სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
მიხეილ (დოხტური) ჭინჭარაული 1949წ. პოეტი  დაბ. ხევსურეთის ამაგდარი დაბ. შატილი ხევსურეთი მიხეილ (დოხტური) ჭინჭარაული 1949წ. პოეტი  დაბ. ხევსურეთის ამაგდარი დაბ. შატილი ხევსურეთი მიხეილ (დოხტური) ჭინჭარაული 1949წ. პოეტი  დაბ. ხევსურეთის ამაგდარი დაბ. შატილი ხევსურეთი მიხეილ (დოხტური) ჭინჭარაული 1949წ. პოეტი  დაბ. ხევსურეთის ამაგდარი დაბ. შატილი ხევსურეთი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ჭინჭარაული სია

შატილი (ხევს) გამოჩენილი ადამიანები სრული სია

438       ბეჭდვა

მიხეილ (დოხტური) ჭინჭარაული 1949წ. პოეტი დაბ. ხევსურეთის ამაგდარი დაბ. შატილი ხევსურეთი

მიხეილ ბაძიას ძე ჭინჭარაული დაიბადა 1949 წლის 04 ივნისს შატილში. აქვე დაამთავრა ოთხწლედი, შემდეგ ბარისახოში სასკოლო სრული კურსი 1970 წელს.


1971 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუსში, სამკურნალო ფაკულტეტზე ზოგადი ქირურგია. სწავლა დაასრულა 1977 წელს

წლების განმავლობაში იყო და არის ერთდერთი ექმიმი პირიქითა ხევსურეთში სადაც წლის განმავლობაში საავტომობილო გზა მხოლოდ 5-6 თვეა, ფეხით უწევდა სიარული პახციენტებთან, ხშირად კვირაობით რჩებოდა მათთან რათა მათი სიცოცხლე გადაერჩინა.

გამოცემული აქვს რამოდენიმე საკუთარი ლექსების კრებული

უამრავი მოგონებებიდან მოგიყვებით რამოდენიმეს. ჩეჩნეთის მეორე ომი — შეიარაღებული კონფლიქტი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე და ჩრდილოეთ კავკასიის სასაზღვრო რეგიონებში, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციასა და ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკას შორის, 1999 წლის 26 აგვისტოდან 2009 წლის 16 აპრილამდე. ერთადერთი კორიდორი საქართველო იყო, სადაც შეეძლოთ ჩეჩნებს თავის შეფარება. ქართველთა დახმარებით ბევრი გადაურჩა ეთნიკურ წმედას როგორც მეომრები, ისე ქალები და ბაშვები მიუხედავად, აფხაზეთის ომში ჩეჩენი მებრძოლების ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლისა.

ერთხელ მუცოსკენ წაიყვანეს რათა დაჭრილი ჩეჩენი მებრძოლისთვის ემკურნალა, ჭრილობები რომ დაამუშავა ცოტა იქეიფეს მასპინძლთან ერთად. 2000 წლის 28 დელემბერი იყოს და უკან სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. მანძილი დაახლოვებით 8 კილომეტრია, მუხლამდე თოვლი და ყინვა. რომ წამოსულა თან ქოფაკი  (ძაღლის ჯიში) გამოჰყოლია. სამჯერ დამეძინა გზაშიო ყვება დოხტური, სამჯერვე გამაღვიძა ძაღლმა მეჯაჯგურებოდა და თავს არ მანებებდაო. სანამ სახლამდე არ მიმაცილა თავი არ გამანებაო. 


დაჭრილი ქისტისთვის უმკურნალია, რამოდენიმე დღე თავზე ვედექი ცხელება ჰქონდაო,  ფაქტიურად გადაარჩინა. გავიდა 5 წელი, სანადიროდ წასულან ხევსურნი  სამნი ერთი დოხტური, მთაზე ვიღაც ხალხი დაუნახავთ მთაზე ვერ იცნეს ვინ იყვნენ, თუცა ყურადღებაც არ მიაქციეს. რამოდენიმე წლის შემდგომ ამბად გაუგია, ის ხალხი ქისტები ყოფილან, ადრე ხევსურებს ერთი ქისტი მოუკლავთ და სისხლი ჰქონიათ ასაღები. ეს სამი მონადირე რომ დაუნახავთ მოულაპარაკებიათ ყველამ სათითაოდ დავუმიზნოთ და მოვკლათო. ექიმი იმას შეხვედრია წილად ვინც 5 წლის გადაარჩინა ბინოკლში რომ დაუნახავს უცვნია და უთქვამს სხვებისთვის მე ამათ სისხლს ვერ დავღვრიო.


1977 წელს დაინიშნა ბარისახოს საავადმყოფოს მთავარ ექიმად.

1981-83 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურა და გააგრძელა მუშაობა ბარისახოს საავადმყოფოში 1987 წლამდე.

შემდგომ გადმოვიდა შატილის ამბულატორიის დირექტორად 1994 წლამდე.


1994 წელს გადავიდა რუსთვის მეტალურგიული ქარხნის საავადმყოფოში გადაუდებელი ქირურგიის მორიგე ექიმად.



1999 წელს ძმამ ირაკლი ჭინჭარაულის თხოვნით, რომელ;იც იმ პერიოდში იყო შატილის გამგებელი, დეკემბრის თვეში გადმოვიდა შატილში რათა დახმარება გაეწია დაჭრილი ჩეჩენი მებრძოლებისთვის.



მას მერე სულ შატილშია 2009-10 წლებში გაიარა საოჯახო მედიცინის კურსები. აქვს სერტიფიკატი. 



მამა ბაძია სამუკას ძე ჭინჭარაული 1914-83წწ დაიბადა და ცხვოვრობდა შატილში, აკეთებდა თავის ტრეპანაციას. (ტრეპანაცია (ფრანგ. trépanation) — ძვლოვანი ღრუს (მაგ., თავის ქალის) გაკვეთის ოპერაცია. ტრეპანაცია ერთ-ერთი უძველესი ქირურგიული ოპერაციაა, რომელსაც ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში იყენებდნენ. დღესდღეობით ტრეპანაცია გამოიყენება ჰემატომების სამკურნალოდ და სხვადასხვა ნეიროქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად.)



დედა მზექალა აბას ასული ჭინჭარაული 1919-2000წწ დაიბადა 04 მარტი





ოჯახში დაიბადა 5 ვაჟი და ორი გოგონა

დოხტურს ჰყავს პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი და ერთი გოგონა (პირველი მეუღლის გარდაცვალების მიზეზი გახდა მდინარე არღუნში ჩავარდნა, რამაც გამოიწვია წყალში დახრჩობა)


მეორე მეუღლე მზია ფიცხელაურიარსენას ასული დაიბადა 1968 წელს სოფელ ბაკურხევში. მეორე ქორწინებიდან ჰყავს ორი ვაჟი მანგია დაბადებული 2006 წელს კონსტანტინე 2008 წელს.



მანგია 



კონსტანტინე





ბებია გოგოჭური ხორიელი დაბადებულია გიორგიწინდა (გურო) ხევსურეთი

რამოდენიმე მოგონება


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.09.2021
ბოლო რედაქტირება 16.02.2022
სულ რედაქტირებულია 6

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0