სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
პეტრე შალიკაშვილი 1767-1852წწ ჯურნალისტი გამომცემელი წარმ. ასპინძა სამცხე ჯავახეთი პეტრე შალიკაშვილი 1767-1852წწ ჯურნალისტი გამომცემელი წარმ. ასპინძა სამცხე ჯავახეთი

1767-1852 წწ. გარდ. 85 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი შალიკაშვილი სია

ასპინძა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

308       ბეჭდვა

პეტრე შალიკაშვილი 1767-1852წწ ჯურნალისტი გამომცემელი წარმ. ასპინძა სამცხე ჯავახეთი

პეტრე შალიკოვის წინაპარი თავადი დიმიტრი ელისეს ძე შალიკაშვილი ვახტანგ VI-ის ამალის ერთ-ერთი წევრი ყოფილა. 1737 წელს,


ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე ასეული ქართველი ხიზანი იძულებული გახდა რუსეთის ქვეშევრდომობა მიეღო. 1738 წელს მეფის ამალის წევრებმა  ქართველ ჰუსართა ასეული შექმნეს, რომელიც შემდეგ პოლკად გადაკეთდა. ქართველ ჰუსარებს საცხოვრებელ ადგილად უკრაინა მიუჩინეს. ისინი უნდა დასახლებულიყვნენ ერთად, საზღვართან ახლოს.


1757 წლიდან პეტრე შალიკაშვილის მამა, ივანეც, ქართველ ჰუსართა პოლკის წევრი ყოფილა და მაიორობისთვისაც მიუღწევია. სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ (1797 წ.) კი დაბრუნებულა მამისეულ მამულში, პოლტავის გუბერნიის დაბა სანდონარში. მალე მისი მამული გაფართოვდა. ბიძამ, დავით შალიკაშვილმა, რომელიც უმემკვიდრეოდ გადაეგო, თავისი კუთვნილი მამული სოფელ ლოზოვოში ივანეს ვაჟს, პეტრეს დაუტოვა.


პეტრე შალიკაშვილი 1767 წელს დაიბადა ბავშვობა სოფელ ლოზოვოში გაატარა. მისი დედა, კატერინა სტეპანოვნა, თავის დროზე სახელგანთქმული მეომრის პოლკოვნიკ სტეფანე კულიაპკას უმცროსი ქალიშვილი გახლდათ.


პირველადი განათლება პეტრე შალიკაშვილმა ოჯახში მიიღო. შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულ კეთილშობილთა პანსიონში. მამამ შვილს ქართული წერა-კითხვაც შეასწავლა. მისი ოცნება ყოფილა ვაჟი საქართველოში გამოეგზავნა, მაგრამ მოულოდნელად გარდაიცვალა და მისი ეს სურვილი განუხორციელებელი დარჩა.                


პეტრე შალიკაშვილიც წინაპართა მსგავსად სამხედრო სამსახურის გზას დაადგა. სამსახური დაიწყო საკავალერიო პოლკში, მონაწილეობდა ოჩაკოვის შტურმში, პოლონეთის ამბოხების ჩახშობაში. მაგრამ რვაწლიანი წარმატებული სამხედრო კარიერის შემდეგ მიხვდა, რომ მისი მოწოდება ლიტერატურული მოღვაწეობა იყო და 1799 წელს თადარიგში გავიდა.



მამის გარდაცვალების შემდე, 1800-იანი წლების დასაწყისში პეტრე შალიკოვმა გაყიდა თავისი მამულები უკრაინაში და მოსკოვში დასახლდა. ის ჯერ კიდევ სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს, 1796-1798 წლებში აქვეყნებდა სხვადასხვა ჟურნალებში, როგორც საკუთარ, ასევე, მის მიერ ფრანგულიდან თარგმნილ ლექსებს და სულ მალე მოიპოვა პოპულარობა მოსკოვის ლიტერატურულ წრეებში.


პ. შალიკოვის ლექსების პირველი კრებული „თავისუფალ აზროვნებათა ნაყოფი“ (ნაწილი პირველი) 1799 წელს გამოიცა. მისი პოეზია ხასიათდებოდა სენტიმენტალური განწყობილებებით. მწერალი-სენტიმენტალისტი ადამიანის გრძნობას მის გონებაზე მაღლა აყენებს. რუსეთში სენტიმენტალიზმის მამამთავარი იყო ნიკოლოზ კარამზინი. მოსკოვის იმდროინდელმა საზოგადოებამ პეტრე შალიკოვი კარამზინის მემკვიდრედ აღიარა. თავად კარამზინსაც უყვარდა იგი და პატივს სცემდა, როგორც მის ნიჭს, ისე პიროვნულ თავისებურებებს. მაღალ შეფასებას აძლევდა პ. შალიკოვის სამწერლო და ჟურნალისტურ საქმიანობას ალ. ს. პუშკინიც.


1802 წელს გამოიცა პეტრე შალიკოვის ლექსების კიდევ ერთი კრებული „გრაციის ყვავილები“; ამას მოჰყვა მისი პროზაული ნაწარმოებები:  „მოგზაურობა მალოროსიაში“ (1803—04) და „მოგზაურობა კრონშტადში“ (1805);


პეტრე შალიკოვი აქტიურად იყო ჩაბმული მოსკოვის ლიტერატურულ-ჟურნალისტურ ცხოვრებაში. იგი 25 წლის მანძილზე რედაქტორობდა გაზეთს „Московские ведомости“ (1813-1836); გამოსცემდა ჟურნალებს: „Московский зритель“ (1806); „Аглая“ (1808—1812) და „Дамский журнал“ (1823—1833);


პეტრე შალიკოვს არ დაუტოვებია მოსკოვი 1812 წლის სამამულო ომის დროს, როცა ნაპოლეონის არმიამ დაიპყრო ქალაქი. თავისი შთაბეჭდილებები მან მოგონებების სახით გამოსცა 1813 წელს - „ისტორიული ცნობები ფრანგების მოსკოვში ყოფნის შესახებ 1812 წელს“;



1814 წელს გამოვიდა ამავე თემაზე დაწერილი პ. შალიკოვის კიდევ ერთი წიგნი - „კუნძული ელბა და ახალი სანჩო-პანსა“, რომელიც გროტესკულად წარმოსახავდა ნაპოლეონს და მის ისტორიას ახალ სანჩო-პანსას უწოდებდა. ამავე წელს არის გამოცემული თეთრ ლექსად დაწერილი პიესა - „საუბარი საიქიოში გამოჩენილ მამაკაცთა შორის“, რომელშიც გამოყვანილნი არიან ცნობილი ისტორიული პიროვნებები: ა. სუვოროვი, პ. ბაგრატიონი, მ. კუტუზოვი და მიტროპოლიტი პლატონი. ამ ნაშრომს დიდი მნიშვნელობა აქვს პეტრე შალიკოვის პოლიტიკური თვალთახედვის წარმოსაჩენად.


1819 წელს დაიბეჭდა მწერლის რჩეულ ნაწარმოებთა კრებული ორ ტომად.


პეტრე შალიკაშვილი მოსკოვის მასონთა ლოჟის წევრი იყო. მისი მეუღლე გახლდათ გარუსებული გერმანელი, მარალი არისტოკრატიის წარმომადგენელი ალექსანდრა თევდორეს ასული ლეისნაუ. ისინი 1813 წლის 9 ივლისს დაქორწინდნენ. შეეძინათ ოთხი შვილი: ნატალია (1815—1878), გიორგი (1818—1872), ანდრია (1823—1896) და სოფიო (1832—1913) ;


პეტრე შალიკოვი გარდაიცვალა 1852 წლის 16 თებერვალს თავის მამულში მოსკოვის გუბერნიის სერპუხოვოს მაზრაში. დაკრძალულია სოფელ სერპუხოვოს სასაფლაოზე.


მისი ერთადერთი და, ალექსანდრა, იყო პოეტი და მთარგმნელი. მწერალი გახლდათ პ. შალიკოვის ასული ნატალიაც. წერდა ფსევდონიმით ე. ნარსკაია. ის ითვლება პირველ ქალ ჟურნალისტად რუსეთში. 


წყარო:



1. https://ru.wikipedia.org › wiki › Шаликов,_П...


2. www.hrono.info › ... › УКАЗАТЕЛЬ Ш


3. https://rg.ru › 2013/10/31 › shevarov


4. არველაძე სიმონ. პეტრე შალიკოვი // არველაძე სიმონ. ორტომეული. ტ. 1: შორეული თავისიანები და ჩვენებური უცხოელები. - ქუთაისი, 2015. - გვ. 335-343


5. ჭიჭინაძე, რევაზ. მოსკოველი შალიკაშვილების ოჯახი : [მე-19 ს. რუსეთში მოღვაწე პეტრე, ალექსანდრა, ნატალია შალიკაშვილები]. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1967.

http://www.nplg.gov.ge/emigrants/en/00000791/



შვილი ნატალია შალიკაშვილი 1815-78წწ პირველი ჟურნალისტი რუსეთში წარმ. ასპინძა სამცხე ჯავახეთი


Князь Пётр Ива́нович Ша́ликов (1767- 16 (28) февраля 1852, Серпуховский уезд Московской губернии) — русский писатель-сентименталист, журналист и издатель.

Отпрыск грузинского княжеского рода Шаликашвили. Родился в семье кавалерийского офицера Ивана Дмитриевича Шаликашвили. Получил домашнее образование. Обучался в Благородном пансионе при Московском университете. В службу вступил в один из кавалерийских полков. Участвовал в штурме Очакова, затем — в польской войне. В 1797 году премьер-майор, командир эскадрона.

После смерти отца и восьми лет офицерской службы оставил военную службу (1799). Продав родовое поместье в селе Сандонаре Полтавской губернии, Шаликов обосновался в Москве, поступил в Московский университет и предался литературным занятиям. Во время Отечественной войны 1812 года не смог выехать из Москвы, пережил французскую оккупацию в своём доме на Пресне, в 1813 году издал воспоминания о пребывании французов в Москве: «Историческое известие о пребывании в Москве французов 1812 года». Был членом московской масонской ложи «Александра тройственного спасения», работавшей по Исправленному шотландскому уставу.

Позже вместе с семьей Шаликов жил в здании Университетской типографии на Страстном бульваре. В обществе слыл чудиком и оригиналом, вместе с примечательной внешностью имел страсть к эксцентричной одежде. Князь носил яркие жилеты и сюртуки, летом всегда розовый, голубой или планшевый платок на шее, ходил в белых чулках и никогда в сапогах. По воспоминаниям его жены, «сочинения Шаликова расходились хорошо, он имел успех в тогдашнем обществе; романсы его перекладывались на музыку и пелись в салонах, сам он имел очень приятный тенор, выразительную южную физиономию, знал иностранные языки, говорил бойко и складно, словом, считался одним из блестящих людей своего времени»[1].

С 1841 года Шаликов жил безвыездно в своём имении в Серпуховском уезде Московской губернии, где «много читал, писал, ездил верхом; за два месяца до смерти он цитировал Вольтера и Монтескье и умер без болезни, уснув вечным сном, как младенец»[1]. Похоронен на Высоцком кладбище в Серпухове.

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A8%D0%B0%D0%BB%D0%B8%D0%BA%D0%BE%D0%B2,_%D0%9F%D1%91%D1%82%D1%80_%D0%98%D0%B2%D0%B0%D0%BD%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.09.2021
ბოლო რედაქტირება 05.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0