სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზურაბ გორდულავა 1963-93წწ გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოხუმი ზურაბ გორდულავა 1963-93წწ გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოხუმი ზურაბ გორდულავა 1963-93წწ გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოხუმი

1963-1993 წწ. გარდ. 30 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გორდულავა სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

ზურაბ გორდულავა 1963-93წწ გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოხუმი

ზურაბ გიორგის ძე გორდულავა დაიბადა 1963 წლის 4 თებერვალს ქალაქ სოხუმში.


სოხუმის N6 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ პირნათლად მოიხადა სამხედროსავალდებულო სამსახური და 1984 წლიდან მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა ორგანოებში. გამოირჩეოდა დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულებით, კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის. როცა სამშობლოს ზეცა საავდრო ღრუბლებით დაიფარა, ზურაბ გორდულავა აფხაზეთის სატრანსპორტო პოლიციის სამმართველოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის სამსახურის ათმეთაურის მოვალეობას ასრულებდა, იყო პოლიციის ზემდეგი, როგორც კი მშობლიურ ქალაქს საფრთხე დაემუქრა, ერთ-ერთი პირველთაგანი ჩადგა მის დამცველთა რიგებში. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის სატრანსპორტო პოლიციის შინაგან საქმეთა სამმართველოს მიერ გაცემულ საბრძოლო მოკვლევაში აღნიშნულია: „პოლიციის ზემდეგი ზურაბ გიორგის ძე გორდულავა შსს ორგანოს მუშაკი იყო 1992 წლიდან, იგი პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ყველა ოპერატიულ ღონისძიებაში. იბრძოდა პირველი დღიდანვე სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აფხაზეთის რეგიონში, 1993 წლის 17 სექტემბერს ქ. სოხუმის დაცვითი ოპერაციის დროს სოფელ გუმისთასთან აფხაზ სეპარატისტებთან შეტაკების დროს იგი უგზოუკვლოდ დაიკარგა“… ზურაბის მეუღლე, ქალბატონი ნატო იგონებს: ~…მას შემდეგ უსასრულოდ გაიჭიმა მოლოდინის წლები, არც მკვდარი დაგვიბრუნდა და არც ცოცხალი.


საბრალო დედა 4 წელი იმედის თვალით გაჰყურებდა გზას, 4 წელიწადი ლოცულობდა შვილის

დაბრუნებას, ცრემლი არ გაშრობია თვალზე. 1997 წელს კი გარდაიცვალა, თუკი

ზური ზეცაშია, მაშინ ახლა ისინი ერთად იქნებიან, ხოლო თუ ცოცხალია, მაშინ მას

სახლში მასზე ჯავრით თმაგათეთრებული და სინათლედაკარგული მამა ელოდება.

ზური შეუდარებელი ადამიანი იყო, ვაჟკაცობასა და ადამიანობაში ვერავინ

გაეჯიბრებოდა, ჩვენ 1985 წლის 4 აგვისტოს დავოჯახდით, შვილის ჩუქებაც კი ვერ

მოვასწარი და ამას ძალიან განიცდიდა. ციფრი ოთხი სიმბოლური აღმოჩნდა ჩვენს

ურთიერთობაში. ოთხში დავქორწინდით, დაბადების დღეც ორივეს ოთხ თებერვალს

გვაქვს, რომელსაც მისი დაკარგვის შემდეგ არასოდეს ავღნიშნავ, რადგან ტკივილისა

და მოლოდინის გრძნობას მიმძაფრებს და სევდით მივსებს მისი არყოფნით

დაცარიელებულ გულს.

ზური, ჩვენ ყველანი გელოდებით, შენიანები, შენი საყვარელი ადამიანები, შენი

უსინათლო მამა, შენი ახლობლები და იმედს არ ვკარგავთ, რომ გათენდება დღე, როცა

ისევ შემოაღებ წლების წინ დახურულ კარს…

ნისლები

დაბრუნდი თუ გული გეწევა,

მე შენზე წუხილით ვივსები,

მარტომყოფს ნისლები მეწვევა,

ნისლები, ნისლები, ნისლები.

ქაოსში პატარა მოვჩანვარ,

ბუნება გამთქვიფავს თავისში,

ძვირფასო შენიდან შორსა ვარ,

ძვირფასო წუხილით ავივსე

მზე ციდან აღარ მიყურებს,

შენა ხარ ბუნების საყურე

ასეთი არ მემახსოვრები.

დაბრუნდი, დაბრუნდი, დაბრუნდი,

მე შენზე წუხილით ვივსები,

ჩემ გზიდან სხვაგან არ გაბრუნდე,

ნისლები, ნისლები, ნისლები.

მირზა გელოვანი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.08.2021
ბოლო რედაქტირება 17.09.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 08.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0