სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
მაჰმუდ-შევქეთ-ფაშა 1856-1913წწ ოსმალეთის გენერალ სიმუსი წარმ. თბილისი მაჰმუდ-შევქეთ-ფაშა 1856-1913წწ ოსმალეთის გენერალ სიმუსი წარმ. თბილისი

1856-1913 წწ. გარდ. 57 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

46       ბეჭდვა

მაჰმუდ-შევქეთ-ფაშა 1856-1913წწ ოსმალეთის გენერალ სიმუსი წარმ. თბილისი

მაჰმუდ-შევქეთ-ფაშა (Mahmud Şevket-paşa) ( 1856—1913) გენერალისიმუსი

დაიბადა ბაღდადში, ქეთხუდა ზადე სულეიმან ბეის ოჯახში, წარმოშობით ქართველი იყო. პაპამისი გადასახლდა ტფილისიდან ერაყში, სადაც რამოდენიმე თაობას ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები.
ბაღდადში სკოლის დამთავრების შემდეგ მოეწყო სტამბოლის სამხედრო აკადემიაში.

1882 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო. რამოდენიმე ხანს სწავლობდა სამხედრო საქმეს საფრანგეთში, მსახურობდა კრიტზე, შემდეგ მოღვაწეობდა სამხედრო აკადემიაში. მუშაობდა ფონ დერ გოლცთან ერთად, იყო გერმანიაში იარაღის შესყიდვების კომისიის შემადგენლობაში
1899 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება და დაინიშნა საგამოცდო კომისიის თავმჯდომარედ სამხედრო აკადემიაში.
1905 წელს დაინიშნა კოსოვოს გუბერნატორად.
ახაკგაზრდა თურქთა რევოლუციის შემდეგ დაინიშნა III არმიის სარდლად, რომელიც ბაზირებდა თესალონიკში. პუტჩის ჩახშობის შემდეგ ჩაუდგა სათავეში ,,მოქმედების არმიას,, რომელმაც აიღო სტამბოლი და ჩაახშო ბუნტი.
1910 წელს მაჰმუდ შევქეთი გახდა სამხედრო მინისტრი და I, II, III არმიების გენერალური ინსპექტორი. მას მოუწია ალბანეთსა და არაბეთში აჯანყებების ჩახშობა.
1911 წელს მან შექმნა ოსმალეთის სამხედრო საჰაერო ძალები.
იტალიასთან ომში მარცხის შედეგად 1912 წლის ივლისში მოუწია სამხედრო მინისტრის პოსტის დატოვება, (ეს პოსტი დაიკავა ნაზიმ ფაშამ). ხელისუფლებაში მოვიდნენ ლიბერალები.
ბალკანეთის პირველ ომში ქვეყნის მარცხის შემდეგ, ახალგაზრდა თურქებმა ისევ ჩაიგდეს ხელისუფლების სადავეები ხელში და 1913 წლის 23 იანვარს, მაჰმუდ შევქეთ ფაშა დაინიშნა დიდვაზირად, საგარეო საქმეთა და სამხედრო მინისტრად.
1913 წლის 11 ივნისს იგი მოკლა ნაზიმ ფაშას ერთ ერთმა ნათესავმა.
სახელი გაითქვა მისმა უმცროსმა ძმამ - ჰიქმეთ სულეიმანმა (1889-1964), ერაყის პოლიტიკურმა და სახელმწიფო მოღვაწემ, 1936-1937 წლებში იყო ერაყის პრემიერ-მინისტრი.



ძმა ჰიქმეთ სულეიმანმა (1889-1964), ერაყის პოლიტიკურმა და სახელმწიფო მოღვაწემ, 1936-1937 წლებში იყო ერაყის პრემიერ-მინისტრი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.09.2021
ბოლო რედაქტირება 12.12.2022
სულ რედაქტირებულია 5





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0