ივანე ზაგულოვი რუსენის ძე დაიბადა 06 თებერვალი 1971წელი გარდაიცვალა სოფელი ახალდაბა ოჩამჩირე აფხაზეთი 27 თებერვალი 1993 წელი
ეროვნული გვარდიის მარნეულის ბატალიონი რიგითი
ივანე თაზაგულოვი დაიბადა 1971 წლის 6 თებერვალს თეთრწყაროში, ოჯახი გადავიდა სოფელ მუხათში,სადაც ვანომ დაწყებითი განათლება მიიღო.შემდეგ სწავლა განაგრძო გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანის საშუალო სკოლაში. 1989 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. ამ პერიოდში ეროვნული მოძრაობის ტალღამ იფეთქა და მან უარი თქვა რუსულ ჯარში სამსახურზე. 1992 წლის 25 ნოემბერს მოხალისედ შევიდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მარნეულის 26-ე ბატალიონში.
ივანე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.
1993 წლის მარტში ტრავმირებული დაბრუნდა აფხაზეთიდან, მაგრამ ვერ მოისვენა და გამოჯანმრთელებამდე ისევ ფრონტის
ხაზს მიაშურა. 17 სექტემბერს სოხუმში გააფთრებული ბრძოლის დროს, მტრის დაგებულ ნაღმზე აფეთქდა და 26 სექტემბრამდე ვანო სიკვდილსაც ეომებოდა.
დაეცა სოხუმი, დაირღვა, დროებით, საქართველოს მთლიანობა. დაიღუპა პირმცინარე, სიცოცხლით და სიყვარულით გაუმაძღარი 22 წლის ჭაბუკი. დაიღვარა მისი და მრავალი მისნაირის უმანკო სისხლი. მოწამეობრივი სიკვდილით შეეწირნენ სამშობლოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.
დაგვიკავშირდა დავით გულიკიანი ოგანეზის ძე დაბ. 1997 წელს დაბადებულია თბილისში