1917);


ციციშვილი (ციციანოვი) მიხეილ დიმიტრის ძე (1767-1841), თავადი, ბრიგადირი (1799);


ციციშვილი (ციციანოვი) პავლე დიმიტრის ძე (1754-1806), თავადი, ინფანტერიის გენერალი (1804), 1804-06 კავკასიის ჯარების მთავარსარდალი, „წმ. გიორგის“ III ხარისხის ორდენი (1794) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის);


წერეთელი დიმიტრი ასლანის ძე (1830-1909), თავადი, გენერალ-მაიორი (1900);


წერეთელი ზურაბ ქაიხოსროს ძე (1747-1823), თავადი, გენერალ-მაიორი (1811), 1820 წელს იმერეთის მმართველობის პირველი წევრი (მინისტრი);


წერეთელი ნესტორ დიმიტრის ძე (1829-83), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1881);


წერეთელი როსტომ გრიგოლის ძე (1848-1921), თავადი, გენერალ-მაიორი (1908), 1921 წლის თებერვალში სარდლობდა ვლადიკავკაზ-დარიალის მიმართულების ჯარებს;


წითლიძე (წითლიაძევი) გიორგი პავლეს ძე (1827-83), გენერალ-მაიორი (1874), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1878);


წიკლაური (ციკლაუროვი) ვალერიან მიხეილის ძე (1854-1917 შემდ.), გენერალ-მაიორი (1916);


წულუკიძე გიორგი დავითის ძე (1860-1923), თავადი, გენერალ-მაიორი (1915), 1917-18 174-ე და 67-ე ქვეითი დივიზიების მეთაური, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1916);

ალექსანდრე წულუკიძე დავითის ძე 1854-1917წწ   რუსეთის გენერალი, დაბ. ხონი იმერეთი




წულუკიძე ვარდენ გრიგოლის ძე (1865-1923), თავადი, გენერალ-მაიორი (1915), 1918-21 ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორი და მაზრის ჯარების სარდალი, „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1917);


ჭავჭავაძე ალექსანდრე გარსევანის ძე (1786-1846), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1841), 1829-30 კახეთის სამხედრო-სასაზღვრო დაცვის ჯარების სარდალი;


ჭავძავაძე ალექსანდრე ზაქარიას ძე (1870-1930), თავადი, გენერალ-მაიორი (1917);


ჭავჭავაძე ალექსანდრე იოსების ძე (1860-1910), თავადი, გენერალ-მაიორი (1910);


ჭავჭავაძე არჩილ გულბაათის ძე (1841-1902), თავადი, გენერალ-მაიორი (1896), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1879) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის);


ჭავჭავაძე დავით ალექსანდრეს ძე (1817-1884), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1881);


ჭავჭავაძე ზაქარია გულბაათის ძე (1825-1905), თავადი, კავალერიის გენერალი (1891), გენერალ-ადიუტანტი (1898), 1879–85 კავკასიის I საარმიო კორპუსის სარდალი, „წმ. გიორგის“ IV (1854), III ხარისხის ორდენები (1877) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის 1857, 1877, 1877);


ჭავჭავაძე იასონ ივანეს ძე (1803-57), თავადი, გენერალ-მაიორი (1852), „წმ. გიორგის“ IV (1843), III ხარისხის ორდენები (1853) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის 1826, 1828);


ჭავჭავაძე ივანე სულხანის ძე (1826-1913), თავადი, გენერალ-მაიორი (1878), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის (1878) ორდენი;


ჭავჭავაძე ნიკოლოზ ზურაბის ძე (1830-97), თავადი, გენერალ-ადიუტანტი (1892), კავალერიის გენერალი (1896), 1880-93 დაღესტნის ოლქის ჯარების სარდალი და სამხედრო გუბერნატორი, ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1877);


ჭავჭავაძე სპირიდონ ივანეს ძე (1809-72), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1868), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1845) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1854);


ჭავჭავაძე სპირიდონ მიხეილის ძე (1878-1952), თავადი, გენერალ-მაიორი (1917), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1916) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1916);

ჭაჭიკაშვილი (ჩაჩიკოვი) ზაქარია ქაიხოსროს ძე (გ. 1872), გენერალ-მაიორი;


ჭილაშვილი (ჩილაევი) ბეჟან (ბორის) გაბრიელის ძე (1798-1850), გენერალ-მაიორი (1848), 1849_50 ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქის უფროსი და ლეკთა სასაზღვრო ხაზის ჯარების სარდალი;


ჭილაშვილი (ჩილაევი) სერგი გაბრიელის ძე (1803-64), გენერალ-მაიორი (1850), 1850-57 შემახის სამხედრო გუბერნატორი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1840) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1828);


ჭილაშვილი (ჩილაევი) სერგი გაბრიელის ძე (1847-1906 შემდ.), გენერალ-მაიორი (1897), მონაწილეობდა ბულგარეთის ჯარის ფორმირებაში, ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1878);


ჭიჭინაძე მიხეილ კონსტანტინეს ძე (1870_1919), გენერალ-მაიორი (1918), 1919 წელს მე-4 ქვეითი დივიზიის სარდალი;


ჭყონია კონსტანტინე ასანის ძე (1849-1913) გენერალ-მაიორი (1913), 1901-13 თერგის კაზაკთა ჯარის ცხენსაშენის უფროსი, ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1877);


ხერხეულიძე (ხერხოხლიძევი) ზაქარია სიმონის ძე (1798-1856), თავადი, გენერალ-მაიორი (1841), 1850-52 სმოლენსკის სამხედრო გუბერნატორი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1847) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1828);


დავით ქობულაშვილი (ქობულოვი) - გენერალ-მაიორი, ყირიმის და კავკასიის ომების მონაწილე, მეთაურობდა სამხედრო ნაწილებს, ოსეთის სამაზროს უფროსი (1849), ქართული ლაშქრის მეთაური (1851), ყაბარდოს ოლქის უფროსი (1862-1865)

ევგენი ქობულაშვილი დავითის ძე (1856-1915) რუსეთის გენერალი ქსნის ერისთავი


ხვაბულოვი (ქობულაშვილი) მათე ათანასეს ძე (1721-89), თავადი, გენერალ-მაიორი (1780), 1781 წელს ორენბურგის გენერალ-გუბერნატორი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1772);


ხიმშიაშვილი (ხიმშიევი) გიორგი სპირიდონის ძე (1836-1917), თავადი, არტილერიის გენერალი (1908), 1899-1905 კავკასიის I საარმიო კორპუსის არტილერიის სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1878);



კონსტანტინე ხიმშიაშვილი  ნიკოლოზის ძე (1854-1912) Химшиев (Химшиашвили) Константин Николаевич  11.05.1854 - 10.01.1912 генерал-майор с 12.07.1909


ხიმშიაშვილიხიმშიაშვილი (ხიმშიევი) ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (გ. 1860), თავადი, გენერალ-მაიორი (1852), 1855-56 მე-12 ქვეით დივიზიის მეთაური;


ხიმშიაშვილი (ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ადჟარსკი) შერიფ-ბეგ, (1833_92), თავადი, გენერალ-მაიორი (1879), პირველი აჭარელი გენერალი;


ჯავახიშვილი (ჟევახოვი) ივანე სიმონიეს ძე (1762-1837), თავადი, გენერალ-მაიორი (1813), „წმ. გიორგის“ IV ხარისხი ორდენი (1807) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის);


ჯავახიშვილი (ჟევახოვი) სპირიდონ ერასტის ძე (1768-1815), თავადი, გენერალ-მაიორი (1813), „წმ. გიორგის“ IV (1807), III ხარისხის ორდენები (1814) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1812);


ჯავახიშვილი (ჟევახოვი) ფილიპე სიმონის ძე (1752-1817 შემდ.), თავადი, გენერალ-მაიორი (1801);


ჯავრიშვილი (ჯავროვი) ილია დიმიტრის ძე (1841-1901) გენერალ-მაიორი (1890);


ჯავრიშვილი (ჯავროვი) ტარიელ კონსტანტინეს ძე (1853-1910), გენერალ-მაიორი (1910);


ჯაიანი ილია თომას ძე (1854-1916), თავადი, გენერალ-მაიორი (1912);


ჯანდიერი ლევან გიორგის ძე, (1845-1922), თავადი, გენერალ-მაიორი (1909), 1900 წლამდე თბილისის პოლიცმაისტერი, 1900-06 თბილისის მაზრის უფროსი;


ჯომარჯიძე (ჯემარჯიძევი) თომა გრიგოლის ძე (1838-1907), გენერალ-მაიორი (1896);


ჯომარჯიძე (ჯემარჯიძევი) მიხეილ გრიგოლის ძე (1822-89), გენერალ-ლეიტენანტი (1876), 1881-86 კავკასიის მე-2 საარმიო კორპუსის სარდალი, ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1848);



ჯორჯაძე იოსებ რევაზის ძე, (1813-79), თავადი, გენერალ-მაიორი (1878). თელავი

Джорджадзе Иосиф Ревазович,князь  (? – 1879)             генерал-майорс 28.04.1878


წყარო ეროვნული ბიბლიოთეკა


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 07.05.2023
სულ რედაქტირებულია 44





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0

Гарсеван (Давид) Ревазович Чавчавадзе (1757-1811) генерал-адъютант

2 0