ტერელაძე აკაკი ლუკას ძე 5 იანვარი 1919 წელი დაბადების ადგილი: სოფელი გვაზაური, წულუკიძის რაიონი, ახლანდელი ხონის რაიონი.
1939 წლიდან სწავლობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში.
1941 წელს მოხალისედ წავიდა წითელ არმიაში. მდინარე დნეპრის გადალახვისას თავისი ასეულით ერთ-ერთი პირველი გადავიდა მეორე ნაპირზე. ორდღიან უთანასწორო ბრძოლაში მოიგერია მტრის რამდენიმე კონტრიერიში და დამხმარე ძალების მოსვლამდე შეინარჩუნა მოპოვებული პლაცდარმი. გამოჩენილი თავგანწირვისთვის (იგი დაიღუპა ამ ბრძოლაში) მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. უფროსი ლეიტენანტი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სკკპ, წევრი (1943-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1944 - საბჭოთა კავშირის გმირი
მდინარე დნეპრის გადალახვისას წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის - სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
- ლენინის ორდენი
- წითელი დროშის ორდენი
წყარო-nplg.gov.ge