სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11134

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
 პორფილე გიორგის ძე ჩანჩიბაძე 1901-1950წწ.  სამამულო ომის გმირი (1941-1945). ოზუგეთი, გურია.

1901-1950 წწ. გარდ. 49 წლის

ბმულის კოპირება

ომის გმირი 1941-45 წწ

გვარი ჩანჩიბაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

387       ბეჭდვა

პორფილე გიორგის ძე ჩანჩიბაძე 1901-1950წწ. სამამულო ომის გმირი (1941-1945). ოზუგეთი, გურია.

პორფილე ჩანჩიბაძე (დ. 26 დეკემბერი [ძვ. სტ. 13 დეკემბერი]1901ოზურგეთი — გ. 14 მარტი1950მოსკოვი) — საბჭოთა სამხედრო მოღვაწე, გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი.


ბიოგრაფია

პორფილე ჩანჩიბაძე დაიბადა ქალაქ ოზურგეთში, გიორგი ჩანჩიბაძისა და ელისაბედ სირაძის ოჯახში. განათლება მიიღო ზვანის ორკლასიან სასწავლებელში, შემდეგ კი ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიაში. მშობლების სურვილის მიუხედავად ექიმობას ჯარისკაცობა არჩია. საბჭოთა არმიაში იყო 1921 წლიდან.


მეორე მსოფიო ომი

მეორე მსოფლიო ომში პორფილე ჩანჩიბაძე თავდაპირველად მეთაურობდა 107-ე მოტომსროლელ დივიზიას. მისი მეთაურობით დივიზიამ ქალაქ ბელთან გაანადგურა გერმანებეის მე-20 სატანკო დივიზია. ჩანჩიბაძემ დივიზია 28 დღიანი ალყიდან გაიყვანა. ალყიდან გამოსვლისას დივიზიამ ფეხით გაიარა 400 კმ, ალყიდან გამოყვანილი იქნა 3500 ჯარისკაცი და მთელი საბრძოლო ტექნიკა. ამის შემდგომ ჩანჩიბაძე სარდლობდა 30-ე არმიის მოძრავ ჯგუფს, რომელიც ორ დივიზიას აღემატებოდა. მისმა შენაერთმა 1941 წლის 16-18 დეკემბერს წარმატებით შეასრულა დავალება. 1942 წლის შემოდგომაზე ჩანჩიბაძე დაინიშნა მე-13 გვარდიული მსროლელთა კორპუსის მეთაურად. კორპუსი მონაწილეობდა სტალინგრადის ბრძოლაში. კორპუსმა გაანადგურა ფონ მანშტაინის რამდენიმე სატანკო და ქვეითი დივიზია, ბრძოლით გაიარა 500 კმ და გაათავისუფლა 200-მდე დასახლება. 1943 წლის გაზაფხულზე მე-13 კორპუსი ჩანჩიბაძის მეთაურობით მონაწილეობდა ყირიმის გათავისუფლებაში. ჩანჩიბაძემ მაისში აიღო ქალაქი სევასტოპოლი.

1944 წლის ივნისიდან ჩანჩიბაძე სარდლობდა მე-2 გვარდიული არმიის ჯარებს და მონაწილეობდა ბალტიისპირეთის გათავისუფლების ოპერაციაში. 300 კილომეტრიანი მარშის შემდეგ გადალახა მდინარე ნემნა და მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პრუსიის შეტევით ოპერაციაში, რომლის დროსაც გაარღვია სამი ძლიერი გამაგრებული ზოლი, გაანადგურა მოწინააღმდეგის სამი დივიზია და გაათავისუფლა 228 დასახლება.

1945 წლის 19 აპრილს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, ხოლო 2 ივლისს - გენერალ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. ომის შემდეგ ჩანჩიბაძეს ეკავა სამეთაურო თანამდებობები. იყო სსრკ მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. გარდაიცვალა 1950 წლის 14 მარტს, 48 წლის ასაკში. დაკძალეს მოსკოვში, ნოვოდევიჩის პანთეონში.

უმაღლესი მთავარსარდლის მიერ ბრძანებით გამოცხადებული მადლობები

  • მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევისათვის პერეკოპესთან, სივაშესთან და ჯანკოემის აღებისათვის (1944 წლის 11 აპრილი)
  • ·ქალაქ ევპატორიის განთავისუფლებისათვის (1944 წლის 13 აპრილი)
  • ქალაქ სევასტოპოლის განთავისუფლებისათვის (1944 წლის 10 მაისი)
  • ქალაქ შიაულიაის განთავისუფლებისათვის (1944 წლის 27 ივლისი)
  • მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევისათვის (1944 წლის 8 ოქტომბერი)
  • ·მდინარეების დაიმე და პრეგელის ფორსირებისათვის და ქალაქების აღებისათვის (1945 წლის 23 იანვარი)
  • ·აღმოსავლეთ პრუსიის ქალაქების აღებისათვის (1945 წლის 4 თებერვალი)
  • ·ქალაქ პრეის-ეილაუს აღებისათვის (1945 წლის 10 თებერვალი)
  • ·აღმოსავლეთ პრუსიის გერმანული სამხედრო დაჯგუფებების განადგურებისათვის კენისბერგის სამხრეთ დასავლეთით (1945 წლის 29 მარტი)

ჯილდოები

დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით. 1945 წლის 19 აპრილს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 31.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0