ცინცქილაძე მემედ ჯემალის-ძე (03.11.1915 -03.02.1989) შინ. სამს. მე-III რანგის გენერალი (05.11.1972)
დაიბადა სოფელ ორთა-ბათუმში, (ამჟამად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი).
დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ბათომის პედაგოგიურ სასწავლებელში;
დაამთავრა მოსკოვის ვ.ი. ლენინის სახელობის სამხედრო პოლიტიკური
აკადემია პოლიტ-მუშაკთა მომზადების სპეციალური კურსები და მიენიჭა
თადარიგის პოლიტ-მუშაკთა უფროსი ლეიტენანტის წოდება 1936 წელს.
1967–1974 წწ. იყო აჭარის ასსრ შინაგან საქმეთა მინისტრი;
1941-1956 წწ. სამჭოთა არმიის რიგებშია; იყო ბატალიონის მეთაური, პოლკის
მეთაურის მოადგილე პოლიტნაწილში, 414-ე დივიზიის უფროსის მოადგილე;
დემობილიზაციის შემდეგ მუშაობას იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სისტემაში;
1956 წლიდან იგი სხვადასხვა დროს იყო ბათუმის რაიმილიციის უფროსი, ბა-
თუმის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი, აჭარის ასსრ შინაგან საქმეთა
მინისტრის მოადგილე;
1967–1974წწ. მუშაობდა აჭარის ასსრ შინაგან საქმეთა მინისტრები;
1974 წლის აპრილში გავიდა თადარიგში; თადარიგში გასვლის შემდეგ იგი
არჩეულ იქნა ომისა და შრომის ვეტერანთა აჭარის საოლქო საბჭოს თავმჯდომარედ.
დაჯილდოებულია საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელებით;
დაჯილდოებულია ,,შრომის წითელი დროშის~ ,,საპატიო ნიშნის~ და ,,სამამულო
ომის~ I ხარ. (1985) ორდენებით.
დაკრძალულია ბათუმში, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ქალაქ ბათუმში ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლს N27, სადაც 1961-1989
წლებში ცხოვრობდა მემედ ცინცქილაძე ამშვენებს მემორიალური დაფა.
ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი
ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია