ტყაბლაძე კონსტანტინე ესტატეს ძე 15 სექტემბერი 1910 წელი დაბადების ადგილი: სოფელი ყუმისთავი, წყალტუბოს რაიონი.
დაამთავრა ქუთაისის წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1936 წელს.
1939 წელს გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. დიდ სამამულო ომში (1941-1945) იბრძოდა დასავლეთ ბრიანსკის ცენტრალურ ფრონტებზე. მდინარე დნეპრის გადალახვისას გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. ომის შემდეგ მუშაობდა ქუთაისში, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სკკპ, წევრი (1939-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1943 - საბჭოთა კავშირის გმირი
მდინარე დნეპრის გადალახვისას გამოჩენილი მამაცობისათვის - სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
- ლენინის ორდენი
წყარო-nplg.gov.ge