სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10712

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვალერ ფანგანი 1945-92წწ გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. ლათა კოდორის ხეობა ვალერ ფანგანი 1945-92წწ გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. ლათა კოდორის ხეობა ვალერ ფანგანი 1945-92წწ გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. ლათა კოდორის ხეობა ვალერ ფანგანი 1945-92წწ გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. ლათა კოდორის ხეობა

1945-1993 წწ. გარდ. 48 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ფანგანი სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

ვალერ ფანგანი 1945-92წწ გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. ლათა კოდორის ხეობა

ვალერ ისაკის ძე ფანგანი


ადამიანის სიცოცხლე სამყაროსავით წამიერი გაელვებაა მხოლოდ, მაგრამ ეს წამი ცხოვრებაა, ბრძოლის და ჭიდილის. სიცოცხლეც და სიკვდილიც სამაგალითო შვენის ჭაბუკს, რამე თუ ” ათას ცოცხალსა ბევრჯერა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია”, სწორედ ერთ ერთ ასეთ ვაჟკაცზე და მის ცხოვრებაზე მინდათ გიამბოთ.

ვალერ ისაკის ძე ფანგანი გულრიფშის რაიონ სოფელ ლათაში დაიბადა 1945 წლის 16 თებერვალს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო ტექნიკური განათლება, პირნათლად მოიხადა სავალდებულო სამხედრ სამსახური და მუშაობა დაიწყო შს სამინისტროს ორგანოში. 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან ვალერ ფანგანი უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს ერთიანობისთვის მებრძოლთა რიგში, ბრძოლის პერიოდში თავი გამოიჩინა მამაცობით და გამბედაობით, იმ სისხლიან დღეების გახსენებისას ვალერი ფანგანის მეუღლე ნანი ბოკუჩავა ცრემლს ვერ იკავებს, დღემდე ტკივილი გაუსაძლიასია. დრო მკურნალიაო, ამბობენ, მაგრამ ტკივილი ტკივილად რჩება, გახსნილ ჭრილობად. იმ სისხლიან ტრაგედიის ერთ მონაკვეთს იხსენებს ქბ. ნანი.

ვალერი ახალი მოსული იყო საბრძოლო პოზიციიდან, რამდენიმე წუთის შემდეგ ატყდა სროლა, ჩვენი სახლი ზღვის ნაპირას იდეგა, ვალერი თვალის დახმხამებაში

გარეთ გავარდა და დაინახა, რომ ჩვენი გემები ნაპირს უახლოვდებოდნენ, ვალერი დაიძაბა და იყვირა რომ გემებს არასწორი კოორდინათები აქვთ მიცემული,

დასასვენებელ სახლ “განთიადთან” აფხაზები არიან ჩასაფრებული, და გემეისკენ გაიქცა. მან ნაპირზე გადმოსული მებრძოლები და ჯავშანტექნიკა სახიფათო ხაზის

იქეთ გაიყვანა მოწინააღმდეგის შეუნელებელი ცეცხლის ქვეშ. იმ სისხლისმღვრელი ბრძოლის დღიდან ვალერი სახლში მხოლოდ ერთხელ მოვიდა რამდენიმე წუთით.


მხოლო მისი თანამებრძოლების მონაყოლიდან ვიცით რომ გმირულად იბრძოდა, ყველაზე სახიფათო ოპერაციებზე თვითონ მიდიოდა თურმე, პირტიტველა ბიჭებს

ცეცხლის ხაზზე მარტო არ უშვებდა ასე ეუბნებოდა: “შვილებო, მე უკან ოჯახი მრჩება, შვილები, თქვენ კი აწი უნდა ამრავლოთ ქართველი ერი. “საუბედუროდ

აუხდა წინასწარმეტყველება, მან მართლაც უკან დატოვა ოჯახი შვილები, თვითონ კი სამუდამო განსასვენებელი გაგრის რაიონის სოფელ კოლხიდასთან ჰპოვა. დაკრძალვის დღეს ხმამაღლა ტიროდნენ და არ რცხვენოდათ ახალგაზრდა მებრძოლებს “მამა მოგვიკლეს” იმდუღრებოდნენ, თურმე, მაშინ გავიგეთ ახალგაზრდა მებრძოლებს მამა შეურქმევიათ მზრუნველობისა და მამაშვილური ურთერთობების გამო, კიდევ მრავალი რამ შეგვიძლია მოვიგონოთ მაგრამ…

ვალერ ფანგანი დაკრძალულია დაბა განთიადთან, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა მამაცი მებრძოლი. სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში

გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისთვის და მამაცობისთვის იგი  დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის მე-2 და მე-3 ხარისხის ორდენებით.]


http://mematiane.ge/docs/16285102606111183497f21.pdf


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2021
ბოლო რედაქტირება 22.05.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0