სურამელაშვილი გრიგოლ თევდორეს ძე 10 თეებრვალი 1915 წელი დაბადების ადგილი: სოფელი ძეგვი, მცხეთის რაიონი.
1930-1939წწ. მუშაობდა სოფელ ძეგვის კოლმეურნეობაში. 1939-1945წწ. იყო საბჭოთა არმიის რიგებში. დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს იბრძოდა ვორონეჟის, ცენტრში და უკრაინის I ფრონტზე. პადევის რაიონში (პოლონეთი) გამართულ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. 1953 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის სავაგონო დეპოში. ეფრეიტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.609
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სკკპ, წევრი (1941-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1975 - სსრ კავშირის საპატიო რკინიგზელი
- 1944 - საბჭოთა კავშირის გმირი
- ლენინის ორდენი