სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
თადეოზი (მირიან) იორამაშვილი 1946-2015წწ მარაბდელი მიტროპოლიტი დაბ. სოფ. ფლავი გორი თადეოზი (მირიან) იორამაშვილი 1946-2015წწ მარაბდელი მიტროპოლიტი დაბ. სოფ. ფლავი გორი

1946-2015 წწ. გარდ. 69 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი იორამაშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

177       ბეჭდვა

თადეოზი (მირიან) იორამაშვილი 1946-2015წწ მარაბდელი მიტროპოლიტი დაბ. სოფ. ფლავი გორი

მიტროპოლიტი თადეოზი (ერისკაცობაში — მირიან გაიოზის ძე იორამაშვილი; დ. 12 ოქტომბერი1946ფლავი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი — გ. 19 იანვარი2015) — თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი. 2013 წლის ოქტომბრიდან ტიტულარული ეპისკოპოსი (ეპისკოპოსი ეპარქიის გარეშე) მარაბდელი მიტროპოლიტის წოდებით.


1966 წელს დაამთავრა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლა. 1968-1973 წლებში სწავლობდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ 1973-1974 წლებში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლაში.

1974-1977 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. სკოლის ახალგაზრდა პედაგოგის მცხეთის სასულიერო სემინარიაში წასვლა მტკივნეულად აღითქვა მაშინდელმა ხელისუფლებამ.



1977 წლის 7 აპრილიდან დიაკვნად დაასხეს ხელი, 1 მაისიდან კი მღვდელმონაზვნად აკურთხეს. იმავე წლის 1 ივნისიდან უწმიდესი დავით V-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ალავერდის საკათედრო ტაძრის მღვდლად1979 აკურთხეს წილკნის ეპისკოპოსად1982 წელს კი აგარაკ-წალკის ეპარქია ჩაბარდა. 1984 მანგლელი მთავარეპისკოპოსი იყო 1993 წლამდე, შემდეგ კი, 1995 წელს, ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის მთავარეპისკოპოსი. 1995 წლიდან 2003 წლამდე ბოლნისისა და დმანისის ეპარქიას ედგა სათავეში. 2003 წლიდან ბოლნისის მთავარეპისკოპოსი გახდა. 2005 წლიდან კი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი. 2010 წლის 2 აგვისტოს ებოძა მიტროპოლიტის ხარისხი. 2013 წლიდან იყო პენსიაზე[1] და ეწოდა მარაბდელი მიტროპოლიტი[2]. კათედრა და რეზიდენცია თიანეთში.

მიტროპოლიტი თადეოზი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2015 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძარში.











იორამაშვილი - გვარის 1 ღვთისმსახური

1 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.10.2021
ბოლო რედაქტირება 01.09.2025
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 01.05.2023
სულ რედაქტირებულია 1