ზემდეგი როინ ავთანდილის ძე ხვიბლიანი 1992 წლის 20 აგვისტოს გამოცხადდა თავდაცვის სამინისტროს მე-II ბრიგადის ბატალიონ «ავაზა»-ში და ჩაირიცხა ამავე
ბატალიონის მე-2 ასეულში ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე.
მონაწილეობა აქვს მიღებული გაგრის დაცვისათვის მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში. ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს ქ. გაგრის მიდამოებში მოჭარბებული მტრის მოგერიებისას ზემდეგი ხვიბლიანი როინი ავთანდილის ძე გმირულად დაიღუპა 1992 წლის 12 ოქტომბერს. დასაფლავებულია ქ. გაგრაში.