ტარიელ მიტუშას ძე მაკალათია დაიბადა 1972 წლის 14 თებერვალს ქ. სოხუმში.
1978 წელს შევიდა ქ. სოხუმის მე-16 საშუალო სკოლაში, რომელიც წარჩინებით
დაამთავრა 1989 წელს.
ამავე წელს ჩაირიცხა სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში მექანიზაციის
ფაკულტეტზე, პარალელურად დადიოდა ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე.
თავისუფალ ჭიდაობაში ფლობდა სხვადასხვა ხარისხის მედლებს.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩაება მასში. იყო სოხუმის N1
ბატალიონის მონაწილე, რომელსაც მეთაურობდა დავით სოხაძე. დღე და ღამე
იმყოფებოდა პოზიციებზე.
ცოტა ხანში, ერთ-ერთი საბრძოლო შეტაკების დრს, მუცლის არეში ხუთი ტყვიით
დაჭრილმა ვაჟკაცმა კიდევ ერთხელ სცადა ქალაქში შემოჭრილი მტრისგან პატარა
ბავშვის დაცვა, ამ დროს სნაიპერის მიერ გასროლილი, თავში დამიზნებული მეექვსე
ტყვია საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის.