სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ჯამბულ გერლიანი გარდ. 1993წ. აფხაზეთი ჯამბულ გერლიანი გარდ. 1993წ. აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გერლიანი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

44       ბეჭდვა

ჯამბულ გერლიანი გარდ. 1993წ. აფხაზეთი

სეპარატისტებმა შვილის მომლოდინე ჯამბულ გერლიანი დაჭრილი, გრძნობადაკარგული, ტყვედ აიყვანეს. სისხლით დაფარულ სხეულიდან  ჯვარი და "მხედრიონელის" მედალიონი ჩამოგლიჯეს, გონზე მოიყვანეს;  ჯვარი და მედალიონი მოიკითხა ვაჟკაცმა. "საქართველოს შეაგინე და გაცოცხლებთო", - უთხრეს. გერლიანმა თვალი მოავლო სამოქალაქო ტყვეებს, დასისხლიანებულ, ნაგვემ ქართველებს და "საქართველოს გაუმარჯოსო", ომახიანად შესძახა. აწამეს ვაჟკაცი, მერე გრძნობაზე მოიყვანეს, - "საქართველოს შეაგინე და სიცოცხლეს გაჩუქებთო". სისხლი ამოაფურთხა ჯამბულმა და "საქართველოს გაუმარჯოსო"... ვერ ძლია ქართულ, ვაჟკაცურ სულს ნაწამებმა სხეულმა. ცულით ასხიპეს ბიჭი, ისევ არ მოეშვნენ, უსევ ყეფვით მოითხოვდნენ მისგან საქართველოს შეგინებას.

ჯამბულ გერლიანი


ბოლო ამოსუნთქვასთან ერთად "საქართველოს გაუმარჯოსო", ამოიხრიალა ჯამბულმა. ასობით კილომეტრს იქეთ ჯერ არდაბადებულ შვილსაც გააგონა დედის მუცელში ლოცვის სადარი სიტყვები: "საქართველის გაუმარჯოს, შვილო!"... ტყვეობიდან გამოსყიდულმა სამოქალაქო პირებმა პირგამეხებულებმა მოგვიყვნენ ჯამბულის გმირობის ამბავი. ყველაზე ხანდაზმულმა კი -  პირქუში, მოქუფრული დღე იყო იმ დღესო. იმ ვაჟკაცი ბიჭის ბოლო სიტყვებზე ნათელი გადმოეფინაო ციდან და სახეზე დაუბრძანდაო წამებულს", - ოხვრას ამოაყოლა. 

ჯამბულ გერლიანი ტკივილი და ქართველების სიამაყე, რკინის სალტესავით მძიმე, მაგრად მეჭიდება გულზე, ლამის ნაფლეთებად მექცეს... ასე იღუპებოდნენ საქართველოს მეომარი ბიჭები აფხაზეთში, იქ, სადაც მაშინ საქართველოს გულისცემაზე გადიოდა თითოეული წამი თუ წუთი...

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა,  გმირული ეპოპეის, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.

 ხვალ  სოხუმის დაცემის დღეა. 

ამონარიდი დოდო გუგეშაშვილის მოგონებების ციკლიდან

"სიკვდილით დამარცხებული სიკვდილი"




დოდო (დარეჯან) გუგეშაშვილი (დ.1958 წელს) - 1991-93 წწ.საქართველოს სამოქალაქო ომის და 1992-93 წწ.აფხაზეთის ომის მონაწილე, გასამხედროებული ორგანიზაცია "მხედრიონის" ერთ-ერთი მეთაური. 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.09.2021
ბოლო რედაქტირება 30.04.2022
სულ რედაქტირებულია 6





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0