ოთარ ჩეჩელაშვილი (დ. 24 დეკემბერი, 1923 — გ. 2 ივლისი, 1959) — საბჭოთა კავშირის გმირი, გვარდიის პოდპოლკოვნიკი.
სკკპ წევრი 1944 წლიდან. 1940 წელს დაამთავრა თბილისის აეროკლუბი, 1941 წელს — ეისკის სამხედრო საავიაციო სასწავლებელი, 1956 წელს — სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემია.
მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ყირიმის, ჩრდილოეთ კავკასიის, უკრაინის II და I ფრონტებზე. მონაწილეობდა ბერლინის აღებაში. მის ანგარიშზეა 178 საბრძოლო გაფრენა, საჰაერო ბრძოლაში ჩამოაგდო მტრის რამდენიმე თვითმფრინავი, მათ შორის 1 — ტარანით. საქართველოს სსრ II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 7 სხვა ოდენითა და მედლებით.