უკლება კირილე ნიკიფორეს ძე 28 დეკემბერი 1913 დაბადების ადგილი: სოფელი კურსები, ტყიბულის საქალაქო საბჭოს ტერიტორია.
დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1939 წელს.
მუშაობდა ქ. არხანგელსკში. 1941 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. 1942 წლიდან მოქმედ არმიაში იყო. იბრძოდა ჩდილო-დასავლეთის, ვოლხოვისა და ბელორუსიის I ფრონტებზე. მდინარეების ვარტასა და ოდერის გადალახვისას გამოჩენილი მამაცობისათვის საბჭოთა გმირის წოდება მიენიჭა; 1946-1976წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" სამშენებლო სამმართველოსა და ამავე სამინისტროს N18 სამშენებლო ტრესტს; იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული წყალსამეურნეო ობიექტების მშენებლობის მთავარი სამმართველოს "საქმთავარწყალმშენის" უფროსის მოადგილე; მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში "საქმთავარწყალმშენის" სისტემის, ასევე, ქ.რუსთავისა და ქ. თბილისის სამრეწველო, სამოქალაქო და ჯანმრთელობის დაცვის ობიექტებს, მათ შორის, სასტუმრო "აჭარას" (თბილისში) მშენებლობაში; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში მელიორაციული მშენებლობისთვის ანაკრები რკინაბეტონის კონსტრუქციების წარმოებისა და დანერგვის საქმეში; გადამდგარი გვარდიის მაიორი. მიღებული აქვს საბრძოლო და სამოქალაქო სახელმწიფო ჯილდოები.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სკკპ, წევრი (1943-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
ოდერისათვის ბრძოლებში გამოჩენილი უმაგალითო გმირობისათვის - სსრკ სახელმწიფო პრემია
- საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
- ლენინის ორდენი
წყარო-NPLG.GOV.GE