სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
კახა ფარსმანაშვილი 1968-93წწ გარდ. სოხუმი დაბ. მარტყოფი გარდაბანი კახა ფარსმანაშვილი 1968-93წწ გარდ. სოხუმი დაბ. მარტყოფი გარდაბანი კახა ფარსმანაშვილი 1968-93წწ გარდ. სოხუმი დაბ. მარტყოფი გარდაბანი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ფარსმანაშვილი სია

გარდაბანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

48       ბეჭდვა

კახა ფარსმანაშვილი 1968-93წწ გარდ. სოხუმი დაბ. მარტყოფი გარდაბანი

კახა ფარსმანაშვილი დაიბადა სოფელ დიდ მარტყოფში 1968 წლის 1 მაისს. მეოთხეკლასელ კახას მამა გარდაეცვალა, დარჩა ობოლი, დედის იმედად. პროფესიული ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, გაიწვიეს ჯარში – ვოლგოგრადში, სადაც მიენიჭა სერჟანტის წოდება. ჯარიდან დაბრუნებულმა სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. სწავლის პერიოდში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, სამხედრო პოლიციაში. ამ პერიოდში დაოჯახდა. შეეძინა ქალიშვილი.აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე ჩაება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლაში. იბრძოდა ლაბრაში, ოჩამჩირეში, სოხუმში, გაგრაში. ტვინის შერყევით ჩამოიყვანეს თბილისში, მკურნალობდა საავადმყოფოში და თვალი აფხაზეთისკენ ეჭირა.1993 წლის 21 სექტემბერს აეროპორტიდან დარეკა – ომში მივდივარ და ჩემი ავტომატი მომიტანეთო. დედამ მიუტანა და თავად გადასცა იარაღი. სოხუმში ჩაფრენა არ დასცალდა – 22 სექტემბერს სეპარატისტებმა ჰაერში ააფეთქეს თვითმფრინავი. ჩახოცილ-ჩაფერფლილი მეომრების გვამები ზოგი იქვე დაასაფლავეს, ზოგიც – ჩამოასვენეს.კახაბერს პატარა გოგონა დარჩა – სოფიო. ვერ გაუძლო მამის სიკვდილს 2,5 წლის პატარა გულმა. მამაზე მოგონებებმა, მასზე დარდმა და წუხილმა დაასნებოვნა პატარა სოფიო. 5 წლის ასაკში ბავშვი გარდაიცვალა. თითქოს მამიკოს სულმა თავისთან იხმო პატარა ანგელოზი.კახა ფარსმანაშვილი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. დასაფლავებულია დიღომში, ძმათა სასაფლაოზე.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.08.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0