ჟუპინასი (ჩუბინიძე) დიმიტრი ვასილის-ძე (24.05.1892 -16.09.1968)
გენერალ-ხორუნჟი (24.05.1962)
დაიბადა ტფილისში. დედით -პოლონელი იყო.
იზრდებოდა დედულეთში - კიევის გუბერნიის, ჩერკასის მაზრის, სოფელ სმელაში.
დაამთავრა სოფლის სკოლა. კავალერიის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1917 წლამდე მსახურობდა რუსეთის ჯარში, მე-12 დრაგუნთა პოლკის პორუჩიკად, იყო დაჭრილი.
1917 წლიდან მსახურობდა პომორიის მე-14 მსროლელ პოლკში (ქ.ოდესა),
1918 წლის ბოლოდან მეთაურობდა დირექტორიის ჯარების ოდესის 1-ლ პოლკს, 1919 წლის 15 მაისიდან მეთაურობდა გეტმან პეტრე საგაიდაჩნის სახელობის ზაპოროჟიეს 24-ე (შავიზღვის) ქვეით პოლკს, მე-2 უმანის ცხენოსან პოლკს.
1920 წელს მეთაურობდა ცხენოსან ასეულს ,,ზამთრის,, პირველ ლაშქრობაში.
1920 წლის ზაფხულიდან მეთაურობდა ცალკეული ცხენოსანი დივიზიის ზაპოროჟიეს მე-2 ცხენოსან პოლკს, მსახურობდა ატამან კოსტია გორდიენკოს სახელობის ცხენოსან ჰაიდამაკების ზაპოროჟიეს პოლკში უფროს ზემდეგად.
1920 წლის ივნისიდან 1927 წლამდე მეთაურობდა ზაპოროჟიეს მე-2 ცხენოსან პოლკს.
1922 წლის 15 მაისს მიენიჭა უკრაინის სახალხო რესპუბლიკის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. პოლკის დაშლის შემდეგ ცხოვრობდა ვოლინში.
1939 წელს დაამთავრა უკრაინის სახალხო მილიციის სკოლა ქ.ლუცკში. გერმანელებთან თანამშრომლობისათვის იქნა დაპატიმრებული საბჭოთა ხელისუფლების მიერ.
ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, 1950 წლიდან ცხოვრობდა აშშ-ში, ქ.დეტროიტში.
დაჯილდოებული იყო უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ორდენებით:
,,რკინის ჯვრით,, ,,სიმონ პეტლიურას,, ჯვრით და ,,სამხედრო ჯვრით,,
გარდაიცვალა ქ.დეტროიტში (მიჩიგანის შტატი, აშშ). დაკრძალულია ქ.ბაუნდ-ბრუცის სასაფლაოზე.
ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი
ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია